ჯერ არ გამართულ 31 მარტის აქციის მიმართ ზურაბიშვილი კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციეს

ჯერ არ გამართულ 31 მარტის აქციის მიმართ ზურაბიშვილი კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციეს

სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული 31 მარტის აქცია უკვე დაპირისპირებით და მისი მწვავე კრიტიკით დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ზურაბიშვილმა 30 მარტს დრო გამონახა ოპოზიციის ლიდერებთან შესახვედრად, მაგრამ ვერ მოახერხა დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებთან შეხვედრა, რის გამოც ზურაბიშვილის მისამართით ოჯახის წევრებმა და აქციის მონაწილეებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. როგორც პატიმარ ნიკა კაციას ძმა სოციალურ ქსელში წერს, ზურაბიშვილმა ის ყურადღების გარეშე დატოვა.

„დრო არ აქვს, თურმე. ველოდები შეხვედრის დასრულებას, მაგრამ თუ ის მოხდა, რისი ვარაუდის სრული საფუძველიც მაქვს, მე, ლაშა კაცია, პირობას ვდებ რომ 31 რიცხვში დასრულდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზა“, - წერს ლაშა კაცია.

კაციას ამ კრიტიკას აქციის დანარჩენი მონაწილეები ეხმიანებიან და წერენ, რომ ზურაბიშვილი მათთვის გაუგებარ თამაშს თამაშობს. ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ 31 მარტს ისევ სადღეგრძელოებით შემოიფარგლება და მას არანაირი სამოქმედო გეგმა არ აქვს.

„სალომე ზურაბიშვილი მუხრუჭია ამ მოძრაობისთვის და ამას მის მიერ მოწყობილ, პატიმრებთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე მივხვდი. დღეს შენს გვერდით ვარ“, - წერს კაციას განცხადების ქვეშ კიდევ ერთი აქციის მონაწილე.

„ეგ ქალი ცალკე თამაშს თამაშობს-თქო რომ ვთქვი, ნიჰილიზმს ნუ თესავო - მითხრეს! ყველაფერი სათავისოდ რომ გამოიყენა და ისე მოერგო როგორც თავის საქმეს ჭირდებოდა, ამაში მალე დავრწმუნდებით!“, - წერს კაციას კიდევ ერთი თანამოაზრე.

კაციას არა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას 30 მარტს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მედიასთან თქვა, რომ ზურაბიშვილთან მისვლის ერთადერთი მიზეზი სწორედ პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილების გადაცემა იყო.

მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ოპოზიციის ერთიანობასთან და პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიციები არ არსებობს. ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე ოპოზიციამ დრო არ უნდა დაკარგოს.

„მათ [აქციებზე დაკავებული პირების ოჯახებს] აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანობასთან, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონებში გასვლის ჩათვლით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არცერთ აღნიშნულ საკითხზე რეალურად, ერთიანი პოზიციები არ არსებობს. ამიტომ, დღეს, როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასია დრო და ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ, ჩვენ-ჩვენი პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ 31 მარტი იქნება ისეთივე ჩვეულებრივი ე.წ. მასობრივი საპროტესტო დღე, როგორიც მანამდე გვინახავს. ბევრი ბაქიბუქი იქნება, მუქარა, ხელისუფლების მიმართ ულტიმატუმი. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შედეგი იქნება ისევ იგივე, რაც აქამდე იყო.

„სამწუხაროდ, მათ ახლა გააცნობიერეს, რომ სალომე ზურაბიშვილი მათი ე.წ. პრეზიდენტი არ არის და ის არც პოლიტიკური ლიდერია. ზურაბიშვილი არაადეკვატური, არათანმიმდევრული და ამპარტავანი ქალია, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობა უჭირს. სად გინახიათ ოპოზიციის ლიდერობა სურდეს ადამიანს და ის იმ ამომრჩეველთანაც კი ვერ ახერხებდეს კომუნიკაციას, როგორიც ხელისუფლების მიმართ რადიკალურად განწყობილი საზოგადოებაა. ზურაბიშვილს რუსთაველზე მდგომ ხალხთანაც კი უჭირს კომუნიკაცია. ემალება დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებს და ეს ადამიანები რისთვის გაწირეს, პასუხი არავის აქვს. ამიტომ ველი, რომ ზურაბიშვილს აქეთ შემოუტრიალდებიან და უკვე ეს პროცესი დაწყებულია. 31 მარტი იქნება სწორედ ამის გვირგვინი, როცა ყველა მიხვდება ეს ქალბატონი როგორი მატყუარა, არაფრის გამკეთებელი და ამპარტავანია. მას ვინმეს გაერთიანების რესურსი კი არა, პირიქით, დაშლის საუკეთესო უნარები გააჩნია. ის ძალიან სუსტია და პოლიტიკურ ტექნოლოგიებში ვერ ერკვევა. რატომღაც ჰგონია, რომ ყველაზე ჭკვიანია, ამის გამო კი ქედმაღალია. საქმე - საქმეზე რომ მიდგება, რეალურად საპროტესტო მუხტს კი არ წევს, მას აგდებს და ამის საუკეთესო მაგალითი 31 მარტის აქცია და შემდგომი დღეები იქნება“, -ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, რატომღაც ბალტიისპირეთიდან და პოლონეთიდან კვლავ ფსონს სალომე ზურაბიშვილზე დებენ, როგორც მომავალ ოპოზიციონერ ლიდერზე. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ფუჭი მოლოდინია, რადგან ზურაბიშვილი ქართველი ხალხისთვის მოღალატე პოლიტიკოსად მიიჩნევა.

„საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით, ალბათ, მისი რეიტინგი ყველაზე დაბალია. მოსახლეობაში არ აქვს ავტორიტეტი. ის არის მოღალატე ლიდერი, რომელმაც იმ ხალხს უღალატა, რომელთაც საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაფრის მიუხედავად, მხარი დაუჭირა და ის პრეზიდენტი გახადეს. შესაძლოა, 31 მარტს გადაიკეტოს რუსთაველი და ეს ახალი ამბავი არ იქნება. რაღაცა შოუს ელემენტებიც იყოს, რაც რევანშისტებს ახასიათებთ. შესაძლოა, რაღაცა გეგმა გამოაცხადონ, რომელიც არაფერი იქნება. მსგავსი არაერთი გეგმა გვინახავს და ამ პოლიტიკური ცვედნებისგან არავინ რეალურად არაფერს ელის. ზურაბიშვილი ისევ და ისევ, როგორც აღვნიშნე, დასავლური ქვეყნების რაღაცა ნაწილის რჩეულია, რომლებიც ამ გაკოტრებულ ოპოზიციის ფონზე, დებს ფსონს. თუმცა გავიხსენოთ ვინ იყვნენ მანამდე მათი ფავორიტები - ნინო ლომჯარია, ეს იყო ეკა გიგაური და აბსოლუტურად უსახური პოლიტიკური აქტორები. რატომ დაავიწყდა ასევე ყველას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი? მისი ფიგურა არ იყო ერთიანი ოპოზიციის ლიდერი? ახლა ცდილობენ, ალბათ, ზურაბიშვილით ჩაანაცვლონ. თუმცა მკვდარი - მკვდარს აეკიდა სიტუაციაში არიან. ამიტომ ეს დღეც ისევე ჩაივლის, როგორც დანარჩენი დღეები“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, თუკი 31 მარტს ხალხი არ გავა იმ რაოდენობის, რასაც თავად ელიან, ასევე არ იქნება კონკრეტული გეგმა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია საზოგადოებისთვის გაცხადებული, მაშინ ეს დღე ოპოზიციის საბოლოოდ დასასრულის დასაწყისი გახდება, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია და ეს მოლოდინი აუცილებლად გამართლდება.

Gami ეს ხალხი შეიშალა -- რა " მოლოდონები" აქვთ ამ უმეცარი ქალისგან?!🤮
1 დღის უკან
დოი ან როგორ ენდობით ან რა მოლოდინი გაქვთ ამ ქალისგან ბრიყვებო!...დღეს აქციაზე მისული ყველა ადამიანი იქნება მოღალატე ამ ქალის მეთაურობით...ფარააააა,ფარააააა...
1 დღის უკან
ლაზი დამოუკიდებლობის დღეს ახალი ბატონის მაძიებელი მონები მართავენ მიტინგს. ალბათ პოტენციური ბატონების მისამართით აპროტესტებენ, აქამდე რომ მოახერხეს საქართველოს დამონება.
1 დღის უკან