დააკვირდით საკუთარი კანის ფერს

დააკვირდით საკუთარი კანის ფერს

თუ კარგად დააკვირდებით თქვენი კანის ფერს, შესაძლო ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ და მკურნალობის კურსს დროულად ჩაიტარებთ.

თუ კანმა მოყვითალო ფერი მიიღო, გამოიკვლიეთ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, რადგან, შესაძლოა, ანთებითი პროცესი უკვე დაწყებულია.

თუ ფერმკრთალი ხართ, სავარაუდოდ, ანემია გაქვთ და ეს ან რკინის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული, ან სასუნთქი პრობლემები გაწუხებთ. გამოიკვლიეთ ფილტვები და ბრონქები.

თუ სიმკრთალეს მოლურჯო ფერი გადაჰკრავს ტუჩებსა და ცხვირზე, ეს იმაზე მიგანიშნებთ, რომ გულის პრობლემა გაქვთ.

ფერმკრთალი კანი, მოლურჯო ლაქებით, იმაზე მეტყველებს, რომ სუსტი სისხლძარღვები გაქვთ და ორგანიზმს C და E ვიტამინები სჭირდება.

ადრეულ ასაკში დანაოჭებული კანი ქრონიკული დაავადებების გარეგანი გამოხატულებაა და მიანიშნებს, რომ ადამიანს დიაბეტი, ენდოკრინული და სხვა დარღვევები აღენიშნება.

მშრალი და დაჭიმული კანი კუჭის მოქმედების დარღვევაზე, კერძოდ კი, ქრონიკულ გასტრიტზე, კუჭის წყლულზე მიგანიშნებთ.

არათანაბარი და დატალღული კანის ფერი მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმში ტოქსინები და წიდებია დაგროვილი.

მოშავო ფერის კანი კი იმაზე მიანიშნებს, რომ თირკმელების უკმარისობა გაქვთ.

გამომშრალი კანი, რომელიც იქერცლება, იმუნიტეტის დაქვეითებასა და ავიტამინოზზე მიგანიშნებთ. ამ დროს მიიღეთ A და B ჯგუფის ვიტამინები.

ჩაშავებული და მოდუნებული კანი თვალების გარშემო თირკმელების ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს.

ცხიმიანი კანი ლიპიდური მიმოქცევის დარღვევის ნიშანია და ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

თუ კანზე დროდადრო ჩნდება ცხიმიანი ლაქები, ეს ალერგიის ბრალია.

კისერზე ან მკერდზე კანის გაწითლება ჰიპერტონიაზე მიუთითებს.

ხოლო, თუ ტანზე ან სახეზე მუწუკები გიჩნდებათ, ესე იგი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ და დროულად მიხედეთ.