როგორ გამოვიმუშაოთ საკუთარი თავის პატივისცემა

როგორ გამოვიმუშაოთ საკუთარი თავის პატივისცემა

ცნობილია, რომ, თუ ქალი და მამაკაცი საკუთარ თავს პატივს სცემს, აუცილებლად უნდა იზრუნოს გარეგნობაზე. ხოლო იმისთვის, რომ ჩვენი თვითშეფასება მუდმივად ტონუსში იყოს, აუცილებელია, სათუთად მოვუაროთ იმ ბუნებრივ მშვენიერებას, რითაც ღმერთმა დაგვაჯილდოვა და ხელოვნურად დავიმატოთ ის სილამაზე, რაც ასე საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენმა გარეგნულმა ბრწყინვალებამ „შიგნიდანაც“ გამოანათოს.

მართალია, გარეგნული სილამაზე ქალისთვის მნიშვნელოვანი კოზირია, მაგრამ, ყოველთვის „გადამწყვეტი“ ვერ იქნება. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ შემდეგი „კანონები“:

1. საკუთარი თავის მიმართ კარგი ურთიერთობის კანონი -  ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს საკუთარი თავი, როცა კარგად გამოვიყურებით და უფრო მეტად ვცემთ თავს პატივს, როცა ვახერხებთ, საუკეთესო „ხედით“ წარვუდგეთ  საზოგადოებას.

2. ყურადღების მიზიდვის კანონი - როცა ვცდილობთ, მაქსიმალურად სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი გარეგნობა, ამით გარშემო მყოფთა აღიარებას ვეძებთ და, როგორც კი ვაღწევთ ამ მიზანს, ჩვენში იზრდება ღირსებისა და სიამაყის შეგრძნება.

3. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის შენარჩუნების კანონი - მოვლილი გარეგნობა ოსტატურად ფარავს ჩვენს გარეგან თუ შინაგან ხარვეზს. ამისთვის კი, გარეგნობის მოვლასთან ერთად, აუცილებელია შინაგანი მზადყოფნაც - არ დავკარგოთ თავის ფლობის უნარი ნებისმიერ სიტუაციაში. ამიტომ, ხანდახან საჭიროა, გულთან არ მივიტანოთ არასასიამოვნო ინფორმაცია.

4. პოზიტიური ანარეკლის კანონი - ჩვენი მორთვა-მოკაზმვის კვალდაკვალ თვითშეფასების კოეფიციენტი, რაც, საბოლოოდ, სარკეში ჩახედვის შემდეგ, უცბად გადაიზრდება სამყაროს ნათელ ფერებში აღქმაში.

5. პირდაპირი რესპექტ-დამოკიდებულების კანონი - თუ რეგულარულად, მონდომებითა და სიამოვნებით უვლით გარეგნობას, პარალელურ რეჟიმში იმატებს პატივისცემა და მოწიწება საკუთარი თავის მიმართ. და კიდევ: რაც უფრო ძვირფასი პარფიუმერიით, კოსმეტიკითა თუ აქსესუარებით გაანებივრებთ თავს, მით მეტად დააფასებთ თქვენს ღირსებებს.

დაიმახსოვრეთ ეს კანონები და შეეცადეთ, ჯერ თვითონ დარწმუნდეთ, რომ თავად სრულყოფილება ხართ, ნამდვილი ქალღმერთი. თუ ეს შეძელით, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ საზოგადოებაც და, რაც მთავარია, თქვენი ერთადერთიც, ასეთად აღგიქვამთ და მიგიღებთ.