„ე.წ. ოპოზიციაში ყოფნის გამო არ არის გახარია მოღალატე, ვითომ ალამუთის ციხეში გამაგრებული ნიკანორ მელიას დასაცავად რომ უღალატა ქვეყანას, ამიტომ არის მოღალატე“

„ე.წ. ოპოზიციაში ყოფნის გამო არ არის გახარია მოღალატე, ვითომ ალამუთის ციხეში გამაგრებული ნიკანორ მელიას დასაცავად რომ უღალატა ქვეყანას, ამიტომ არის მოღალატე“

მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ექს-პრემიერი გიორგი გახარიაც დაიბარონ. როგორც უკვე ცნობილია, ხელისუფლების შეცვლის მცდელობებსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსაც შეისწავლის კომისია, რომელიც 2012 წლის შემდგომ პერიოდს გულისხმობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 4 ოპოზიციური პარტია, რომელსაც თავად „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებენ, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დღემდე ერთობლივად იბრძვის. კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული პოლიტიკური ძალები კი ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას და ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბებას. ყველაზე საინტერესო კი ექსპრემიერ გახარიას პასუხები ნიკა მელიას დაკავების საქმეზე იქნება. „ოცნებაში“ მას მოღალატეს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ ის ამ დროს კონკრეტული დირექტივებით მოქმედებდა.

გიორგი გახარიას გუნდშიც და ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაშიც აცხადებენ, რომ ისინი, ყოველთვის დამოუკიდებლად, ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების გამო სხვა პოლიტიკური ძალები.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება უმრავლესობის ლიდერმა ჯერ კიდევ გუშინ გამოაცხადა. მამუკა მდინარაძემ ისაუბრა კანონპროექტზეც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. თქვა ისიც, რომ მათი ოპონენტები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ამას უკვე კონსტიტუციური წესრიგი განსაზღვრავს.

მმართველი გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს მოღალატეს უწოდებს და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებს.

გორდულაძე ამბობს, რომ განიხილავენ ყველა საკითხს, რომელიც კომისიისთვის იქნება საინტერესო.

„ე.წ. ოპოზიციაში ყოფნის გამო არ არის გახარია მოღალატე. აი, ვითომ ალამუთის ციხეში გამაგრებული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დამნაშავე ნიკანორ მელიას დასაცავად რომ უღალატა ქვეყანას, ამიტომ არის ეს ადამიანი მოღალატე. მათ შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა გააკეთა მან ჩორჩანაში და როგორ გააჩინა რისკი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ესკალაცია მომხდარიყო. გიორგი გახარია და მისი ე.წ. პარტიის წევრები არიან ჩვეულებრივი მოღალატეები. ყველა საკითხი, რომელიც იქნება კომისიისთვის საინტერესო, იქნება განხილული“, - ამბობს არჩილ გორდულაძე.

ანალიტიკოსი და ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ ნამდვილად ბევრ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს და განსაკუთრებით საინტერესო მისი პოზიცია იქნება, რატომ გადადგა ნიკა მელიას დაკავების გამო.

„მე, მაგალითად, 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლის ამბავი და მისი მხრიდან განხორციელებული რეაგირება სწორად მიმაჩნია დღემდე. ისევ იმ აზრზე ვარ, რომ სახელმწიფოს უნდა ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა. შესაძლოა გადაცდომები იყო, მაგრამ ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელს აღმართავს, იქ უნდა იმოქმედოს კანონმა. ასეა თუ ისე, თვით ამერიკაშიც კი გვახსოვს ტრამპის მომხრეებს კოლიზეუმზე შეტევის გამო რაც დამართეს. რამდენიმე კაცი მოკლეს კიდევაც და ათასობით ადამიანს სამუდამო და წლობით პატიმრობა მიუსაჯეს.

ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ რა საქმის გამო უნდა დაისვას გახარიას გარშემო კითხვები. ჩემთვისაც და, ალბათ, „ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც, საზოგადოებისთვის მისი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ძალიან საინტერესოა, რატომ ვერ გაბედა გიორგი გახარიამ მელიას დაკავება. პრემიერი, რომელიც ვერ აპატიმრებს აშკარა დამნაშავე მელიას, რომელმაც სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, ფაქტობრივად, დასცინა მთელს ქვეყანას, როდესაც ელექტროსამაჯური საჯაროდ მოისროლა, ამ დროს გახარია ვერ ბედავს მის დაკავებას. მელიამ დასცინა სამართალდამცავ ორგანოებს, სახელმწიფო კანონის ცინიკურად დარღვევით გამოიწვია, ამიტომ მას პასუხი უნდა ეგო. ამაზე კი პრემიერი ამბობს უარს“, - ამბობს გვენეტაძე.

ანალიტიკოსს საკუთარი მოსაზრება აქვს გახარიას ქცევაზე და ამბობს, რომ ის თავისი სურვილით არ მოქმედებდა, რადგან მას ჰქონდა კონკრეტული დავალება, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში მოეყვანა.

„ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩამოვიდა, რომელსაც ხვდება გახარია და ამის შემდეგ იწყება მისი რადიკალური ცვლილება. ძალიან ბევრჯერ გამოთქვა და მიანიშნა ხელისუფლებამ, რომ გახარია არ მოქმედებდა საკუთარი ნება-სურვილით. ის იღებდა კონკრეტულ დავალებებს დასავლეთის პოლიტიკური წრეებისგან და მან გადადგომის დროს მათი ბრძანება შეასრულა. როგორც ახლა ირკვევა, მას სახელმწიფო მინისტრის დავალება ჰქონდა, რომ გახარიაზე ზეგავლენა მოეხდინა. გახარია დემონსტრაციულად, ქვეყნისთვის ძალიან სარისკო სიტუაციაში გადადგა. ეს გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში მომხდარიყო გაუთვალისწინებელი სიტუაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა და ხელისუფლება ხელში ისევ ნაციონალებს ჩაეგდოთ. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მაშინდელ პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილი არ მოეყვანა, არავინ იცის პროცესები როგორ წარიმართებოდა“, - აცხადებს გვენეტაძე.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს სიმართლე, თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. ყველა პოლიტიკოსმა უნდა ახსნას და გასცეს კითხვებს პასუხი, რატომ დააყენა მან ქვეყანა ამხელა რისკის წინაშე.

„აუცილებელია ყველა პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოღვაწეს ახსოვდეს, რომ თუკი მსგავს საქციელს ჩაიდენენ და ქვეყნის ბედს ამხელა რისკის ქვეშ დააყენებენ, პასუხისმგებლობა მოუწევთ. მინიმუმ, იმის ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, რომ საზოგადოებას აუხსნან, ეს რატომ ჩაიდინეს. გახარია ნაციონალებს ეძახდა მე თქვენ დაგასრულებთო, ცოტახანს კი ადგილობრივ არჩევნებზე „ნაციონალებთან“ 4 საკრებულოში კოალიცია შეკრა. ვისურვებდი, გახარიამ გააკეთოს განცხადება 2024 წლიდან საქართველოს რომ არყევენ და ლამის გადაბუგეს თბილისი, რა პოზიცია აქვს მას. ვისგან არის ეს პროცესები მართული და ემხრობა თუ არა ამ გარეწრების ქვეყანაში პარპაშს“, - ამბობს გვენეტაძე.

ლევკოთეა ჩემთვის, გახარია ივანიშვილის პროექტია. დიდი ხანია ცდილობდა ივანიშვილი, რომ ახალი ოპოზიციური პარტია ჩამოყალიბებულიყო.
2 დღის უკან
მარბიელი ტყუილია! ბრმების შკოლაა? ყველას გვახსოვს - გახარია პირველი იყო, ვინც მელიას დასჯას ითხოვდა და როცა დაიწყო ლაპარაკი შტურმზე, თქვა, შტურმი დამაზიანებელია, მოვიცადოთ 4-5 დღე და სადმე ქუჩაში დავიჭიროთო! არ დაიჯერეთ, შევარდით "ალამუთში" და ამას მოჰყვა ევროპის გააქტიურება ... მერე იყო სამარცხვინო 19 აპროლის შეთანხმებაზე ხელმოწერა!!! ანუ ოცნების და ხელისუფლების და დაზიანება გახარიას პოზიციამ კი არა, უტვინო შტუემმა გამოიქვია
ან თუ ლენჩი მელია იყო დამაქცევარი, რატომ გაათავისუფლეთ დაჭერილი??? რატომ არაა გასამართლებული კაცი, რომრლმაც ამნისტიაზე უარი თქვა?
გახარიაა ნაცი და მიქანაძე, ენუქიძე, კახიანი, ვოლსკი, კალაძე ... მამულიშვილები?
ბნელა?
2 დღის უკან
armaz მარბიელი! ვშპ
7 საათის უკან