რადიკალები ფიქრობენ, რომ ახალი სამიზნე იპოვეს - თეა წულუკიანი - საკუთარი უძალობა ვერც ამჯერად შეაფასეს 

რადიკალები ფიქრობენ, რომ ახალი სამიზნე იპოვეს - თეა წულუკიანი - საკუთარი უძალობა ვერც ამჯერად შეაფასეს 

პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა საზოგადოებაში დიდი ხმაური და ვნებათაღელვა გამოიწვია: „მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“, - მისი ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით, ანწუხელიძე უკვდავია.

ამასთან, სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით წულუკიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ორი საამაყო ახალგაზრდა, აფრასიძეები, ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის არიან განაჩენიც და სასჯელიც, რადგან სააკაშვილმა ისინი 7 და 12 წლის ასაკში სასიკვდილოდ გაიმეტა. ამ ტიპის განცხადებების ფონზე, ქართული ოცნების ოპონენტები აქტიურად საუბრობენ საგამოძიებო კომისიის მიმართ ნდობა-არნდობის საკითხზე და აღნიშნავენ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის რეიტინგი დღითიდღე უარესდება ამ ტიპის განცხადებების გამო.

თუმცა, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის განცხადებები დიდ ცვლილებას ვერ გამოიწვევს ამომრჩეველთა განწყობებში, მაგრამ აქვე დასძინა, რომ პოლიტიკოსებს მეტი სიფრთხილე მართებთ მსგავსი ტიპის განცხადებებთან დაკავშირებით, რადგან ოპონენტი ყოველთვის მზად არის პოლიტიკური თავდასხმისთვის:

არ მგონია, რომ წულუკიანის ამ განცხადებებს შეეცვალა საზოგადოების, ორი დაპირისპირებული ნაწილის, დამოკიდებულება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიმართ - ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები როგორც ამ განცხადებამდე არ ენდობოდნენ კომისიას და მის მიმართ უარყოფითად იყვნენ განწყობილი, ზუსტად ისევე იქნებიან განწყობილი უარყოფითად წულუკიანის განცხადების შემდეგ, რომც არ გაეკეთებინა მას ეს განცხადებები.

ზოგადად, საქართველოში პოლიტიკური კომუნიკაციის სტილი და პოლიტიკური კომუნიკაციის ხელოვნება ჯერ კიდევ არ არის პოლიტიკოსებში იმ დონეზე განვითარებული, რომ მათ თავიდან აიცილონ ასეთი აბსოლუტურად არასაჭირო თავდასხმები და გამოხტომები მათი ოპონენტების მხრიდან. ამიტომ, თითოეული სიტყვა უნდა აიწონოს, გაიზომოს, მისი კონტექსტი უნდა იქნას გათვალისწინებული და .. ხშირად განცხადება, რომელიც პოლიტიკოსმა გააკეთა, რომელიც შეიძლება ახლოს არის სინამდვილესთან, გარკვეული ჯგუფების მიერ ხდება ინფორმაციული მანიპულაციების და თავდასხმების ობიექტი.

რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს იმას, რომ აფრასიძეები არღვევდნენ კანონს და რასაც ისინი აკეთებდნენ სვანეთში, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, მაგრამ აქ მთავარი აფრასიძეების დანაშაულობა-უდანაშაულობის გამოკვლევა კი არ არის, არამედ ის, თუ რა მეთოდებით გაუსწორდა მათ ხელისუფლება - ეს არის პრობლემა, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ თეა წულუკიანზე ერთგვარ თავდასხმას იაფფასიანი ტრიუკი უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ცდილობენ ყურადღების გადატანას მთავარი თემიდან - საკუთარი დანაშაულბის დაფარვას ცდილობენ.

ეს ამბები დაიწყო მას შემდეგ, რაც სამარცხვინოდ გაფარჩაკდა .. ოპოზიცია, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონა, რომელმაც ჭირისუფალი არ მიუშვა პატივის მისაგებლად ეროვნული გმირების მემორიალთან. სწორედ აქ დაიწყო ოპოზიციის მიერ სიტყვებზე გამოკიდება. აფრასიძეები მამა აბრამის ბატკნები იყვნენო, არავინ ამბობს - აფრასიძეებმა, რა თქმა უნდა, დანაშაული ჩაიდინეს მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ის მეთოდები უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რაც მაშინდელმა შსს მინისტრმა გამოიყენა?! - ოპოზიცია იაფფასიანი ტრიუკებით ცდილობს გადაფაროს მთავარი: მათი დანაშაულები, სასამართლოში წარდგენ და პასუხისგება - ეს არის ხალხი, რომელიც ყველაფრის მკადრებელია და უნდა მოიკვეთონ ქართული პოლიტიკიდან, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

trampi ქუნემ კოლუმბი...
ნაცები რომ არ დააასჯევინეს, ეს ბარდაგი იმის ბრალია
23 საათის უკან
trampi განათლების სისტემაც მიზანმიმართულად იმათ დაგვინგრიეს...
ნარკოტიკების მიმართ ე.წ. ლიბერალური დამოკიდებულაც (ძაან არ დასაჯოთო) ძალით, დაწოლით იმათ გააკეთებინეს.... ..რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა დაღუპულიყო.............კლუბური ნარკოტიკი და ესეთი რაღაცეებიც იმათი ხელშეწყობით მოედო საქართველოს
ჩვენი ისტორიის უგულვებელყოფა და ავტორიტეტების ჩარეცხვა მაგათი დანერგილია.........
და .რომ საქართველოს ისტორია ც მხოლოდ მიშადან 2003 წლ-დან დაიწყო
არა რააა........ რაც მაგათ დაგვინგრეს--გაგვინადგურეს, იმის აღდგენას მინიმუმ 50 წელი მაინც უნდა
ამას ხშირად ვიმეორებ ხოლმე..............მარიკა ლორთქიფანიძე ამბობდა ხოლმე---ისტორიაში ამაზე მძიმე დღეებიც გვქონდა, (მაგ. მონგოლების დროს ერი თითქმის განადგურებული იყო), მაგრამ იქიდან მაინც ამოვდიოდით ხოლმეო, იმიტომ რომ მაშინ ყველაფრის მიუხედავად ერის სულიერი--ზნეობრივი ფასეულობები(მენტალობა) ძირითადა ხელშეუხებელი რჩებოდა ხოლმეო და ამის საფუძველზე ერი თავს ისევ იღდგენდაო
ეხლა ეს ჯიშგასაწყვეტი ,,მეგობრები,, ჯერ თავიაანთ წესებს გიწესებენ, გვიქმნიან სათავისო(გადაჯიშების) გარემოს და მერე კი ძირითადად სწორედ აი იმ ფასეულობებს(ზნეობრივ--მორალურს) ურტყამენ ძირში რაზეც საერთოდ ერი დგას... ანუ მაქსიმალურად ცდილობენ ერის მენტალიტეტის შეცვლა--გადაკეთება--განადგურებას
..და ამ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ თითქმის აღწევენ კიდეც...
მოკლედ ძაან მძიმე პერიოდი გვაქვს ძაან..... ერთი მარტო გენის იმედი--ღა მაქვს, მარტო გენის, თორემ მოგვერივნენ ის ჩათლახები მოგვერივნენ და ეგაა
..ვნახოთ ბერიტაშვილი აჯობებს თუ პავლვი.....წესით ბერიტაშვილმა უნდა აჯობოს ანუ გენმა.....
მე ეგრე მჯერა
.......დანარჩენი კიდევ მერე



.
22 საათის უკან
Gami ვაა, ამასაც სცოდნია თვალის ჩაკვრა. კომისიის სხდომაზე, ეგ და გახარია ერთმანეთს თვალებს უპაჭუნებდნენ.
21 საათის უკან
mamuka სულ პატარა ჭურჭუტანა....ადამიანი გაცხოველება როცა იწყება თვიდან ამას ვერ გრძნობს, მაგრამ რაც უფრო შედის სიღრმეებში ,თუ მოაზროვნე ცხოველია და ოდნავ მაინც უყანყალებს თავში მოლეკულები, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს არ ეჯახებოდნენ რომ რაიმე საღი აზრი გაუჩნდეს თავში, მაინც ხვდება რომ რაღაც ისე ვერ არის როგორც უნდა იყოს და აქ ( გააჩნია რა სიღრმით არის უკვე შესუკი) ემართება საშუალო დონის სუსტი კონვულსია, რაც უფრო ღრმავდება გაცხოველების პროცესი კონვულსიის დონე მატულობს და აჰა მიაღწია აპოგეას და აქ უკვე იმ ტვინის მოლეკულებზეა დამოკიდებული გენეტიკა თუ ინსტიქტი.......ღმერთის წყალობით კიდევ კარგი გენეტიკა მძლავრობს ინსტიქტზე ჯერჯერობით
21 საათის უკან
დოი ბევრ ამბებს ვგებულობთ კომისიის მუშაობით და ფაქტია რომ ნაცმაცუნები შეწუხებულები არიან....ნანუკას კი შეახსენეთ ამბავი როცა ყველა ლაპარაკობდა,თურმე მანქანას ჩექმის ფერზე ირჩევდაო.....ტაშიიიი ნანულიიიი, და არა ნანუკააა...
15 საათის უკან
დოი ბევრ ამბებს ვგებულობთ კომისიის მუშაობით და ფაქტია რომ ნაცმაცუნები შეწუხებულები არიან....ნანუკას კი შეახსენეთ ამბავი როცა ყველა ლაპარაკობდა,თურმე მანქანას ჩექმის ფერზე ირჩევდაო.....ტაშიიიი ნანულიიიი, და არა ნანუკააა...
15 საათის უკან
დოი ბევრ ამბებს ვგებულობთ კომისიის მუშაობით და ფაქტია რომ ნაცმაცუნები შეწუხებულები არიან....ნანუკას კი შეახსენეთ ამბავი როცა ყველა ლაპარაკობდა,თურმე მანქანას ჩექმის ფერზე ირჩევდაო.....ტაშიიიი ნანულიიიი, და არა ნანუკააა...
15 საათის უკან
დოი ბევრ ამბებს ვგებულობთ კომისიის მუშაობით და ფაქტია რომ ნაცმაცუნები შეწუხებულები არიან....ნანუკას კი შეახსენეთ ამბავი როცა ყველა ლაპარაკობდა,თურმე მანქანას ჩექმის ფერზე ირჩევდაო.....ტაშიიიი ნანულიიიი, და არა ნანუკააა...
15 საათის უკან
დოი ბევრ ამბებს ვგებულობთ კომისიის მუშაობით და ფაქტია რომ ნაცმაცუნები შეწუხებულები არიან....ნანუკას კი შეახსენეთ ამბავი როცა ყველა ლაპარაკობდა,თურმე მანქანას ჩექმის ფერზე ირჩევდაო.....ტაშიიიი ნანულიიიი, და არა ნანუკააა...
15 საათის უკან