ლევან სამუშია კითხვაზე, გაემგზავრა თუ არა „ლელოს“ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დღეს მოსკოვში - საერთოდ არ ვიცი პარტიის 40  ათასი წევრიდან ვინ სად გაემგზავრა

ლევან სამუშია კითხვაზე, გაემგზავრა თუ არა „ლელოს“ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დღეს მოსკოვში - საერთოდ არ ვიცი პარტიის 40  ათასი წევრიდან ვინ სად გაემგზავრა

ჩვენი პარტიის ლიდერშიპი, ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭო, ჩვენი პარტიის ყველა, ვინც არის, იკითხეთ სად არიან. რა რუსეთში წარგზავნა? -  ასე უპასუხა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან სამუშიამ, შეკითხვას იმის შესახებ, გაემგზავრა თუ არა „ლელოს“ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ რომელაშვილი დღეს მოსკოვში. 

როგორც სამუშიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, მან საერთოდ არ იცის თამარ რომელაშვილი ვინ არის და გავრცელებულ ინფორმაციას სიბინძურის ნიაღვარი უწოდა. მისივე თქმით, პარტიის 40 ათასი წევრიდან, ვინ სად მიემგზავრება, ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. 

„რა თამარ რომელაშვილი? საერთოდ არ ვიცი. როდესაც ასეთი სიბინძურის ნიაღვარი მოდის, ეს სად იგეგმება იცით? როგორ არის იცით? გაღმით შეედავეო, ზუსტად ეგ სიტუაციაა.

ხელისუფლება არის რუსული, ხელისუფლება აკეთებს რუსულ საქმეს და ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, ვინც საქართველოსთვის იბრძვის და ქართულ საქმეს აკეთებს, იმას აბრალებთ რუსობას და რუსულ რაღაცებს. მაგრამ ეს ხომ მორიგი სიგიჟეა, არავინ დაიჯერებს.  სპეც.მისიით „ლელომ“ გაამგზავრა ადამიანიო, უხერხულია ამაზე საუბარი.

ჩვენს პარტიას ჰყავს ათიათასობით წევრი. ამით ცდილობთ რაღაც-რაღაცებს. საერთოდ არ ვიცი პარტიის 40  ათასი წევრიდან ვინ სად გაემგზავრა. პარტიაში გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური საბჭო, ჰყავს აღმასრულებელი მდივანი, ჰყავს პოლიტიკური მდივანი, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს მდივანი, პარტიის თავმჯდომარე და მე ვარ პოლიტსაბჭოს წევრი.“ -  განაცხადა ლევან სამუშიამ.

მარბიელი სულ 180 ათასი ხმა აიღეთ არჩევნებზე (ბევრად მეტი ვიდრე წინაზე) აქედან მინიმუმ 60 ათასი დოლიძის, ელისაშვილისა და იმ გაქცეულისაა; თუ 40 ათასი წევრი გყავთ, ყველა უსახლკარო და ბოგანო როგორ იყო, ერთმა წევრმა 2 ხმაზე მეტი რომ არ მოგიტანათ? :)) ანუ არც 40 ათასი წევრი გყავთ და ის ხმები ქუჩა-ქუჩა გყავთ ნაყიდი გზააბნეულებისაგან ... თუ ოქტომბერში გახვალთ არჩევნებზე გარანტირებულად ვერ აიღებთ 100 ათასსაც
ხაზარაძემაც იზეიმა 9 აპრილი? ამბობენ კომკანშირელის მანდატი სათუთად აქვს შენახულიო :))
როცა საქმის კეთება რუსულ ბანზე და მევახშე კომსომოლაზეა დამოკიდებული, რა უნდა მოიმკათ? უეჭველად სამში ერთი!
1 კვირის უკან