„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია აქტიურ მუშაობას აგრძელებს და ოპოზიციურ, პოლიტიკურ ლიდერებს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. მიმდინარე პროცესის ფონზე, პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში არ გამორიცხავენ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებებს, რადგან როგორც ცნობილია, ამ კომისიის მიზანია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური დასრულება.
ამასთან ირკვევა, რომ საგამოძიებო კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კომისიის საპასუხოდ, გივი თარგამაძემ განცხადება გაავრცელა, რომ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლას არ აპირებს.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ყველამ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.
„ვინც დააშავა, იმათმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი იმ დანაშაულებებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს ღვთისა და ერის წინაშე - არ უნდა იყოს ქვეყანაში დაუსჯელობის განცდა. აუცილებელია იმ ადამიანების დასჯა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ძალიან კარგად უწყიან, რომ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი ქართულ სახელმწიფოში, ამიტომ, წინასწარ შექმნეს პარტია - სურთ ეს პარტია იყოს მათთვის ინდულიგენცია“, - თქვა გვენეტაძემ.
მისი თქმით, დასავლეთს სურს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა, რადგან მან უკრაინა-რუსეთის ომში ჩართვაზე უარი განაცხადა.
„დასავლეთს უნდოდა და დღესაც უნდა „ქართული ოცნება“ წავიდეს ხელისუფლებიდან, რადგან „ოცნება“ არ ასრულებს იმას, რაც დასავლეთს უნდა. მათ სურთ საქართველო დასაჯონ, რადგან არ ჩაება რუსეთ-უკრაინის ომში“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში ვითარების შეცვლა და მოვლენების დინამიკა დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზე, მაგალითად, როგორიც არის ამერიკულ-რუსულ ურთიერთობები.
„თუ ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად მათთვის უფრო მომგებიანი იქნება ხაზარაძის თუ სხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებენ - ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე. ვფიქრობ, მაინც დაელოდებიან იმას, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება ქართულ-ამერიკული და რუსულ-ამერიკული ურთიერთიბები. ჯერჯერობით, თუ გარკვეულ სანქციებს არ მივიღებთ მხედველობაში, რეალური ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან არ გაკეთებულა - ვგულისხმობ სერიოზულ ბერკეტებს, რომლებიც ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე რეალურად იმოქმედებს.
„ქართულმა ოცნებამ“ განცხადებების ბარიერი გადალახა, რაც არ უნდა თქვან ბრიუსელში, „ოცნებისთვის“ ეს პრობლემას არ წამოადგენს. დასავლეთშიც რაღაც ნაბიჯებს დგამენ სწრაფად, მაგრამ, ჯერჯერობით, არ მგონია, რომ ეს „ოცნებას“ აიძულებდეს კონკრეტული ნაბიჯი გადადგას - ეს მოხდება მაშინ, თუ ნახავს, რომ ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გამწვავდა.
თუ რუსეთ-ამერიკას შორის მოლაპარაკებები მათთვის სასურველი მიმართულებით წავიდა, რეპრესიები გარდაუვალია, თუ პირიქით მოხდა მაშინ, შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნები იქნას დანიშნული - საგარეო ფაქტორები იქნება მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, სანამ ჩვენი მოსახლეობა თავის ჯიბეზე არ იგრძნობს იმას, რომ ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში გამწვავებულია. ძალიან მეშინია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად ვერ განსაზღვროს დრო და უეცარი აფეთქება მოხდეს ქვეყანაში, რაც ყველას და ყველაფერს წალეკავს - ეს საშიშროება არსებობს და ყველაზე მეტად სწორედ ასეთი მოულოდნელი აფეთქების მეშინია“, - განგვიცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გაცხადებით, სხდომებზე მოსმენილი ადასტურებს, რომ მართლები არიან, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით ნულოვანი ტოლერანტობა აქვთ გამოცხადებული და ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია.
„იმ მონათხრობიდან, რასაც ახლა ვისმენთ, რაც მოვისმინეთ, რაც ვიცით, რაზეც გვიმუშავია სხვადასხვა საქმეზე წარსულში, ან შემდეგ, ვისაც მომავალში მოვუსმენთ ამ კომისიის ფარგლებში, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მართლები ვართ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით, ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიყვანოთ ეს. დღეს, მიხეილ სააკაშვილი ადამიანურ პირობებში იმყოფება, მაგრამ იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია და ეს მან უნდა იცოდეს. ის 2003 წელს შემოვარდა ვარდით ხელში პარლამენტში და ქვეყანა განვითარების სწორი გზიდან საბოლოოდ გადაიყვანა. რაც შეეხება მომავალ თაობას, მრჩევლად, რა თქმა უნდა, არ გამოგადგებით, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ახალგაზრდა თაობამ, მათ შორის ჩვენმა შვილებმა, ყველაფერი უნდა იცოდნენ. დასამალი არაფერია. ამისთვისაც არის ჩვენი კომისია შექმნილი. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, მათ უნდა იცოდნენ. რა თქმა უნდა, ყველაფრის ცოდნას თავისი ასაკი აქვს“, - აღნიშნა წულუკიანმა.
აი ნაცები რომ მაშინ ჩვენმა ,,დიდმა მეგობრებმა,, არ დაასჯევინეს, იმიტომ არიან დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დიდ გულზე,
იმიტომ გულაობენ ესენიც...
ქოცის მარტივი ლოგიკააა------როგორ ნაცებმა მილიონები მოიპარეს და მე რომ ერთი ორი კაპიკი გავაკეთო არ შეიძლებაა??, მეც მყავს ოჯახი....და წავიდააა----- ისევ ჩაკეტილ წრეზე ტრიალი
და რომ ეს ესე იქნებოდა და ნაცების ამ დაუსჯელობით ქვეყანა რო არ დალაგდებოდა, ეს რააა .... ამერიკელებმა არ იცოდნეეენ??.(სინამდვილეში
საქართველოს მმართველებმა)..
იცოდნენ როგორ არ იცოდნენ, მაგრამ ქვეყანა რომ არ დალაგებულიყო, აი სწორედ ეს უნდოდათ იმ ჩათლახებს.
,,მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭერებაო,,
აი სწორედ იმიტომაც არ დაასჯევინეს ამათ ნაცები..... ტემბოლე რო ნაცები იმათი გამოზრდილები არიან...
ანუ საკუთარ შვილს ხომ არ მოაჭრიდნენ კუდს??
მოკლედ საქართველოს დალაგება ყველაზე მეტად ამერიკელებს არ აწყობდათ--აწყობთ (სხვა კეთილებ მოწყობილებთან ერთად)
ამ თემაზე აქ ბევრი გვაქვს ნაწერი მეცა და სხვებსაც
ხოოდა ვენაცვალე ტრამპს--- იქნება და ის ამერიკა მართლა ტრაკში ააფეთქოს ....
რასაც რუსთავლეზე სალიუტებს ისროდნენ, მაღარიჩად იმას მარტო მე გავისვრი...
სულ იმას ვამბობ----ეგენი მეშვიდეები არიან მეთქი.... ჰოოოდა იქითკენაც მიდის ამერიკის საქმე
ჩვენაააა????....ჩვენ როგორ ეს 30 საუკუნე გავძელ--გამოვიარეთ, ისე ამ ჩათლახებსაც მოვინელებთ...
.ოღონდ ეს აფხაზეთ--სამაჩაბლოს ამბები მოგვარდეს და მითომ ამ 40 წლის მანძილზე არც არაფერი გვტკენია
არადა ...აუუუუუფ........თუნდაც მარტო ამ 40 წლის მანძილზე რა გადაიტანა საქართველომ??...
..და წარმოიდგინეთ 30 საუკუნე??---მტერს და ავს---სუ ამერიკა რუსეთს ჰქონდეს