სანამ ტრამპის ოჯახი, მასკი და რუბიო უკრაინაში საკუთარი კანდიდატის გაყვანისთვის იბრძვიან, ზელენსკი ლავირებს - „უკრაინა კი ჟანდარმია, რომლის სამართავად დავა მიდის“   

სანამ ტრამპის ოჯახი, მასკი და რუბიო უკრაინაში საკუთარი კანდიდატის გაყვანისთვის იბრძვიან, ზელენსკი ლავირებს - „უკრაინა კი ჟანდარმია, რომლის სამართავად დავა მიდის“   

აშშ ადმინისტრაციას უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გუნდი უკრაინის ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს. როგორც დასავლური მედია წერს, ტრამპის გარემოცვა იულია ტიმოშენკოს და პეტრო პოროშენკოს კანდიდატებს განიხილავს. თუმცა ზელენსკის თავიდან მოშორება რამდენიმე მიზეზით ჯერჯერობით შეუძლებელი გახდა, თავად ამერიკაში არსებულ სახელისუფლებო ჯგუფებს შორის საპრეზიდენტო კანდიდატის ირგვლივ არსებულ დაპირისპირების გამო. როგორც ცნობილია, უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა სურს აშშ სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს თავისი სენატორების ჯგუფით, ილონ მასკს და ტრამპის ოჯახს. ყველა მათგანს საკუთარი კანდიდატურის გაყვანა უნდა. შესაბამისად, ზელენსკის წასვლის საკითხი ჯერჯერობით შეფერხებულია.

თუმც არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომ ზელენსკი ევროპული ქვეყნების და „დიფ სთეითის“ მხარდაჭერით სარგებლობს და ჯერ, ისევ, თანამდებობაზე რჩება. როგორც დასავლური მედია წერს, როგორც კი აშშ ზელენსკის შემცვლელზე ჩამოყალიბდება, მისი წასვლა გარდაუვალია.

ზელენსკის და მის გუნდს არაერთ კორუფციულ ბრალდებას უყენებენ. ამერიკის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ მან და მისმა გარემოცვამ შეჭამეს, როგორც დასავლეთიდან წამოსული დახმარება, ასევე შექმნეს იარაღის გაყიდვის კონკრეტული სქემები, საიდანაც უკრაინის მაღალჩინოსნები მდიდრდებიან. პრობლემები და კორუფციული სქემებია ჯარში. ხშირია საუბარი საკვების უხარისხობაზე, ჯარის ფორმასა და ჯარისკაცების ინვენტარზე, რომელიც დასავლეთიდან მიღებული მილიარდობით დახმარების შესაბამისი არ არის. ასევე, საუბარია ენერგეტიკულ კონტრაქტებზე, რომელთა შესყიდვაც ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფულით ხდება. აღნიშნული კონტრაქტები საბოლოოდ მიემართება უკრაინის სამთავრობო მინისტრების ახლობლებისკენ - „იდეა შემდეგში მდგომარეობს - ისინი ყიდულობენ კონტრაქტებს კონკრეტულ ფასად, შემდეგ კი მას უფრო ძვირად ყიდიან საკუთარ ახლობლებზე. ყველა მდიდრდება, რასაკვირველია თავად უკრაინელი ხალხის გარდა, რომლებიც აღნიშნული კონფლიქტის გამო იტანჯებიან“.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება. ჟურნალისტ ტაკერ კარლსონის კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი არჩევნები უკრაინაში, უიტკოფმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„დიახ, თქვენ მართალი ხართ, - იქნება. მათ შეათანხმეს ეს. უკრაინაში არჩევნები ჩატარდება. ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს. ის ძალიან, ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ის ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, ასევე ისეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც მასზე ოთხჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს, ამიტომ მან უნდა იცოდეს, რომ ის განადგურდება. ახლა მისთვის საუკეთესო დროა შეთანხმების დასადებად. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია, მისცეს მას საუკეთესო შესაძლო გარიგება, რაც ოდესმე შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა უიტკოფმა.

პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში უკვე დიდი ხანია ზელენსკის გუნდის პრობელმაა. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ ზელენსკის უძნელდება ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რადგან მომენტალურად მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, არა მარტო იმის გამო, სად წავიდა დასავლეთის მიერ მიცემული დახმარების დიდი ნაწილი, არამედ - ვინ გადააბარა ომის პირველ დღეებში სამხრეთ უკრაინა რუსეთს.

„ზელენსკისთვის ახლა თანამდებობიდან წასვლა ეგზისტენციალური საფრთხეა. რაც შეეხება კანდიდატურების გააქტიურებას, ალბათ, პოროშენკო - ტიმოშენკო არიან ის ფიგურები, რომლებიც ტრამპის მხარდაჭერით სარგებლობენ. ეს ხალხი თავისით არ გააქტიურებულა, მათთან ამერიკის ადმინისტრაციას ჰქონდა კომუნიკაცია. თავად ტრამპის ოჯახსაც, რომლებიც ასევე, ძალიან აქტიურადაა ამ პროცესში ჩართული. უკრაინაში ახლა აქტიურობენ აშშ სახელმწიფო მდივნის რუბიოს და გავლენიანი სენატორების ჯგუფი, რომელზეც ორიენტირებულები არიან უკრაინელი ტრამპისტები. აქაც საკმაოდ დაპირისპირებული კომბინაციებია. ამერიკის ადმინისტრაციაში უკრაინის მიმართულებაზე რამდენიმე ჯგუფი იბრძვის. უკრაინის სახელისუფლებო მიმართულება ვის ჩაბარდა და ვისი მოსაგვარებელია ამერიკაში, ჯერ კიდევ ვერ გაირკვა. ამიტომ თავად უკრაინულ ჯგუფებსაც ლავირება უწევთ ამ დაპირისპირებაში. ასევე იკვეთება ილონ მასკის ოლიგარქიული ინტერესებიც.  ფაქტობრივად, ერთიანი კანდიდატის ჩამოყალიბება ჯერ ვერ მოხდა. რუბიო, რომელიც უკრაინელ ტრამპისტებს შეხვდა ერთი თვის უკან, მხარდამჭერებს ურჩია, რომ ცოტა ხანს ზელენსკის წინააღმდეგ ნუ იაქტიურებთო. ახლა რომ ზელენსკი ჩახსნან და ვაკანსია გაჩნდეს, დიდი ალბათობით, ეშინიათ, რომ მასკს შეუძლია, ტრამპი დაითანხმოს მისთვის სასურველ კანდიდატურაზე. ანუ ტრამპმა მასკის მხარე დაიჭიროს. ამიტომ თვითონ ეს სენატორები და რუბიო უფრთხიან ისეთ სიტუაციას, სადაც ვაკუუმის შევსებას თავად ვერ შეძლებენ“,-ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, ზელენსკი ცდილობს ამ დაპირისპირებულ ამერიკულ ჯგუფებთან მანევრი მოახერხოს და ითხოვს, რომ ან თავად დარჩეს ისევ პრეზიდენტად ან ერმაკი დანიშნონ.

„აი, ასეთი სახის ვაჭრობა მიდის ახლა უკრაინის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის. პოროშენკო და ტიმოშენკო მოიაზრებიან ტრამპისტების დასაყრდენ ძალად. ევროპელები კიდევ ზელენსკის მოეჭიდნენ. რაც შეეხება პუტინს, მას არა აქვს უკრაინაში ახლა ამხელა რესურსი, რომ საკუთარი კანდიდატურა ჩასვას, ამიტომ პუტინი ცდილობს, რომ ტრამპის რესურსები გამოიყენოს. ტრამპი რომ გააძევებს უკრაინიდან ევროპელებს, პუტინი სწორედ ამ დროს ეცდება საკუთარი რესურსი და ინტერესები მოარგოს. ამ დაპირისპირებაში ევროპამ უკრაინის არმიაში 180 მილიარდამდე დოლარი ჩადო. ერთი მაგდენი ამერიკელებმა ჩადეს. ჯამში, ეს არის 400-მილიარდიანი ქეისი. ამ მონსტრის, უკრაინის არმიის გაკონტროლებაზეც ბრძოლა მიდის. ფაქტობრივად, უნდათ, რომ ომი შეწყვიტონ ისეთი პოლიტიკური არქიტექტურის შექმნით, როგორიც ინდოეთი - პაკისტანის მსგავსი იქნება. დავა იმაზე მიდის, უკრაინის მართვის მთავარ ბლოკს ამერიკა და ევროპა ხელში რა პროცენტულობით ჩაიგდებენ.

უკრაინის მილიონიან არმიას ეს სახელმწიფოები, როგორც საკუთარ როქის სპას, ისე განიხილავენ. ასევე დავა მიდის უკრაინის სიმდიდრეებისთვის, რადგან გარედან უკრაინა უნდა კვებონ, შესაბამისად, ეკონომიკაზეც კონტროლი უნდა ჰქონდეთ. ამიტომ უკრაინა გახდა ჟანდარმი, რომლის მართვისთვის დავა მიდის. კონფლიქტი აქვთ ასევე უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე. ამერიკელებსა და გერმანელებს შორის დიდი დაპირისპირებაა. გერმანელები მის დაპატრონებას ცდილობენ, ამერიკელები კი ამის უფლებას არ აძლევენ. ამიტომ ამ ომის დაპირისპირებაში მხოლოდ პუტინი და ზელენსკი არ არიან. ეს ომი უკვე დიდი ქვეყნების გავლენების სფეროს გადანაწილებად იქცა“, - ამბობს მირიანაშვილი.

თომა კითხვა დავიწყე და მირიან მირიანაშვილი აღმოჩნდა ვინც ექსპერტობს, დახლოებით ერთი წლის უკან ექსპერტობდა ეს ტიპი (ადრეც ვეცნობობდი მის აზრებს და კიდევ არ უშავდა მაგრამ, არ გაიშვას ამის პროგნოზები...) ტრამპის პრეზიდენტობა გამორიცხულია შანსი არ აქვს და ბიძინამაც შეცდომა დაუშვა წაგებულზე დადო ფსონიო და კიდევ ათასი სუსულელე. არ არის აუცილებელი ყველას აზრი მიაწოდოთ მკითხველს.
1 დღის უკან
თომა ფაქტია ტრამპი პრეზიდენტია და ვისაც ეს ხოტბას ასხავდა დედა აღარ ჰყავს, პალიტრა მედიაზე ქონდა ინტერვიუ. ზუსტად არ მახსოვს ამბები. ჯი თუ კვირის პალიტრაში.
1 დღის უკან