გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში 4 პირი დაასანქცირა. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ შეკითხვები აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომელთა შეფასებით, ეს არის მორიგჯერ პოლიტიკური შურისძიება და ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სიტყვა „დამოუკიდებლობა“ მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს.
„9 აპრილი, 1989 წელი, იარაღი - ტანკი და ნიჩაბი, თავდასხმის ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა, ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება. 10 აპრილი, 2025 წელი - იარაღი - სანქცია, ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს! პ.ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი...“, - წერს „ფეისბუქზე“ მამუკა მდინარაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სანქციები „დიფ სთეითის“ ხელწერაა. მისი თქმით, სლოვაკეთის პრემიერი კინაღამ მოკლეს, ისევე როგორც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი.
„ამერიკის უკვე მოქმედი პრეზიდენტი აღიარებს, რომ მას „დიფ სთეითი“ და გლობალური ომის პარტია ებრძვის და ახლა ვინმეს მოუტრიალდეს ენა და თქვას, რომ თურმე ჩვენ ვიძახით არასწორს. შესაბამისად, ასეთი სანქციები, ბრიტანეთი იქნება თუ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ჯერჯერობით „დიფ სთეითი“ ისევ მძლავრობს - სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის საქართველოსთან მიმართებაში“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
დიდი ბრიტანეთის მხრიდან პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, რომლის შეფასებით, მათ აგენტურას არ ეძლევა ღიად ფუნქციონირების საშუალება.
„სააკაშვილის რეჟიმი და მისი მომყოლები არიან ჩვეულებრივი გლობალისტების ტიპიური პროექტი, მათი ბრანებების უსიტყვო შემსრულებლები. ეს იყო ტიპიური სახელმწიფო რეჟიმი. ძალიან ბევრი ასეთი რეჟმები მოუყვანიათ სახელმწიფო გადატრიალებების გზით, რასაც წარმოდგენდა „ვარდების რევოლუცია“. შესაბამისად, მათივე აგენტურის დასჯა ძალიან მტკივნეულია და ცდილობენ შური იძიონ. ამავე დროს, ეს არის სახელმწიფო აპარატის დაშინება, რათა შესაძლებელი გახდეს ამ სახელმწიფო აპარატის შიგნით რღვევის შეტანა, შემდგომი სახელმწიფო გადატრიალების მოტივით. ეს არის ამ სანქციების მიზანი“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
გარდა ამისა, სოსო მანჯავიძის განცხადებით, საქართველო ვინაიდან არ არის მათი ყურმოჭრილი მონა, არ დაემორჩილა იმ ინსტუქციას, რომ რუსეთისთვის შეექმნა რაღაცა სახის პრობლემები, შეერთებოდა სანქციებს და ხელი მოეწერა სუიციდის აქტზე, ეს ხელისუფლება მათთვის მიუღებელია.
„ისინი, ვინც არ არიან მზად იყვნენ რადიკალურად ანტირუსულები, მათთვის არიან პრორუსულები. თუ მათი ბრძანებით არ მიდიხარ თვითმკვლელობაზე ე.ი. პრორუსი ხარ. შენ თუ პიდბულივით დაუფიქრებლად არ ეცი ბრძანებაზე ნებისმიერ არსებას, ე.ი. შენ არ ხარ კარგი გაწვრთნილი ძაღლი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ასეთი ძაღლი, რომელიც მათ ბრძანებას არ შეასრულებს, არ სჭირდებათ. ამიტომ უნდათ თავინთი ძაღლი და მორჩილი ძაღლის შვილები მოიყვანონ ხელისუფლებაში, რომლებიც დაუბრკოლებლივ შეასრულებენ ნებისმერ ბრძანებას. პრობლემებს შექმნიან რუსეთისთვის, აქედან აკონტროლონ აზერბაიჯანი და განალაგონ საკუთარი შეიარაღებული ძალები მიუხედავად იმ საფრთხისა, რომელიც არსებობს რუსეთის ფედერაციას, ირანსა და სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებიც არ დაუშვებენ ამას. ანუ, მათ წარმოდგენაში არ შეიძლება საქართველო მშვიდობიან ზონად განხილული იქნას. ვისაც სჯერა, რომ ესენი დემოკრატიაზე ზრუნავენ, ისინი მართლაც ფსიქიკურად შეშლილები არიან და ეს ნათლათ გამოჩნდა 9 აპრილის აქციაზე. 9 აპრილზე ამათ სიგიჟის გამწვავებები ემართებათ, რასაც ემატება ასეთი კონუქციური ცეკვები, როგორიც იყო პატივცემული ყუბანეიშვილის როკვა თავის ანსაბლთან ერთად; სუბელიანის უხამსი ცეკვა 9 აპრილის მემორიალზე; ის საოცარი სიგიჟე, რაც მოხდა - მსოფლიო ე.წ. ბანის მიერ დადებული ფიცი და ის აბსოლუტურად კომიკური ფიგურები. გამოჩნდა ვიღაცა მერაბ ჩუხუა, რომელსაც ომი უნდა, მაგრამ გაუგებარია აქ რატომ არის? საომარი ადგილების მეტი რა არის, ჩაეწეროს მოხალისედ. ვურჩევ დაიცვას პოკროვსკის მიდამოები, იქ დახვდება ვანო ბახმუტელი და დაეხმარონ „გმირ“ ზელენსკის. იქ იბრძლონ, აქ რომ გვებრძვიან და მემორიალთან არ მიუშვეს ხალხი ამ მართლაც დეგენერატებმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი ხათუნა ხოფერია აცხადებს, რომ ის, ვინც რუსთაველზე დგას, მხარე არ არის. ეს არის იგივე ბრიტანეთის და ევროკავშირის აგენტურა, დაფინანსებული პიროვნებები, რომლებსაც ფული აქვთ ამაში აღებული და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა აშშ-მა, რომელმაც დაასახელა რა თანხები შემოვიდა საქართველოში.
„ისინი უკვე აღარც მალავენ, როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ამ მტრის ბანაკის დაფინანსება. შეგახსენებთ ფონ დერ ლაიენის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რაც აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა - „საუბარი იყო შუა დერეფანზე, სომხეთი ახსენა, აზერბაიჯანი და საქართველო არ ახსენა და ეს როგორო? ანუ, ხვდებით რა ხდება? მათთვის საქართველოს სტატუსი სრულიად სხვა რამეა. არ მოიაზრება საქართველო პოლიტიკურ რუკაზე, ჩვენ მათთვის ვართ რუსეთის წინააღმდეგ წასაქეზებელი იარაღი, სხვა რამ არ აინტერესებთ. საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარება, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა - ეს საკითხები მათ არ აინტერესებთ. მათ იციან, ჩაბეჭდილი აქვთ თავში, რომ ჩვენ უნდა გამოგვიყენონ რუსეთის წინააღმდეგ. ანუ, რუსეთი როგორმე აიძულონ, რომ საქართველოში შემოიჭრას და აქ ომი დაიწყოს“, - აცხადებს ხათუნა ხოფერია.
რაც შეეხება სანქციებს, ხოფერიას განცხადებით, კარგი იქნება თუ ბრიტანეთი დაასანქცირებს საკუთარი თანამდებობის პირებს, რომლებმაც მგლური სამსახური გაუწიეს ბრიტანეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც, პრაქტიკულად, ამოვარდნილია საერთო მსოფლიო პოლიტიკიდან, მას ანგარიშს არავინ არ უწევს და პირველ რიგში - აშშ.
„ვიცით, რომ ბრიტანეთი მაქსიმალურად ცდილობს ჩაერთოს უკრაინის თემაში, მაგრამ მათ მოლაპარაკების მაგიდასთან არავინ არ იწვევს. ასე რომ, იცით რას წააგავს მათი როლი? - „ერთი აქეთ მოიხედე, იცი, მე რისი გაკეთება შემიძლია?!“ ეს არის გარკვეული ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ანგარიში გაუწიოს ან გაიხსენოს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აშშ-მა ბაიდენის მმართველობის დროს საქართველოს უსაფრთხოების საკითხები გადასცა ბრიტანეთს, ისევე როგორც უკრაინაში ბრიტანეთი განსაზღვრავდა ბევრ რამეს. მოკლედ, ჩასვრილმა კაცმა რაც გინდა თქვას, რაც გინდა სანქცია დაადოს, რამე წონა აქვს? - არაფერი.
ჯობია ბრიტანეთი თავის გარკვეულ ისტორიულ ღირებულებებს დაუბრუნდეს. მართლაც სერიოზული სახელმწიფო იყო, სერიოზული ხმა ჰქონდა. თუმცაღა ისეთ იმპერიალიზმს და კოლონიალიზმს, რაც ბრიტანეთს ჰქონდა, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ დაიტრაბახებს. გვახსოვს ოპიუმის ომი, ჩინეთის და ბრიტანეთის როლი ამ ყველაფერში, როგორ სცადეს გაენადგურებინათ ჩინეთის სახელმწიფო ნარკოტიკებით, ამ ზნედაცემული მეთოდებით, მაგრამ პრაქტიკულად, ისტორიის ყველა ეტაპზე არსად არაფერი არ გამოუვიდათ. ახლა ბრიტანეთის სანქცია სანქციია და მეტი არაფერი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ხოფერიამ.