დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი 4619 კვ.მ ფართობზე დაიგო.
სამუშაოები განხორციელდა ბერძენიშვილის ქუჩაზე, ბელიაშვილის ქუჩის N1-ში, ლუბლიანას ქუჩის მე-3 ჩიხსა და N60-ში, ასევე წერეთლის გამზირის N97-სა და N99-ში. ასფალტის საფარის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 553 822 ლარი გამოიყო.