რადიკალები ოკულტიზმით დაკავდნენ - საქართველოს ევროსაბჭოდან გასარიცხად ძალებს არ იშურებენ  

რადიკალები ოკულტიზმით დაკავდნენ - საქართველოს ევროსაბჭოდან გასარიცხად ძალებს არ იშურებენ  

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესმა 26 მარტს საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ოპოზიციას იმედი გაუჩნდა, რომ 7 აპრილს შესაძლოა ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს და ქვეყანა ევროსაბჭოდან გარიცხონ. 

მმართველ გუნდისთვის 7 აპრილის სცენარი უკვე ცნობილია, ვუნაიდან მიაჩნიათ, რომ ბრიუსელი უკვე დიდი ხანია „დიფ სთეითის“ მთავარ ოფისად გადაიქცა და რას იტყვიან მისი ლობისტი ევროპარლამენტარები საინტერესო აღარ არის. „ოცნების“ ხელისუფლებას შანტაჟის ენით ვერავინ დაელაპარაკება და ეს ამ წლებმა უკვე აჩვენა.

სახელისუფლებო დელეგაციამ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით ევროსაბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად იანვარში დატოვა. მაშინ ითქვა, რომ საქართველოს არ გარიცხავდნენ ევროსაბჭოდან, თუკი ხელახალი არჩევნები დაინიშნებოდა.

დოკუმენტს მხარი 26 მარტს კონგრესის 101-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 10 წინააღმდეგ წავიდა. მიღებული რეზოლუცია ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიის მხრივ არსებულ ვითარებას აღწერს.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტის მიხედვით, „საქართველოში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოხატულმა სწრაფმა და დრამატულმა დემოკრატიულმა უკუსვლამ გავლენა მოახდინა ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე“. ამავე რეზოლუციის თანახმად, ეს განსაკუთრებით გაძლიერდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია არალეგიტიმურად მიიჩნევს. რეზოლუციის მიხედვით, არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილმაც.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულმა განცხადებამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა.

რეზოლუციაში რეკომენდაციებიც არის მოცემული, მათ შორის საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმოს ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს.

„რიგგარეშე არჩევნების თემა დღის წესრიგში რჩება. ის სცენარი არ მომკვდარა, რომელიც გაწერილია. მსოფლიოში პოლიტიკა იცვლება და კონკრეტული ადამიანები ისევ იმ დიდ სცენარს ემორჩილებიან, სადაც საომარ მოქმედებებში საქართველოს შეთრევას ცდილობენ, რათა როგორმე რუსეთის სამხედრო ძალების დივერსიფიცირება საქართველოს მიმართულებით მოხდეს. პოლიტიკა იცვლება, მაგრამ სცენარი არ შეცვლილა. ეს სცენარი ნელ-ნელა თავის არსს კარგავს ისევე, როგორც ის ძალები, რომლებიც „დიფ სთეითს“ ემორჩილებიან. მათთვის ინსტრუქცია არ შეცვლილა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-თან ამბობს, რომ ბრიუსელის მხრიდან დაანონსებული კონკრეტული რიცხვები და გადაწყვეტილებები, მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზე შანტაჟისთვის სჭირდებათ. თუმცა ვერაფრით გაიგეს ამ წლების განმავლობაში, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ამ შანტაჟის ენით საუბარი არ გამოდის.

„ქუჩაში გამოსულ მათივე ამომრჩეველშიც კი ოპოზიციას იმხელა უნდობლობა აქვს, რომ ცდილობენ, როგორმე რაღაცა რეზოლუციებით, განცხადებებით, სიტუაცია გამოაცოცხლონ და საერთაშორისო აქტორების მეშვეობით იქნება რაღაცა შეცვალონ. სწორედ ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ტყუილები, ვითომ გუგლის საძიებო სისტემიდან გვიღებენ, „VISA“, „MASTERCARD“ „AMERICAN EXPRESS“ გვიუქმდება და ა.შ. ამ ყველაფერს კი ევროდეპუტატებიც ავრცელებენ, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებულები. ერთადერთი, რასაც ემსახურება ეს ყველაფერი უკვე ყველამ კარგად იცის. მათ არ უნდათ საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობა და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რამენაირად ზეწოლა მოახდინონ. ერთია რეზოლუციაში რას ჩაწერენ, მეორეა რა განცხადებებს გააკეთებენ. ევროსაბჭოში თუ იქნება კუბილიუსის, იუკნევიჩის, მწვანეების და ზოგიერთი მემარცხენე სიგიჟის შემოქმედი ევროდეპუტატების ჯგუფი, ყველაფერი მოსალოდნელია. ეს ხომ უბრალოდ ბრიუსელის ბიუროკრატიაა, სადაც უკვე დაწერილი სცენარით მოქმედებენ, ყველამ იცის 7 აპრილს რას იტყვიან. აქ საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოზე, აქ მთლიანად რეგიონზე მიდის საუბარი. ეს ხალხი „დიფ სთეითის“ ბრმად მორჩილებაშია და ყველანაირად ცდილობენ ბრიუსელიდან დაარტყან საქართველოს ხელისუფლებას“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, უმეტესობა ევროსაბჭოს დეპუტატებისა სოროსის ფონდის მიერ არიან მოსყიდულები. ამაზე პირველად არ ხდება საუბარი და ეს არაერთხელ თქმულა. ამაზე საუბრობს ილონ მასკი, ამერიკელი ექსპერტები და არავისთვის დასამალი არაფერია.

„ბრიუსელი რას გაახმოვანებს 7 აპრილს, ეს ჩვენთვის ნაკლებად შემაშფოთებელია. საქართველოს ხელისუფლების პასუხი და პოზიცია რაც იყო, ყველამ დაინახა. სუვერენული ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ ვერავინ ვერც დათქმებით ისაუბრებს და ვერც შანტაჟის ენით. ამიტომაც იყო, რომ თეა წულუკიანმა ქართველ დეპუტატებთან ერთად, სხდომა დატოვა. ახლა წერონ, იკითხონ  და ილაპარაკონ, ისედაც ვიცით რასაც გააკეთებენ. ეს ყველაფერი, რასაც ბრიუსელი აკეთებს, ხომ რაღაცაში უნდა გადახურდავდეს პოლიტიკურად, თუმცა ეკონომიკა არ ფერხდება, სოციალური საკითხები არ არის შეჩერებული. როდესაც სახელმწიფო ინტერესების გატარების პოლიტიკა არ ფერხდება, გამოდის, რომ მათი შანტაჟი საქართველოს ხელისუფლებასა და მოსახლეობაზე არ მოქმედებს. ეს არის უბრალოდ მათივე სექტის მიმდევრებისთვის განსაზღვრული, რომ ისევ ქუჩა-ქუჩა ირბინონ. ახლა სალომე ზურაბიშვილს დაავალეს, რომ 31 მარტს იქნება რაღაცა გამოცოცხლდეს. ესენი ხომ ასე ყიდიან, რომ თითქოს რუსთაველზე რომ 5 000 კაცი გამოვა, ესაა საქართველო. გათვლა იმაზეა, რომ რაღაცნაირად საკუთარ სექტაში მუხტი გააძლიერონ, სხვამხრივ, ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ისინი ზეწოლას ვერ მოახდენენ“, - ამბობს ქადაგიძე.

 

Gami ოკულტიზმი რა შუაშია?
2 დღის უკან