„სასწრაფო” დიეტა

„სასწრაფო” დიეტა

თუ გსურთ, მოკლე დროში კილოგრამების მაქსიმალური რაოდენობა მოიშოროთ და მერე აღარ აინაზღაუროთ დაკარგული წონა, ამისთვის მარტო სურვილი საკმარისი არ არის, სურვილთან ერთად აუცილებელია, აღიჭურვოთ ნებისყოფით. ამასთან, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული დიეტით, შეგიძლიათ, გამძლეობაშიც გამოსცადოთ თავი: რაც უფრო ხანგრძლივად დაიცავთ მას, მით მეტი იქნება შედეგით გამოწვეული აღფრთოვანება.

გთავაზობთ ერთი დღის დიეტის ნიმუშს. მომდევნო დღეებში შეგიძლიათ, ნებისმიერი კერძი ან პროდუქტი მისი მსგავსით ჩაანაცვლოთ.

პირველი საუზმე - 9-10 საათი:

50 გრამი ყველი, 1 ჭიქა (ფინჯანი) ჩაი ან ყავა (უშაქროდ), 1 ცალი შემწვარი კვერცხი („თვალი”).

მეორე საუზმ - 12-13 საათი:

1 კიტრისა და 1 პომიდვრის სალათა, 1 ჩაის ჭიქა ნატურალური ხილის წვენი (უშაქრო).

სადილი - 15-16 საათი:

200 მილილიტრი საქონლის (ან ქათმის) ბულიონი, 200 გრამი საქონლის (ან ქათმის) მჭლე ხორცი, 100 გრამი ბოსტნეულის სალათა, 50 გრამი ყველი, 1 ნაჭერი ორცხობილა, 1 ჩაის ჭიქა მაწონი.

სამხარი - 18 საათი:

1 სადილის კოვზი მწვანე ლობიო, 100 გრამი ბიფშტექსი, 1/2 ჩაის ჭიქა მშრალი ღვინო.

ვახშამი - 20 საათი:

2 სადილის კოვზ „ჰერკულესს” დაასხით მდუღარე წყალი (რომ დაიფაროს), გააჩერეთ 15 წუთი და შეურიეთ 1 ცალი (მოზრდილი) გახეხილი ვაშლი ან 1 ცალი წვრილად დაჭრილი ფორთოხალი; დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

დაიმახსოვრეთ: რაციონიდან აუცილებლად უნდა გამორიცხოთ შაქარი, ცომეული, კარტოფილი, ბრინჯი და ის ხილი, ბოსტნეული და წვენები, რომლებიც ჭარბად შეიცავს ნახშირწყლებს.

ცნობისთვის: 1 ჩაის კოვზი შაქარი, თავისი კალორიულობით, უდრის თქვენს დღიურ ნორმას მთლიანად.