„არჩევნები რომ დაინიშნოს, იმ წრეებს, ვისაც დღეს საქართველოსთან პრეტენზია აქვთ, მერე არ ექნებათ, დავუშვათ, ისევ „ოცნება“ აირჩა, დაწყარდება ეს პროცესი?!“

„არჩევნები რომ დაინიშნოს, იმ წრეებს, ვისაც დღეს საქართველოსთან პრეტენზია აქვთ, მერე არ ექნებათ, დავუშვათ, ისევ „ოცნება“ აირჩა, დაწყარდება ეს პროცესი?!“

ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო საუბარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. როგორც ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, კახი კახიშვილმა განაცხადა, შესაძლოა, კრიზისის განმუხტვის მიზნით, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ დასავლეთთან ურთიერთობების დალაგების მიზნით, ახალი არჩევნების დანიშვა არსებულ ვითარებას არ შეცვლის, მეტიც, დასავლეთმა მმართველ პოლიტიკურ ძალას რიგგარეშე არჩევნები ჩატარება შეიძლება მის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მოსთხოვოს, რაც დიდი ალბათობით, არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დასავლეთის მოთხოვნა, საქართველოში ახალი არჩევნები დაინიშნოს, მისთვის გაუგებარია. საყვარელიძის შეფასებით, თუკი ქართული ოცნება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს, ამან შესაძლოა მის მომხრეებში უკმაყოფილება გამოიწვიოს და ოცნებას ზურგი აქციოს.

ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორე შავ დღეს გადაყენებ... - არჩევნები რომ დაინიშნოს, იმ წრეებს, ვისაც დღეს საქართველოსთან პრეტენზია აქვთ, მერე არ ექნებათ?! რეალურად, არჩევნების ბედი არ აწუხებთ, რადგან ახალი არჩევნების მოთხოვნაში უამრავი გაურკვეველი თემაა. კადრიც ვნახეთ, როდესაც რეზოლუციებს იღებდნენ, დარბაზში 4 კაცი იყო და შემდეგ ხმა 400 კაცმა მისცა. ასე რომ, საქმეში გარკვევას არ ცდილობენ, ისე იძლევიან ხმას, რადგან მათმა მეგობარმა მისცა ხმა.

დავუშვათ ქართულმა საზოგადოებამ ისევ ქართული ოცნება აირჩია, დაწყარდება ეს პროცესი?! ეს დამოკიდებულება ცოტა რომანტიულად მეჩვენება. შეიძლება არჩევნები დანიშნოს ოცნებამ, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნია საკუთარი ამომრჩეველი, რომელმაც ოცნებას მისცა ხმა. ადამიანი, რომელმაც ოცნებას ხმა მისცა ახალ არჩევნებზე იტყვის, რატომ არ დაიცავი ჩემი ხმები?! - გამორიცხული არ არის, რომ ზურგი აქციონ ოცნებას და საერთოდ არ მივიდეს არჩევნებზე.

თუ ოცნებამ ახალი არჩევნები დანიშნა, ეს იმას გულისხმობს, რომ მან თავისი ამომრჩევლის ხმები გადაყარა და ასეთი დამოკიდებულებით ამომრჩეველი კმაყოფილი იქნება?! - მე მგონია, რომ არა! - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თუ ქართული ოცნება ახალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, მას გარკვეულ დათმბებზე წასვლა მაინც მოუწევს. მისი თქმით, თუკი საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება გაუარესდა, უფრო მეტ ადამიანს დაუწესდება სანქციები და ასევე, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ამან შეიძლება ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აწევა გამოიწვიოს, რაც დღეს რეალურად, ანჯაფარიძის შეფასებით, ევროპელი ლიდერებისა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანია.

აღნიშნული გადაწყვეტილება რომც მიიღოს ქართულმა ოცნებამ, ეს დასავლეთთან ურთიერთიერთობებს რამდენად დაალაგებს, საეჭვო საკითხია. დასავლეთი და ოპოზიციაც მოითხოვენ ოცნებისგან, რომ ხელახალი არჩევნები წარიმართოს იმ წესებით და ცვილებებით, რასაც ისინი ითხოვენ ქართული ოცნებისგან. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, არ მგონია, რომ ოპოზიცია დათანხმდეს ასეთ არჩევნებში მონაწილეობა. ასევე, მეორე საკითხია რამდენად აღიარებს ასეთ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს დასავლეთი.

თუ ოცნება მაინც გადაწყვეტს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მას მაინც მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა იმ კუთხით, რომ საარჩევნო გარემო შეცვალოს და თუ საარჩევნო გარემო შეიცვლება იმ მოთხოვნების მიხედვით, რასაც აყენებს ოპოზიცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში გამარჯვების შანსი შეუმცირდება. აქედან გამომდინარე, ვეჭვობ, ქართული ოცნება წავიდეს არჩევნებზე, ვიდრე მას ძალიან არ გაუჭირდება - ჯერჯერობით ასეთი მოცემულობა არ გვაქვს.

თუ იმ არსებულ სანქციებს, რაც ახლა არის, დაემატება ეკონომიკური სანქციები, გაუქმდება ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი, კიდევ უფრო მეტ ოფიციალურ პირს დაეკისრება ფინანსური და სავიზო სანქციები, შეეზღუდებათ წვდობა საბანკო მომსახურებასთან - ეს ადამიანებს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის და დაიწყებენ ფიქრს, უღირთ თუ არა, არსებულ სიტუაციასთან შეგუება. ეს ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ ქართული ოცნების სახელისუფლებლო ვერტიკალი ჩამოშალონ, რომ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა და სახელისუფლებლო სტრუქტურებში გაჩნდა ბზარი, ამას დაემატა გაუარესებული ეკონომიკური სიტუაცია, რაც ასევე შეიძლება მოხდეს, შესაძლოა, პროტესტმა, რომელსაც ახლა მაინცდამაინც დიდი მასშტაბი არ აქვს, უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს. თუ უვიზო რეჟიმის შეჩერება-გაუქმება მოხდა, ეს ბევრ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

 

 

 

ლაზი ისღა დარჩათ ერთიანი ანონიმური სანქციები გამოაცხადონ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგ. ანუ, ყველა ვინც ხმა მისცა ქართულ ოცნებას, მისი ხელშემწყობია და ამიტომ დასანქცირებულიაო.
სიებს თავიანთი აქაური აგენტები მიაწვდიან, დედუქციის მეთოდით. მარტივი პროცედურაა, საკუთარ ბრონირებულ სიას გადაუგზავნიან, ყველა დანარჩენს კი დაუხურავენ საბანკო ანგარიშებს და კანონგარეშე გამოუცხადებენ პასპორტებს.
2 დღის უკან
თომა რიგგარეშე არჩევნები ნიშნავს ხელისუფლების გადაბარებას.
2 დღის უკან
ლევკოთეა ოცნების ამომრჩეველის უმრავლესობა ოცნების მიმართ სიმპათიის გამო კი არა, კოლექტიური ნაცების მიუღებლობის გამო აძლევს ხმას ოცნებას. პირადად მეც, მათ შორის. ამიტომ, ოცნება ბევრ ხმას არ დაკარგავს რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში. ნაცები ხომ არსად წასულან.
აი, გვარამია და ხაზარაძე კი დაკარგავენ ხმებს. სააკაშვილს თავისი სექტა ჰყავს და არ იცვლება მათი ამომრჩეველის რაოდენობა. ეგენი უიმედოები არიან. გახარიას ცოტა ხმები მოემატება და ხვიჩიას გირჩს კიდევ. თუმცა ეს უკანასკნელი ვერ ავა ხუთ პროცენტამდე.
მოსახლეობას რაც შეეხება. ხალხი ხედავს, რა უპრეცენდენტო ზეწოლაა ევროპიდან, ოცნება რომ წავიდეს ხელისუფლებიდან. ქართველ ამომრჩეველს ბევრი ნაკლი კი აქვს, მაგრამ არ ექვემდებარება უხეშ ზეწოლას. მით უმეტეს, თუ ეს იძულება ცვედანი ევროპისგან მოდის. ქართველი ამომრჩეველისგან ხმების მიღება მოტყუებით კი შეიძლება, მაგრამ ძალდატანებით, ვერა.
2 დღის უკან
მარბიელი "ახალი არჩევნები" მასზე სერიოზული საუბარი და მისი მოთხოვნა ონანიზმია!
1. არჩევნეის გაყალბების მყარი მტკიცებულება არ არსებობს და "ეს ხომ ყველამ იცის" არ კმარა
2.ვინ და რა წესით უნდა ჩაატაროს ის ჰიპოტეტური არჩევნები, რომ ხაზარაძემ, ვაშაძემ, გვარამიამ წაგება აღიარონ? არადა ისინი ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებენ
3. ამ არჩევნებს თუ ასე უსაფუძვლოდ დანიშნავ, ხვალ, ზეგ ... ნებისმიერ არჩევნებში დამარცხებული მოითხოვს ახალს ... პრეცედენტი არის, მაშინ თუ დანიშნეთ უსაფუძვლოდ, ახლაც დანიშნეთო .... თუ მოლოტოვკა და მაშხალაა არგუმენტი, ამას როგორმე იშოვიან
სანამ ასე?
1 დღის უკან