ოპოზიციამ საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, პროვოკაციის მოსაწყობად, 9 აპრილის ტრაგედიის გამოყენება სცადეს, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. პროვოკაციულ სცენარს პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობდა არ მიეცა. მთვრობა 9 აპრილს დაღუპულთა მეომორიალთან აღარ მივიდა და 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად ესწრებოდნენ.
„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, 9 აპრილს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გარედან მართული ძალები ცდილობდნენ, დაღუპულთა ხსოვნა და ქვეყნისთვის ეს ტრაგიკული თარიღი დაპირისპირების და ქაოსის საშუალებად ექციათ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.
პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ 9 აპრილი ყველას დღეა, თუმცა როგორც ჩანს, ყველაში მხოლოდ საკუთარ თანამზრახვლებს მოიაზრებს. „ყველასია ეს დღე, არავისი ცალკეული - 9 აპრილი არის საქართველოს დღე. მაგრამ, აქ ითქვა რაღაც და მეც ვეთანხმები - ადამიანმა უნდა ჩათვალოს, ვინ არის ღირსი აქ მოვიდეს და ვინ არა, ფარისევლობას აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, მე ამას ვამბობ, ყველას, ვინც არის ღირსი იმისთვის, რომ აქ მოვიდეს“, - თქვა ბურჭულაძემ, მაგრამ გასაგებად მაინც ვერ განმარტა რას გულისხმობდა.
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს, რომელშიც ბურჭულაძე საუბრობს იმაზე, რომ მისთვის დიდი პატივია, რუსული საოპერო სკოლის წარმომადგენელი რომ არის და მსოფლიოში როგორც რუს ბანს, ისე იცნობენ.
როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ამ განცხადების ავტორი 9 აპრილის მემორიალთან იდგა და ქართველებს, რომლებიც გარდაცვლილი გმირებისთვის პატივის მისაგებად მივიდნენ, რუსებს უწოდებდა.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ დაახლოებით 35 წლის წინ, მაშინდელი საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ქართული საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას და სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს 9 აპრილიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ.
პრემიერის თქმით, დღეს უკვე სხვა გარე ძალები ცდილობენ, ხელოვნურად გახლიჩონ ქართული საზოგადოება და მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავს დროზე საბჭოთა „კაგებე“.
„არიან ადამიანები, რომლებიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად, საზოგადოების გასახლეჩად. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა და დღევანდელ დღეს მათ სცადეს, 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოეყენებინათ კიდევ ერთხელ საზოგადოების გასახლეჩად. რა თქმა უნდა, ზუსტად ისე, როგორც დამარცხდა თავის დროზე 34 წლის წინ, საბჭოთა „კაგებე“, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ზუსტად ასევე, ამ გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, აუცილებლად გაგვაერთიანებს სიყვარული და განვაგრძობთ ბრძოლას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, - ამბობს პრემიერი.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ის მოვლენები, რაც რუსთაველის მოედანზე 9 აპრილის მემორიალთან რადიკალურმა დაჯგუფებამ ჩაიდინა, კარგად დაგეგმილი პორვოკაცია იყო. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებამ გამოიჩინა გონიერება და სიფრთხილე, რათა ეს პროვოკაცია თავიდან აეცილებინა.
„ეს ჯგუფები რომ დატრეინინგებული და კარგად გაწვრთნილი ჰყავთ, დიდი ხანია ამას თვალს ვადევნებთ. ამ ადამიანებს, რომ იტყვიან, კარგმა ქოუჩებმა ტვინი გაუთიშეს და ასე რობოტებივით, ნებისმიერი ბრძანების შემსრულებლები გახდნენ. ამ ჯგუფებს არ აინტერესებთ რეალობა, 9 აპრილს რა მოხდა და რომ ეს დღე თითოეული ქართველის არის და მისი მისაკუთრება დაუშვებელია. ამ ჯგუფებს ვერ დაარწმუნებთ ჭეშმარიტებაში და ვერ დაუმტკიცებთ იმას, თუ რამხელა სიგიჟეს და აბსურდს ჩადიან, როცა ამ ისტორიულ დღეს ითვისებენ. ამ ფაშისტური დაჯგუფებების უკან, განსხვავბეული აზრის გამო ადამიანებს მემორიალთან მისვლის უფლებას რომ არ აძლევდნენ, კომკავშირელი მამუკა ხაზარაძე და რუსი ბანი ბურჭულაძე დგას. ხაზარაძემ ერთ-ერთ 9 აპრილის გმირს, მერაბ კოსტავას, თავის დროზე, სილა გააწნა. ხოლო ეს ბანი, რომელიც ახლა რუსეთუმეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეძახის, ბანად სწორედ რუსეთში შექმნეს. მთელი მისი შეგნებული კარიერა სწორედ რუსების სამსახურში მოღვაწეობა იყო. ახლა კი ეს ადამიანები და მათ მიერ მობილიზებული რადიკალური ჯგუფები ხალხს რუსთაველზე მემორიალთან მისვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამ სცენარის უკან მდგომი რეჟისორების ხელი ხომ ძალიან მარტივად გასაშიფრი და წასაკითხია“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ამ ხალხს უნდოდა, რომ რუსთაველზე მისულ მთავრობის წარმომადგენლებთან დაპირისპირებაში შესულიყვნენ. ამის შედეგად კი ადგილზე მობილიზებული ყოფილიყო პოლიციური დანაყოფები და მათთან ამ რადიკალური ჯგუფების დაპირისპირება უნდა მომხდარიყო.
„გეგმა ჰქონდათ ასეთი, რომ დაპირისპირების ფონზე, პოლიციასთან შეტაკებები მომხდარიყო. ფიქრობდნენ წყლის ჭავლი იქნებოდა გამოყენებული და ამ ყველაფერს შემდეგ გადაიღებდნენ, დაამონტაჟებდნენ და პარალელებს გაავლებდნენ, რომ ვითომ დღევანდელი „როდიონოვის ჯარისკაცები“, როგორ არბევენ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ, გულანთებულ, პატიროტ ახალგაზრდებს. თუმცა ხელისუფლებამ არ მისცა მათ ამ სცენარის განხორციელების საშუალება და თავიანთი ბინძური სპექტაკლი ვერ დადგეს. ეს უბრალოდ ტრაგედიაა, რადგან ამ ადამიანებს 9 აპრილთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
9 აპრილი იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი და პატრიოტი ხალხის თავგანწირვა. როგორ შეიძლება აგენტებმა, ლაქიებმა და მოღალატეებმა ეს დღე მიითვისონ?! ხელისუფლების მხრიდან ეს იყო ძალიან გონიერი გადაწყვეტილება, რადგან ამ მოღალატეებისგან მორიგი პროვოკაცია აერიდებინა თავიდან. ეს არის ნაცაქტივისტების დატრეინინგებული ახალგაზრდები, რომლებიც რეალურად მეცოდებიან, რადგან მათ ხაზარაძის და ბურჭულაძისნაირი მარგინალები იყენებენ“, - ამბობს ქართველიშვილი.