„მიანიშნებდა რა გარკვეულ კოტექსტზე, მესამე პრეზიდენტმა ჭიხვინით გვამცნო, რომ მეხუთე პრეზიდენტი მისი ახალგაზრდობის შეცდომაა და მიუსვან გვერდით ის ახალგაზრდობის შეცდომა“

„მიანიშნებდა რა გარკვეულ კოტექსტზე, მესამე პრეზიდენტმა ჭიხვინით გვამცნო, რომ მეხუთე პრეზიდენტი მისი ახალგაზრდობის შეცდომაა და მიუსვან გვერდით ის ახალგაზრდობის შეცდომა“

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ხელისუფლებისგან ხისტი ნაბიჯების გადადმას მოითხოვს - ბალტიის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის შეჩერებას, იმ დიპლომატების პერსონა „ნონ გრატად“ გამოცხადებას, რომლებიც აწყობენ რევოლიუციას და აგულიანებენ ქართველ მოღალატეებს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის და მათ შორის რევოლუციური პროცესის ხელშეწყობისათვის ზურაბიშვილი უნდა იქნას დაპატიმრებული.

for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

ბალტიის ქვენებში მყოფი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 1937-ანი წლებია და შესაბამისად, ითხოვს დრულ რეაგირებას ევროპისგან. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიის ქვეყნებში და საერთოდ, ვინ აფინანსებს რიგითი მოქალაქის პოლიტიკურ ვიზიტს?

სოსო მანჯავიძე: სალომე ზურაბიშვილს ფული არ აკლია. პრეზიდენტობისას მას მაღალი ხელფასი ჰქონდა და გარკვეული შემოსავლებიც. არ დაგვავიწყდეს, რომ მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტია. გარდა ამისა, იქ რომ მიდის, ფულს აძლევენ, ბილეთსაც კი ისინი ყიდულობენ. ამ ფინანსებს თავად იხდიან და იხდიან იმიტომ, რომ მათ ინტერესშია საქართველოში ხელისუფლებაში მოვიდეს ის ძალა, რომელიც იქნება მათი მონა-მორჩილი და საქართველოს გადააქცევს დაძაბულობის კერად. ძალიან მარტივია მათი ინტერესი.

ბალტიის ქვეყნები დაინტერესებული არიან იმით, რომ უკრაინასთან ერთად, ყურადღება საქართველოზე იქნას გადმოტანილი, რომ ისინი არ გახდნენ კონფლიქტის მონაწილეები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ისინი უფრო არიან დაინტერესებული, ისე იქცევიან თითქოს რაღაცა დაიცავთ. მათ არავინ არ დაიცავს და უნდა ითქვას, რომ პირდაპირ პროვოცირებენ, მათ შორის, რასაც ისინი ჩვენს მიმართ აკეთებენ, ეს მართლაც აღმაშფოთებელია. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას ბალტიის ქვეყნებთან გაწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა.

დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმებას გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა. აუტანელია ის შეურაცხყოფებები, რასაც გვაყენებენ. საერთოდ, ვინ არიან და რა უფლება აქვთ, რომ ჩვენ გველაპარაკონ ზემოდან?! არავითარი მეგობრობის რეჟიმი არც არასდროს არ გვქონია მაგათთან და არც არის საჭირო. აქედან გამომდინარე, დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაიყინოს. პერსონა „ნონ გრატად“ უნდა გამოცხადდნენ მათი დიპლომატები, რომლებიც აქ დაბოდიალობენ, რევოლუციურ პროცესებს გვიწყობენ და აგულიანებენ ქართველ მოღალატეებს! რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს - დასაპატიმრებელია სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის და მათ შორის რევოლუციური პროცესის ხელშეწყობისათვის! გაუგებარია, რატომ არის ეს თვითმარქვია ქალი ხელშეუხებელი?!

თუმცა, ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთ-ერთი ლეგიტიმური ორგანოა, რომელსაც ის წარმოადგენს...

- თუ ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის, მაშინ უნდა გაისინჯოს, ხონის ფსიქიატრიულში არის მშვენიერი ადგილები. თუ არ არის და შეგნებულად მოქმედებს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად, ამისთვის სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს შესაბამისი მუხლები. ზოგიერთი ტვინგამორეცხილის აზრი, რომ რადგან ყოფილი პრეზიდენტია, არაორდინალური იქნება მისი იზოლაცია საზოგადოებისგან, ეს სისულელეა. დაგუგლონ და ნახონ რამდენი პრეზიდენტია დაკავებული და რამდენის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი უნიკალური არ არის. ავიღოთ სამხრეთ კორეა, ისრაელი, იგივე მათი სათაყვანებელი საფრანგეთის მაგალითი - დღესაც სამაჯურით დადის სარკოზი, რომელსაც აქ უყვიროდნენ ბედნიერები - სარკო, სარკოს.

ძალიან ბევრია ასეთი და მათ შორის იქნება სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, არ იქნება სასიამოვნო, ორი პრეზიდენტი გვეყოლება დაპატიმრებული, მაგრამ ავიღოთ სამხრეთ კორეის მაგალითი და ვნახოთ, რამდენი პრეზიდენტია იქ დაკავებული, თითქმის ყველა. იგივე ხდება სამხრეთ ამერიკაშიც. ვერ გავიგე, რომელი მწვანე კიტრია, რომ ხელშეუვალი იყოს?! ხელშეუვალი არის მისი ვალდებულებების შესრულების დროს. არც ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად, პინოჩეტი 90 წლის იყო, რომ გაასამართლეს სიკვდილის წინ.

ზურაბიშვილი არის სამშობლოს კლასიკური, ჩამოყალიბებული მოღალატე, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაპატიმრებული და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაყვანილი. ან შეიძლება მესამე პრეზიდენტთან ერთად გვერდითა პალატაში მოვათავსოთ, რადგან როგორც მესამე პრეზიდენტმა თავის დროზე ჭიხვინით გვამცნო, მეხუთე პრეზიდენტი არის მისი ახალგაზრდობის შეცდომა. ხომ გვახსოვს, როგორც გადაიჭიხვინა, მიანიშნებდა რა, გარკვეულ კოტექსტზე, რომ მისი ახალგაზრდობის შეცდომა იყო და მიუსვან გვერდით ის ახალგაზრდობის შეცდომა  და „ქართული ოცნების“ მთავარი არქეოლოგური აღმოჩენა. როდემდე შეიძლება ამ ქალმა ნერვები უშალოს მოსახლეობას?!

რა დირექტივები შეიძლება მიიღოს ზურაბიშვილმა, ფიქრობთ, რომ ისევ რევოლუციური სცენარით დაბრუნდება საქართველოში?

- რა თქმა უნდა. სხვა სცენარი აქ არ არსებობს, სხვანაირად არ გველაპარაკებიან და არც დაგველაპარაკებიან. აქ მთავარი ის არის, რომ მათ წარმოდგენაში ვასალმა უარი თქვა სამსახურზე. აქ უკვე განწყობაა ასეთი - როგორ გაბედა ვასალმა და პატრონს გაუოჩდა, ამიტომ ის უნდა დაისაჯოს, რომ სხვა ვასალებმა იგივე არ გაიმეორონ.

დაისაჯოს იმით, რომ დაამხონ ხელისუფლება და ჩამოაშორონ მართვის სადავეებს?

- რა თქმა უნდა. ჩვენ ვერ ვხედავთ რა ხდება გარშემო? სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი ძნელი დასანახია ეს? მით უმეტს, რომ უკრაინის კონფლიქტი არ მიდის ისე, როგორც მათ უნდათ. არც ამერიკის ჩართულობაა ისეთი, როგორც მათ უნდათ და არც ძალთა განლაგება. გარდა ამისა, კი ვხედავთ კონფლიქტს დასავლეთში, რომელიც ბანაკებად არის გაყოფილი - გლობალისტური ბანაკი, ამერიკის დემოკრატიული პარტია, ბრიტანეთი და აშშ-ში ტრამპის ბანაკი. ყველა ერთმანეთს, ლამის, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვის.

სხვადასხვა ბანაკებია ევროპაშიც - ბრიტანული ელიტები, პროგლობალისტური ელიტები და მაგალითად, იგივე საფრანგეთის პრეზიდენტი, პოლონეთის დღევანდელი მთავრობა და ზოგადად, მთლიანად ევროკავშირის სტრუქტურები - სოროსის, ანუ გლობალისტური ელიტების მიერ დასმული ევროჩინოვნიკები და მეორე მხრივ ტრადიცული ევროპის ჩინოვნიკები. აქაც ერთმანეთთან ბრძოლა მიდის - ევროპელი ტრადიციონალისტები და პატრიოტები, ანუ პროტრანპისტული ევროპა, რომელსაც წარმოადგენს, ორბანი, ფიცო, ავსტრიის თავისუფლების პარტია, ასევე საფრანგეთში მთელი რიგი პარტიები და მათ შორის ლეპენის პარტია. გერმანიაშიც ანალოგიური ვითარებაა, პოლონეთში არის მსგავსი ძალები. ანუ, ძალიან მრავალფეროვანი სურათია.

ცხადია, რომ გლობალისტური ბანაკი მაქსიმალურად ცდილობს საქართველოში რევანში აიღოს, მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი?

- თავისას შეეცდებიან, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია. რამდენიმე სცენარია, ესენი რომ დადიან და ერთი და იგივე გაცვეთილ მუსიკას უკრავენ და თავიანთ მიერ გამოთაყვანებული ახალგაზრდობით ცდილობენ რაღაცა მიზნების მიღწევას. ამით ცდილობენ მწყობრიდან გამოიყვანონ ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც გამოვა მორჩილებიდან და მიიღებენ თავისას, რაც ქვეყნისთვის იქნება ცუდი, ვგულისხმობ სამოქალაქო ანგარისწორებას. რაც სტადიონზე მოხდა, ესეც მათი ინსპირირებულია. ღიად წერდნენ ამას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი კრიზისის კონვერტაცია პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის - ეს არის ამათი პოლიტიკა.

ამის საპირისპიროდ რა არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა?

- „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის კუპირება ამ პრობლემების, ჩაახშონ ეს ცეცხლის ალები, რასაც აკეთებენ. მაგრამ ამის ასე დატოვება არ შეიძლება. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ეს პოლიტიკური ძალები გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან და აღმოცენდეს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების საშუალება საქართველოში, რჩეული გიჟები და აგენტურა არ გვყავდეს პოლიტიკურ ველზე, რომლებმაც დაღალეს საზოგადოება, დეგრადირება გამოიწვიეს. ჯაშუშები და მარგინალები გვყავს მედია სივრცეში, ენჯეო სექტორში და პატიებში, რაც უდიდესი პრობლემაა.

მარბიელი ფრანგმა დედაბერმა დასაჭერი რაც გააკეთა, ისაა, რომ პოლიციელის მკვლელი და პოლიციელისთვის მოლოტოვკით ცეცხლის წამკიდებლები შეიწყალა; არა აქვს მნიშვნელობა ეს ქრთამით გააკეთა, თუ ისე - თანამდებობის ბოროტად გამოყენება სახეზეა!
სხვა მას რა უნდა გაეკეთებინა ბიუჯეტთან შემხებლობა არ ჰქონოა და გადაწყვეტილების მიღებასთან
თავისი ჩიქორთულით რას იჯლოყინებს, ეს მხოლოდ საანეგდოტო თემაა
რაც შეეხება ბალტიისპირელებს - მოაგროვონ და დაალაგონ მათი ნათქვამი და ნამოქმედარი და ერთი მამალი ნოტა გამოაცხონ; თუ ისევ გააგრძელებენ, მაშინ მართლა უნდა გავწყვიტოთ დიპლომატიური ურთიერთობა ... ის ომობსო, ამათ რუსისი შიშისგან ფაღართი აქვთო... გაგონოლა?
1871 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომი ერთი დეპეშის გამო დაიწყო - ფრანგებმა ჩათვალეს, რომ ტექსტი მათი ეროვნული ღირსების შემლახავი იყო!
3 დღის უკან
ლაზი ბალტიის ქვეყნებს თავისი გაჭირვება და ინტერესები ამოძრავებთ: 1. მათ სრულად დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი, რასაც აღიარებს კიდეც ლანდსბერგისი; 2. ისინი ყველას შეტენიან რუსეთის ხორცსაკეპში, ოღონდ თითონ იყონ კარგად და რუსეთის ლანძღვის პარალელურად, იმავე რუსეთთან ვაჭრობით უდგათ სული. 3. ბალტიისპირელები არასდროს არავის მეგობარი არ ყოფილან. ისინი ყოველთვის ფუყედ იფხორებოდნენ და ზიზღით უყურებდნენ ყველას. თითქოს ვინმეს მაგათი რაიმე ვალი ჰქონოდეს. მაგათი ყველა დიპლომატი გასაძევებელია და გასაწყვეტია დიპ. ურთიერთობები.
რაც შეხება ზურაბიშვილს, განსაკუთრებული არაფერი ხდება. აბა გაიხსენეთ, რამდენი ვინმე იძახდა ნაპოლეონი ვარო და მერე რა!? მასაც მალე გაუვლის პრეზიდენტობის მოჩვენებები და დამშვიდდება.
არც გერმანიის სანქციებია დიდი ტრაგედია. შოლცი ზუსტად ისე იქცევა, როგორც ბაიდები იქცეოდა, მას დასაკარგი აღარაფერი აქვს. ასეა, შემოდგომის ბუზები მწარედ იკბინებიან.
2 დღის უკან