პოლიცელს, რომელმაც მხედველობა დაკარგა, აქციის მონაწილემ ბლაგვი საგანი მიზანმიმართულად ესროლა

პოლიცელს, რომელმაც მხედველობა დაკარგა, აქციის მონაწილემ ბლაგვი საგანი მიზანმიმართულად ესროლა

შს სამინისტრო ადასტურებს, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტი აქციაზე დაშავდა პოლიციელი, რომელმაც მკურნალობის მიუხედავად, მხედველობა დაკარგა. აღსანიშნავია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მიზანმიმართულად ხდებოდა პოლიციელების წინააღმდეგ პიროტექნიკის გამოყენება, საერთო ჯამში, დაშავდა 113 პოლიციის თანამშრომელი, ნაწილმა მიიღო მაღალი ხარისხის დამწვრობა. რაც შეეხება პოლიციელს, რომელმაც მხედველობა დაკარგა, შსს-ს ინფორმაციით, მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბლაგვი საგანი ესროლა. დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ მკურნალობა საქართველოსა და თურქეთში ჩაუტარდა, თუმცა მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე აზუსტებს, რომ გასული წლის ნოემბერში ძალადობრივი აქციების მიმდინარეობისას ფიზიკური დაზიანება მიიღო არაერთმა სამართალდამცავმა, მათ შორის ისეთი მძიმე, როგორიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დადგა.

„ქირურგების მცდელობის მიუხედავად, მხედველობის აღდგენა შეუძლებელი გახდა და შსს-ს თანამშრომელმა მარჯვენა თვალის ტრავმული დაზიანების შედეგად საბოლოოდ დაკარგა მხედველობა. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ, როდესაც საუბრობენ დემონსტრაციებისა და პროტესტის მშვიდობიან ხასიათზე. სინამდვილეში, ფაქტია, რომ გასული წლის ნოემბერში ძალადობრივი აქციების მიმდინარეობისას ფიზიკური დაზიანება მიიღო არაერთმა სამართალდამცავმა, მათ შორის ისეთი მძიმე, როგორიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დადგა“, - აცხადებს ალექსანდრე ტაბატაძე.

for.ge-ს ინფორმაციით ერთ-ერთმა პოლიციელმა მიიღო იმდენად მძიმე დაზიანება, რომ აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა. არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც ბლაგვი საგნით მხედველობა დაუზიანა პოლიციელს, ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ე.წ. მშვიდობიანი, კრიმინალი მომიტინგეების ადგილი მართლაც არის მშვიდობიან ციხეში.

„ვინც თბილისის ცენტრში მოხეტიალე ავაზაკებს უჭერს მხარს და პოლიციელებზე თავდამსხმელებს უზნეოდ რაცხავს ე.წ. „სინდისის პატიმრებად“, არაფრით გამოირჩევა მძიმე დანაშაულის ჩამდენი ნაცნაძირლებისგან. ქართველმა პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე ნაცექსტრემისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ე.წ. მშვიდობიანი, კრიმინალი მომიტინგეების ადგილი მართლაცდა მშვიდობიან ციხეშია“, - წერს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-დან პირდაპირ ეთერით მოუწოდა და წააქეზა მომიტინგეები შეეტიათ და ცოცხლად დაეწვათ პოლიციის თანამშრომლები.

„არავინ უნდა იფიქროს, რომ ე.წ. სინდისის პატიმრები ოდესმე მოინანიებენ იმ საშინელებას, რაც ჩაიდინეს. ნათქვამია - „მგელი არასდროს არ მოიშლის მგლობასა“. აქედან გამომდინარე, არავინ იფიქროს ე.წ. სინდისის პატიმრები ოდესმე მოინანიებენ იმ საშინელებას, რაც ჩაიდინეს. არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის პატიმრის“ მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო; არავინ იფიქროს, რომ ოდესმე გაუელვებს ჭიჭინაძის, ცეცხლაძის დედებს აზრი იქნება იმ პოლიციელის „დედაი ჩემზე მწარედ ტირისა“.

ამიტომ, მე, რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების დროს, პირდაპირი ეთერით მოუწოდა და წააქეზა მომიტინგეები შეეტიათ და ცოცხლად დაეწვათ ქართული სახელმწიფოს სამართალდამცველები. დამნაშავეთა ნამოქმედარი შედეგი სახეზეა“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

დოი მოძებნეთ ეგ მაიმუნი და დასაჯეთ!
2 საათის უკან