„გრანტების საბადომ ამერიკიდან დიდი ბრიტანეთში გადმოინაცვლა და ჩვენი რდიკალებიც, სანამ ფული აქვთ, ამ ეროვნული დღეების მისაკუთრებას აგრძელებენ“

„გრანტების საბადომ ამერიკიდან დიდი ბრიტანეთში გადმოინაცვლა და ჩვენი რდიკალებიც, სანამ ფული აქვთ, ამ ეროვნული დღეების მისაკუთრებას აგრძელებენ“

31 მარტის და 9 აპრილის ჩავარდნილი აქციების შემდეგ, რადიკალები ახალი საპროტესტო დღისთვის ემზადებიან. როგორც უკვე ტენდენცია აჩვენებს, ქვეყნის მნიშვნელოვანი და სადღესასწაულო დღეების მითვისებას აგრძელებენ. 9 აპრილს პატიმრების ოჯახს ამოფარებულები 14 აპრილს აქციის ჩატარებას სტუდენტების სახელით აპირებენ. 

როგორც ანონსიდან ხდება ცნობილი, სტუდენტების ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან 14 აპრილს, 19:00 საათზე დაიძვრებიან. ხოლო დედაენის დღეს ახალგაზრდები იმ გზას გაივლიან, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს.

როგორც აქციის მონაწილე სტუდენტები ამტკიცებენ, ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ქუჩებში სტუდენტების დემონსტრაცია გაიმართება. ახალგაზრდები 14 აპრილს, დედაენის დღეს, თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე ისტორიული მარშრუტის გავლას ხმაურით, ხელისუფლების შეწუხებით აპირებენ.

„14 აპრილს და ამით არაერთხელ და კიდე ერთხელ გამოვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენ თანამებრძოლებს პოლიტპატიმრებს, რომლებიც ჯერ კიდევ მხნედ არიან და ჩვენ მათ მივესალმებით აქედან. შესაბამისად, გთხოვთ, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი პოლიტპატიმრები, ერთად დავიცვათ საქართველო და ერთად გავერთიანდეთ ჩვენი ევროპული და ქართული მომავლისთვის“, - განაცხადეს სტუდენტებმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ ამ აქციებმა და ვითომ მისმა მასშტაბურობამ აზრი დაკარგა და ქართველი ხალხისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. აბაშიძე ამბობს, რომ რადიკალებს ეროვნული დღეების მიტაცება უნდათ, თითქოს თავად არიან ბატონ-პატრონები და მათი გადასაწყვეტია ვინ უნდა მიაგოს პატივი ჩვენს თავგანწირულ თანამემამულეებს.

„ეს ადამიანები უკვე ისეთ მარაზმში არიან, რომ ხალხს საკუთარი გმირი თანამემამულეების გლოვას და პატივის მიგებას უკრძალავენ. სადმე გაგონილა, რომ ერთმა კონკრეტულმა, რადიკალურმა ჯგუფებმა მიითვისონ ქვეყნის ეროვნული და მნიშვნელოვანი თარიღები? ასეთი რადიკალიზმი სწორედაც რომ ქართველ ხალხს დიდი ხანია აღიზიანებს და ამათი თავგასულობა ყველას ყელში აქვს ამოსული. მათ შორის არიან ოპოზიციურად განწყობილი ჩვენი თანამოქალაქეებიც. საერთოდ, ამ ხალხის მიმართ თანაგრძნობა ჩვენს მოსახლეობაში არ იგრძნობა, აგრესია კი ნამდვილად სახეზეა. ეს რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პატრიოტიზმს იჩემებენ, ალქაჯობით, უტვინობით, თავხედობით, უზრდელობით, ექსტრემიზმით გამოირჩევიან.

ამიტომ მათ გვერდით იმ ელექტორატსაც კი არ უნდა დადგომა, რომელმაც მათ ხმა მისცა. აქ უკვე აღარ ვლაპარაკობ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაგალითად, კონგრესმენმა, ცალკეულმა ევროპარლამენტარმა შემდეგ შეშფოთებით თქვან, რომ საქართველოში უწყვეტი პროტესტია. სწორედ ამ სურათის შექმნას ცდილობენ და იმის ილუზიას, თითქოს თბილისში უწყვეტი საპროტესტო აქციებია. სხვადასხვა პროფესიის ხალხი გამოდის და ა.შ. როგორც 9 აპრილს ამოეფარნენ პატიმრების ოჯახის წევრებს და იკადრეს, რომ ეს ხალხი საკუთარი ბინძური მიზნებისთვის გამოეყენებინათ, რაც არ გამოუვიდათ, ახლა, ამ სტუდენტების შემთხვევაშიც იმავეს აკეთებენ. სტუდენტეს ამოფარებული საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ, თუმცა ხელისუფლება მათ ანკესზე არ წამოეგება, როგორც ეს 9 აპრილს გააკეთეს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ამ აქციებში გადახდილია გრანტები და ეს აქციები აუცილებლად უნდა გამართონ. ოპოზიციურ ველზე ისეთი მდგომარეობაა, მხოლოდ ამ აქციებით ახერხებენ, რომ ხალხს თავი შეახსენონ. თუმცა ხალხი ამაშიც არ ყვება.

„ეს რადიკალური ჯგუფები ახლა მხოლოდ ფინანსური ინიექციებით არსებობენ. ამერიკიდან დიდი ბრიტანეთში გადმოინაცვლა ამ გრანტების საბადომ, შესაბამისად, სანამ ფული აქვთ, ამ ეროვნული და მნიშვნელოვანი დღეების მისაკუთრებას აგრძელებენ. თუმცა ქართველი ხალხი ბევრ რამეს დიდი ხანია მიხვდა. ამიტომ აღარ მოქმედებს ამათი ბოდვები არავისზე, აღარც ეს რეზოლუციები შველით. რიგით ქართველს საერთოდ არ ანაღვლებს ევროსაბჭოში და ევროპარლამენტში რას ფიქრობენ, მათ იციან ერთი, რომ ამ ოპოზიციას ხელში არ უნდა ჩაუგდონ ხელისუფლება და ქვეყანა. ამასაც აკეთებენ, ამიტომ ამ გაუბედურებულებს ვერავინ ვერაფერს უშველის. ვხედავთ, რომ ევროპაში დემოკრატიული პროცესების ტოტალური ეროზია ხდება, შემდგე კი, მოდიან და ჭკუას ჩვენ გვასწავლიან. ატყუებენ ხალხს, თითქოს სანქციები ანგარიშების დაყადაღებას და საერთოდ ფულის გარეშე დარჩენას ნიშნავს. აბსურდი და ბოდვაა, რადგან ეს სანქციები მხოლოდ ქვეყანაში შესვლას კრძალავს. ათას სისულელეს იგონებენ და ატყუებენ ერთმანეთს, ვითომ ხვალ რომ გაიღვიძებენ, ხელისუფლება ამის გამო ჩამოქცეული იქნება. დასავლეთში ჯერ კიდევ ვერ მიხვდნენ, რა კერკეტ კაკალთან აქვთ საქმე საქართველოს ხელისუფლების სახით. რა წნეხი აღარ განახორციელეს, მაგრამ „ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად მყარად დგას. ამიტომ იდგნენ და ისეირნონ რუსთაველზე, ატყუონ ერთმანეთი და იყვნენ. ისეთი მდგომარეობა აქვთ შიგნით, ზურაბიშვილი ცალკე უბერავს და ლიდერად მაგას ოპოზიციაში არავინ აღიარებს და ცალკე შიგნით პარტიები ეშლებათ. სხვა რა გზა აქვთ, ფული მოსდით და დადიან ესენიც“, - ამბობს აბაშიძე.

 

ლაზი ოპოზიცია იდეურ-პოლიტიკურად კრიზისშია, მაგრამ პარტიების დაშლის რა მოგახსენოთ, მაგათი ელექტორატი სტაბილურია. მკვდარი კერპის თაყვანისმცემლობა ხომ გაგიგონიათ, ისეთი ელექტორატი ჰყავთ.
რაც შეეხება ფულს, მაგათ გრანტები არასოდეს გამოელევათ, რადგან გრანტებით არა მარტო ესენი სარგებლობენ, არამედ დონორებიც გვარიანად ქაფავენ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ისინი იმავდროულად, საკუთარი სახელმწიფოს ინნტერესებსაც ატარებენ, ესენი კი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ.
1 დღის უკან