ცოტა ხნის წინ ასტრონომებმა შეძლეს პირველად აღმოეჩინათ პლანეტარული სისტემა, რომელიც შეიცავს, როგორც მინიმუმ, ექვს პლანეტას. მათ აქვთ დედამიწასთან მიახლოებული მასა და რადიუსი, რაც საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში შესაძლებელია დედამიწის მსგავსი პლანეტის აღმოჩენა, რომელიც ვარგისი იქნება სიცოცხლისთვის.
პლანეტარული სისტემა „კეპლერ-11” იმყოფება დედამიწიდან ორი ათას სინათლის წლის მანძილზე და სისტემაში ექვსი პლანეტაა: 2-დან 4,5-მდე დედამიწის რადიუსს უდრის. ამასთან 5 პლანეტას, რომლებიც ყველაზე ახლოა ვარსკვლავთან, აქვს 2,3-დან 13,5-მდე დედამიწის მასის ტოლი მასა. ისინი ბრუნავენ ვარსკვლავის ირგვლივ ძალზე მცირე მანძილზე. მათი ვარსკვლავიდან დაშორება ტოლია 0,1-დან 0,4-მდე მზიდან დედამიწის ბრუნვის ორბიტის რადიუსისა.
აღმოჩენა გაკეთდა კოსმოსური ტელესკოპის „კეპლესის” საშუალებით, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კოსმოსში ისეთი პლანეტების მოსაძებნად დედამიწას რომ ჰგავს. ეს ტელესკოპი ორბიტაზე გაიყვანეს 2012 წელს და ის დაკვირვებას ახორციელებს კოსმოსის იმ არეში, რომელიც „ლისისა” და „გედის” თანავარსკვლავედს შეიცავს. ასტრონომების აზრით, კოსმოსის ეს არე შეიცავს მზის მსგავს ვარსკვლავთა ყველაზე მეტ რაოდენობას და დედამიწიდან შედარებით მცირე მანძილი აშორებთ.
„ამგვარად „კეპლერ-11” სისტემაში ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური ლაბორატორია ყველა პლანეტარულ სისტემასთან შედარებით, რომელიც კი დღეისთვისაა აღმოჩენილი. ჩვენ შეგვიძლია, დავაკვირდეთ პლანეტებს, შევადაროთ ისინი ერთმანეთს, გავარკვიოთ, როგორ წარმოიქმნენ ისინი და დროში როგორი ევოლუციური გზა განვლეს. ეს პირველი სისტემაა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, შევადაროთ მზის სისტემას”, - განუცხადა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე სანტა-კრუსში პუბლიკაციების ერთ-ერთმა ავტორმა, ჯონათან ფორტნიმ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.