თავისი შინაარსით და მნიშვნელობით ერთ-ერთი უმძიმესი იყო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის N11-ე სხდომა, სადაც განიხილეს ბუტა რობაქიძის მკვლელობის და ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე. სხდომა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმით გაიხსნა, რომელიც 2004 წლის 24 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე - დიდუბის ეკლესიის წინ მოკლეს. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ ია მეტრეველი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია „ხელი არ აგიტოკდეთ“ პოლიტიკის, ვინაიდან მისი შვილი, სწორედ, ქუჩაში პოლიციის ხელით იქნა მოკლული სახელმწიფოს მიერ.
19 წლის შვილის მკვლელობის დეტალებზე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა ია მეტრეველმა, რომელმაც ისაუბრა მაშინდელი ხელისუფლების მიერ გაცემულ ბრძანებებზე და დადგმულ სცენარზე - როგორ მიიტანეს ადგილზე იარაღები და ახალგაზრდებს მანქანაში ჩაუდეს.
ია მეტრეველის განცხადებით, უნდა გათამაშებულიყო სცენარი, თითქოს ბუტა რობაქიძემ ავტომატიდან ორჯერ გაისროლა. ჩაერთო სცენარისტი დონაძე, ოქრუაშვილისგან და ადეიშვილისგან მიიღეს ბრძანება, ბოლომდე მიეყვანათ ყველაფერი ის, რომ პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო.
„სააკაშვილის მიერ იყო გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა, რომ ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთ, რასაც მოჰყვა სწორედ ახალგაზრდების ხოცვა ქუჩებში. 162 ბიჭი დახვრიტეს და მოკლეს ქუჩაში უდანაშაულოდ სწორედ იმიტომ, რომ ყოფილიყო შიში, შიშით ემართათ ქვეყანა. ეს იყო სააკაშვილის მიზანმიმართული მართვის მეთოდი. დაიწყეს ამ შიშით ქვეყნის მართვა. სწორედ ამიტომ, როგორც კი გადაურეკეს ზემდგომებს, ეს იყო ოქრუაშვილი, ერთ-ერთი მთავარი, ადეიშვილი, იქიდან მიიღეს ბრძანება, ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოსო.
ეს იყო მათი ნაბრძანები და ამის შემდეგ უკვე სცენარისტი დონაძე ჩაერთო ამ ყველაფერში. ვაკის პოლიციიდან მოზიდეს უამრავი იარაღი. ამაში უკვე ჩართეს მთელი სისტემა, ამუშავდა და დაუპირისპირდა ამ ბავშვებს. ახლაც კარგად მახსოვს, რომ ერთ-ერთ იარაღს, ავტომატს ეწერა გია, რომელიც ამოიცნო პატრონმა, რომ 15-20 წლის წინ ჩამორთმეული ჰქონდა და მისი იყო. როგორც მახსოვს, შემდეგ ეს პიროვნება მოწმედაც გამოდგა. ე.წ. ლიმონკები და მთელი არსენალი იყო, რომლებიც დაულაგეს ბავშვებს, ბუტას დაუდეს ავტომატი.
ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო მიქაძე, დონაძესთან ერთად. ყველაზე დიდი დანაშაული მათ მიუძღვით, განსაკუთრებით მიქაძეს, რომელიც იყო ქალაქის საპატრულოს უფროსი. მიქაძემ უთხრა, რომ უნდა გათამაშებულიყო სცენარი, თითქოს ავტომატიდან ბუტამ ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა უკვე გასროლა პატრულის მიერ. პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო და ყველაფერი ამ უდანაშაულო ბავშვებს დააბრალეს“, - განაცხადა ია მეტრეველმა.
რობაქიძის საქმის დადგმულ სცენარზე ისაუბრა გადაცემა „პატრულის“ ყოფილმა ჟურნალისტმაც. გოჩა მუკბანიანმა გაიხსენა როგორ გაყალბდა საქმე მაშინდელი ხელისუფლების დავალებით. როგორც მან აღნიშნა, მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას, მათ შორის საგამოძიებო სტრუქტურებს რა ვიდეომასალაც ნანახი აქვთ, არ არის დედანი, ის არის დადგმული. მისივე თქმით, ნებისმიერი ექსპერტიზით დადგენილია, რომ ვიდეოკადრები მონტაჟი იყო.
„ვიდეომასალა, რომელიც ყველასთვის ცნობილია, არის პირველადი მასალიდან, შემდეგ უკვე დავალებული, ახლიდან დადგმული, გადაღების დროს ამოღებული რაღაც კომბინაცია. მათ შორის ვერც ბრალდების მხარის, პროკურატურის და ვერც დონაძის დიდი სურვილის მიუხედავად, ვერასდროს ვერც ერთმა ექსპერტიზამ უწყვეტი კადრები ვერ დაამტკიცა, რადგან ის იყო მონტაჟი. ნებისმიერი ექსპერტიზით დადგენილია ეს. ბუტა რობაქიძის საქმეში არის ორი გასროლა ბაშალეიშვილის იარაღიდან. სინამდვილეში, ერთი გასროლა მოხდა, რომელიც იყო საბედისწერო, მეორე გასროლა უკვე დადგმის დროს მოხდა“, - განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.
საგამოძიებო კომისიამ ე.წ. ზილების რევოლუციის საქმის მოწმეებსაც მოუსმინა. ბესიკ და ლერი ბერიტაშვილები იმ 8 პირს შორის იყვნენ, რომლებიც 2011 წელს დააკავეს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ორგანიზებულ ჯგუფს მაისის საპროტესტო აქციების დროს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა. ბერიტაშვილებმა დღეს გაიხსენეს, როგორ მოაწერინეს ჩვენებებზე ხელი ცემის, წამებისა და შვილებზე მუქარის შედეგად. ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეზე ისაუბრა კიდევ ორმა პირმა. ნიკოლოზ ჯანჯალაშვილმა და ლევან ტერაშვილმა დეტალურად გაიხსენეს დაკავების მომენტი, საპატიმროში ყოფნის პერიოდი და ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ ყოფილ წევრს, ლერი ბერიტაშვილს, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებდნენ ბრალს, კომისიის სხდომაზე გლდანის ციხეში გადაყვანის ეპიზოდი გაიხსენა.
„მეოთხე დღეს გადაგვიყვანეს გლდანში და იქ უკვე კინოს კინო დაიწყო. ფიზიკურად შეუძლებელია მოყოლა, იქ რა ხდებოდა. ღამე ოლეგ ფაცაცია თუ გამოვიდოდა, უბრალოდ, სიგარეტს მოუკიდებდა და გადააგდებდა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ მიცვალებულს გაიტანდნენ. ოლეგ ფაცაცია იყო რეჟიმის უფროსი. ამასობაში გავიდა რაღაც პერიოდი, ეტაპობრივად გაყვანა, ცემები, მე არ გამაჩერეს კარანტინში. კარანტინში რომ შემაგდეს, სადღაც ორ საათში კარს აღებენ და მცემენ იმისთვის, რა მინდოდა კარანტინში. ერთი ადამიანის საკანს ეძახიან „ადინოჩკას“, იმაში შემაგდეს, რომ ეს აქ არ უნდა მოკვდესო. ჩემზე იყო ლაპარაკი“, - განაცხადა ლერი ბერიტაშვილმა.
ამასთან, ლერი ბერიტაშვილმა ისაუბრა, როგორც მოხდა მისი დენით წამება.
„გვარად კვარაცხელიამ დენით იმდენი მაწამა, რომ გამიხეთქა გული, ანუ გულის უკანა კედელი გამისკდა. როგორც წნევის აპარატი - ისეთია, ორი ცალი მავთული აქვს. აწევენ, ჩაწევენ და დენი გირტყამს. მკვდარი ამიყვანეს საკანში, შემაგდეს კამერაში და პატიმრებს სთხოვეს, მოეხედათ ჩემთვის. მესამე დღეს მეუბნებიან, რომ ადმინისტრაციაში მამაოა მოსული, უნდა გადაგიყვანოთო. გადამიყვანეს, მაგრამ იქ მამაო არ დამხვდა. ვიღაც ჭაღარათმიანი კაცი იყო, არც სახელი მახსოვს, არც გვარი, მაგრამ კუდ-ში ნანახი მყავს, იქ იჯდა ერთ-ერთ კომპიუტერთან და მეუბნება, რომ შენი ჩვენება შეიცვალა. რომელი ჩვენება, რაც არ მომიცია-თქო? მითხრა, რომ ეგ შენი საქმე არ არის, უბრალოდ, საქმის კურსში გაყენებ, ასეთი პასუხი მივიღე“, - განაცხადა ლერი ბერიტაშვილმა.
ამავდროულად, კომისიის სხდომაზე ისაუბრა იმის თაობაზე, როგორ მიიყვანეს მისი 18 წლის შვილი ციხეში და საკნიდან აყურებდინებდნენ შვილის წამებას.
„ჩემი უფროსი ბიჭი როდესაც გახდა 18 წლის, მაშინ გადამიყვანეს ადმინისტრაციაში, „ისევ მამაოა მოსული“. დამხვდა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი - კოჭლამაზაშვილი. მეუბნება, რომ შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ. რომ შევეკითხე - რატომ? შენ ხელს არაფერზე გვიწერო. ვეუბნები, რომ ორი კვირის წინ იყო მოსული, მითხრეს, ჩემი ჩვენება შეიცვალა, მე რომც არ დავეთანხმო, მეუბნებით, რომ ეს ასე იქნება, ჩემგან რა გინდათ-მეთქი? ამით შეწყდა ჩვენი ლაპარაკი, გადავდივარ ადმინისტრაციაში და სადღაც მეორე დღეს ვიგებ, რომ ჩემი შვილი მომიყვანეს ციხეში.
ჩემი საკნიდან მაყურებინებდნენ, ეზოში როგორ აწამებდნენ ჩემს შვილს. ჩემი შვილი არის დედის გვარზე, ზაქარეიშვილია გვარად. ვახტანგ ბერიტაშვილი - ხელები უკანო. უცბად მეგონა, რომ მამაც დამიჭირეს. მივვარდი ფანჯარას და დავინახე ჩემი შვილი. ძალიან საშინელება ჩავიდინე. ფანჯარას მრგვალი რკინა აქვს, ის მოვტეხე, შვილს რომ დაინახავ, იქ ადამიანი რას გააკეთებ, კაცმა არ იცის. ჩემი შვილი ჩასვეს ციხეში, იარაღი ჩაუდეს - გაზის იარაღი, რომ დაემძიმებინათ მუხლი. ადვოკატი არ მყოლია, უნდა მეთქვა უარი. დათა ახალაიამ მითხრა შუბლში ტყვია მოგხვდება ასე თუ არ გააკეთებო.
არ მახსოვს დაკავების დღეს კუდ-ში როგორ მიმიყვანეს. უკანა მხრიდან შეგვიყვანეს ყველა აბსოლუტურად. უკანა კიბეებია ასასვლელი, კამერა იდგა და იღებდნენ, ჩვენ რა ფორმით შეგვიყვანდნენ კუდ-ის შენობაში. სოსო თოფურიძე რეჟისორობდა. დაგვახრევინებდნენ თავებს ამ ნაცემებს, გაგვარბენინებდნენ - არ ვარგა, დაიძახებდა, წამოგვიყვანდნენ უკან მანქანაში, ჩაგვსვამდნენ და ისევ. ანუ, ეს ფილმი რომ გადაეღოთ, როგორ დაიჭირეს, რა გვქვია ჩვენ, ტერორისტები თუ რა გვქვია, დღემდე არ ვიცი, რაზე ვიყავი დაჭერილი, იქნება გავარკვიო“, - აღნიშნა ლერი ბერიტაშვილმა.
საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეზე გასამართლებულმა ლევან ტერაშვილს, რომლის განცხადებით, ბადრაგის სამი ცვლა იყო და ყველა მათგანი წამებაში მონაწილეობდა, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი მოხუცი იყო თუ ახალგაზრდა, რა მუხლით იყო დაკავებული, აბსოლუტურად ყველას სცემდნენ, სახელს და გვარსაც არ ეკითხებოდნენ, შემოყვანისთანავე იწყებოდა ცემა.
„ამ ბლოკში ვიყავი 15 დღე და ღამე, არ ამიყვანეს დიდ საკანში და ამ 15 დღის განმავლობაში ყველაზე დიდი უბედურება და სატანჯველი იყო, რომ საკუთარი თვალებით ვუყურებდი, როგორ აწამებდნენ ყოველდღე ხალხს. ეს იყო იმაზე უფრო რთული, ვიდრე როდესაც შენ გაყენებენ შეურაცხყოფას და გცემენ. საკანი, რომელშიც ვიმყოფებოდი ფეხის ზომით გავზომე. 39 ზომა ფეხი მაქვს და 5 ნაბიჯი მეტეოდა სიგრძეში და სამი სიგანეში, ეს იქნებოდა, ალბათ სიგრძეში 1,30 მეტრი და 0,70 სანტიმეტრი სიგანეში. სიმაღლე ნორმალური იყო, ალბათ ორ მეტრამდე. ასეთ მდგომარეობაში 15 დღე გავატარე. იქ ძილს ვერ ვახერხებდი, მუდმივად იყო შესვლა-გამოსვლა, პატიმრების გამოყვანა, წამება.
საკნის წინ იყო დაახლოებით ორი კვ.მეტრის სიგრძის მაგიდა, რაზეც პატარა ნაცრისფერ კამერას დებდნენ და იღებდნენ. ის კადრები, რაც შემდეგ გამოვიდა, მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, საკნის კარი დახურული არ იყო. შეგნებულად ვყავდი იქ, ამ ყველაფრისთვის რომ მეყურებინა. ერთხელ ადამიანი მიაბეს, ის ადამიანი ცემისგან, იქ ყოფნით შეიშალა. მოიტანეს სქელი რეზინის ქუდი, ჩაფხუტივით, იმიტომ რომ ეს ადამიანი ისე გაამწარეს, რომ გამორბოდა და თავით ეხეთქებოდა კედლებს, თავის მოკვლას ცდილობდა.
ვიხვეწებოდი, ექიმი მოუყვანეთ, რამე ქენით, წამალი დაალევინეთ, არავინ მიგდებდა ყურს. და ამ ყველაფრის მაგივრად, ეს ადამიანი კარზე მიაბეს, ხელბორკილები დაადეს და 24 საათის განმავლობაში იყო ასეთ მდგომარეობაში მიბმული, თავზე ის ჩაფხუტი წამოაფარეს, რომ არ მიერტყა თავი. და ასე ხუმრობდნენ, ერთობოდნენ. 15 დღის განმავლობაში უამრავ ასეთ რაღაცას ვუყურე“, - განაცხადა ლევან ტერაშვილმა.
იმიტომ გულაობენ ესენიც...
ქოცის მარტივი ლოგიკააა------როგორ ნაცებმა მილიონები მოიპარეს და მე რომ ერთი ორი კაპიკი გავაკეთო არ შეიძლებაა??, მეც მყავს ოჯახი....და წავიდააა----- ისევ ჩაკეტილ წრეზე ტრიალი
და რომ ეს ესე იქნებოდა და ნაცების ამ დაუსჯელობით ქვეყანა რო არ დალაგდებოდა, ეს რააა .... ამერიკელებმა არ იცოდნეეენ??.(სინამდვილეში
საქართველოს მმართველებმა)..
იცოდნენ როგორ არ იცოდნენ, მაგრამ ქვეყანა რომ არ დალაგებულიყო, აი სწორედ ეს უნდოდათ იმ ჩათლახებს.
,,მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭერებაო,,
აი სწორედ იმიტომაც არ დაასჯევინეს ამათ ნაცები..... ტემბოლე რო ნაცები იმათი გამოზრდილები არიან...
ანუ საკუთარ შვილს ხომ არ მოაჭრიდნენ კუდს??
მოკლედ საქართველოს დალაგება ყველაზე მეტად ამერიკელებს არ აწყობდათ--აწყობთ (სხვა კეთილებ მოწყობილებთან ერთად)
ხოოდა ვენაცვალე ტრამპს--- იქნება და ის ამერიკა მართლა ტრაკში ააფეთქოს ....
რასაც რუსთავლეზე სალიუტებს ისროდნენ, მაღარიჩად იმას მარტო მე გავისვრი...
სულ იმას ვამბობ----ეგენი მეშვიდეები არიან მეთქი.... ჰოოოდა იქითკენაც მიდის ამერიკის საქმე
ჩვენაააა????....ჩვენ როგორ ეს 30 საუკუნე გავძელ--გამოვიარეთ, ისე ამ ჩათლახებსაც მოვინელებთ...
.ოღონდ ეს აფხაზეთ--სამაჩაბლოს ამბები მოგვარდეს და მითომ ამ 40 წლის მანძილზე არც არაფერი გვტკენია
არადა ...აუუუუუფ........თუნდაც მარტო ამ 40 წლის მანძილზე რა გადაიტანა საქართველომ??...
..და წარმოიდგინეთ 30 საუკუნე??---მტერს და ავს---სუ ამერიკა რუსეთს ჰქონდეს