„ეცდება ხაზარაძე გაქცევას, როგორც ბაჩიაშვილი გაიპარა მანქანის საბარგულით? ამჯერად არ გამოუვა“

„ეცდება ხაზარაძე გაქცევას, როგორც ბაჩიაშვილი გაიპარა მანქანის საბარგულით? ამჯერად არ გამოუვა“

თანამონაწილეობდა თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილი 2003-2012 წლებში ნაცრეჟიმის მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებში და პროკურატურას გაუჩნდება თუ არა დამატებითი კითხვები მათ მიმართ?! აღარაფერს ვამბობთ უამრავი ადამიანის ბინებიდან გამოსახლებაზე, რაც ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს თიბისი ბანკის საყვარელი გასართობი თამაში იყო.

ნაცმოძრაობის რეჟიმისა და იმდროინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე გამოიკვეთა ხაზარაძის ბანკის ბრალეულობა ბიზნესმენების დაწიოკების საქმეში.

პირველ სხდომაზევე ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა ბესო ხარძიანმა ისაუბრა, თუ როგორ წაართვეს ნაცმოძრაობის დროს მამამისს კუს ტბის წილი წამებისა და იძულებითი გარიგების საფუძველზე, ასევე, პატიმრობაში მყოფ მამამისს სესხი ააღებინეს თიბისი ბანკიდან ძალით მაშინ, როცა ხალხი გარეთ ვერ ახერხებდა კრედიტის აღებას. ციხეში მყოფ ბესიკ ხარძიანს, რომელიც პატიმრობისას ფეხებზე დადებული ჯაჭვებით გადაადგილდებოდა, თიბისიმ 120 ათასი დოლარი მისცა სესხის სახით.

ამ ფაქტის შეფასებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ კერძო საკუთრების წართმევაში მაშინდელი ხელისუფლების გარდა ჩართული იყო თიბისი ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე არიან და დიდი ამბიციებით ესაუბრებიან საზოგადოებას. ნაწამები ადამიანი დაჩაგრა არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ თიბისი ბანკის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ.

ბესო ხარძიანის მონათხრობის შემდეგ ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ მოითხოვა მამუკა ხაზარაძის და თიბისის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვა, რადგან პატიმრისთვის 120 000 დოლარის სესხის სახით მიცემა გარკვეულ ეჭვებს აღძრავდა და ადასტურებდა, რომ ხაზარაძე ნაცმოძრაობის შავბნელ საქმეებში აქტიურად იყო ჩართული.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე ისევ ხაზარაძე-ჯაფარიძის გვარები ამოტივტივდა, როცა ნაცებისგან დაზარალებულმა კიდევ ერთმა ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ აღნიშნა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ, კეზერაშვილის სახით, თიბისი ბანკის მეშვეობით მოახერხა და წაიღო მისი წილები ნავთობკომპანია შპს მაგნატიდან. თიბისი ბანკმა მისი ქონების 25% გაიფორმა, მაგრამ თანხა არ გადაუხადა, ისარგებლა რა ჯემალ ლეონიძის პატიმრობით, მიუგზავნა მას ადვოკატი და დარჩენილი ქონებაც გადაიფორმა, რაც მოგვიანებით კეზერაშვილზე გასხვისდა.

ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში პერედაჩებს უგზავნის, ჩემთვს ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, არადა, ჩემი მოწილე იყო, - ამბობს შპს მაგნატის მესაკუთრე და დასძენს, რომ თიბისის წარმომადგენელმა მას მოსთხოვა, 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება 11 მლნ დოლარად აესახა, ამ საქმეში მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაშე კი სულ ერთი-ორჯერ გამოჩნდა.

დაზარალებულთა ჩვენებიდან გამომდინარე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას კითხვები დაუგროვდა ხაზარაძე-ჯაფარძის მიმართ, მაგრამ მათ ცირკში მონაწილეობის მიღება არ ისურვეს. ხაზარაძემ, პირიქით, ბიძინა ივანიშვილის დაბარება მოითხოვა საგამოძიებო კომისიაზე იმ მოტივით, 7 ნოემბრის შემდეგ ნაცების რეჟიმს აფინანსებდაო.

საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ხაზარაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეები გამოძიების დასაწყებად პროკურატურას გადაეგზავნა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამართლიანობის ურემი მართლაც ნელა მოძრაობს, მაგრამ ყოველთვის მიდის დანიშნულების ადგილამდე. ეს ეხება კონკრეტულად ხაზარაძის, ჯაფარიძისა და სხვათა მონაწილეობას ავაზაკურ მტაცებლობაში, რომელიც ხელშეწყობილი და ორგანიზებული იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მხრიდან.

გია აბაშიძის განმარტებით, კუს ტბის ქონების, თუ მაგნატის ქონების მიტაცება ერთეული შემთხვევები არ არის. ჩვენ ვიცით, რომ იყო ბანკ კონსტანტას კრიმინალური ჩაყლაპვის ცნობილი ქეისიც, რომელიც, არსებული ინფორმაციით, სტრასბურგშია წაღებული და ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის, არადა, ეს საქმე ძალიან მწარე იქნება ხაზარაძისა და მისი ამფსონებისთვის. ასევე, გია აბაშიძეს ახსენდება ელიტ ელექტრონიქსის საქმე, კიდევ სხვა მრავალი საქმეები.

ამას წინათ თაღლითმა ხაზარაძენ განაცხადა, თიბისი ბანკი არ მონაწილეობდა ბინებიდან ხალხის გასახლებაშიო, გარკვეულწილად, მართალიცაა, რადგან, როგორც წესი, ბანკი გადასცემს ხოლმე ასეთ საქმეებს ე.წ. კოლექტორ კომპანიებს, რომლებიც შანტაჟის, მუქარის, დაშინების და სხვადასხვა შავბნელი ხერხებით ახერხებენ ადამიანების გამოსახლებას. რაც შეეხება ღიად არსებულ ბნელ საქმეებს, ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა ბესო ხარძიანის შვილმა და კომპანია მაგნატის ხელოვნურად გაკოტრებულმა მფლობელმა ჯემალ ლეონიძემ. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ქართულ რეალობაში, ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა მახინჯ პოლიტიკურ რეალობაში ისე ხდება ხოლმე, რომ წარსული ცოდვებითა და კრიმინალური ქეისებით სავსე პერსონაჟი მიდის პოლიტიკაში, რათა შემდეგ გამოაცხადოს თავი პოლიტიკურ დევნილად, ე.წ. წამებულად. ზუსტად ასე მოხდა ხაზარაძისა და ჯაფარიძის შემთხვევებში, -აღნიშნა გია აბაშიძემ.

მანვე გაიხსენა ანაკლიის ჩაგდებული პროექტი, სადაც ხაზარაძის მიზანი იყო, დროში გაეწელა სახელმწიფოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი და საბოლოოდ ეს პროექტი არ განხორციელებულიყო. ჯერ ვითომც ევროპელები შემოჰყავდათ, ამ დროს ოშორული კომპანიები იყვნენ, სადაც საეჭვო რუსულ-ყაზახური ბიზნესკავშირები იყო და ამას ვითომ ბრიტანულად ასაღებდნენ. ასევე, ვითომ ამერიკული კონტი ჯგუფი ჰყავდათ, რომელიც ბოლოს გაიქცა და კაპიკიც არ ჩაუდია ამ ისტორიულ პროექტში. ამ კონკრეტულ მაგალითებს, რაც განმტკიცებულია ფაქტებით, სამხილებით, ვერასდროს გაექცევა ხაზარაძე, ჯაფარიძე, როგორ საგარეო პიარშიც არ უნდა გადაიხადონ ფული. რაც არ უნდა ფარატინა ქაღალდის ფასის მსგავსი რეზოლუციები მიიღონ ევროკრატიისგან, ან ცალკეულმა უნამუსო კონგრესმენებმა რაც არ უნდა დაწერონ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათი ქმედება ზუსტად დადასტურდა, როდესაც არც ჯაფარიძე გამოცხადდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, არც ხაზარაძე. ამ ადამიანებმა იგივე გაიმეორეს, რასაც აკეთებს კრიმინალი სააკაშვილი, როდესაც მასთან დაკავშირებულ სისხლიან საქმეებზე არ ერთვება ონლაინ რეჟიმში ლუქს პალატიდან.

თაღლითი მამუკა ხაზარაძე არჩევნებამდე ირწმუნებოდა, თითქოს ბიძინა ივანიშვილს ამდენი და ამდენი დღე რჩებოდა მოსკოვში წასასვლელად, რაც, საბოლოო ჯამში, ფარსი აღმოჩნდა. დღესაც ძალიან უსუსური თვითმართლებაა მისი მხრიდან, ივანიშვილი დაკითხეთო. არადა, ხაზარაძემ საკუთარ ქმედებებზე უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, ინდივიდუალური ოჯახებისთვის მიყენებულ კოლოსალურ ზარალზე. ამაზე დაზარალებულების ადვოკატებმა უნდა ილაპარაკონ, მაგრამ იმ კონკრეტულ საქმეებს, რაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვიხილეთ, ვერსად ვერ დაემალებიან, დეპუტატიც რომ ყოფილიყო, თავისით არ მოეხსნა უფლებამოსილება, მართლმსაჯულებას მაინც ვერ ასცდებოდა. ეცდება ხაზარაძე გაქცევას, როგორც ბაჩიაშვილი გაიპარა მანქანის საბარგულით? ამჯერად არ გამოუვა. მან კანონი დაარღვია, 349-ე მუხლი, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის უპატივცემულობა და იგნორირებაა და სასჯელს ითვალისწინებს. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მანდატი არის შეგროვილი მასალები, რაც რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნება. თუკი პროკურატურაშიც არ მივლენ ხაზარაძე და ჯაფარიძე, პროკურატურას კიდევ სხვა ბერკეტები აქვს. ამიტომ ფარისევლური იაფფასიანი თავის მართლება ხაზარაძისგან არ გამოვა. არ გაგვიკვირდეს, მის მიერ დაფინანსებული ე.წ. საბას პრემიის მფლობელები, ჭე კლასის ვითომ მწერლები და ვითომ პოეტები გამოეფინონ, მუქარებით აავსონ ტელეეთერები და სოციალური ქსელები. ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ამას წინათ დოიაშვილმა გაბრაზებული რევოლუცია დაგვიანონსა. ეს ყველაფერი ფარსია, - აღნიშა გია აბაშიძემ.