არამიწიერი ცივილიზაციები ჩვენს გალაქტიკაში ათობით მილიარდია

არამიწიერი ცივილიზაციები ჩვენს გალაქტიკაში ათობით მილიარდია

ცოტა ხნის წინ ევროპელი სწავლულების ჯგუფმა განაცხადა, რომ „დასახლებულ ზონაში“, წითელი ჯუჯების 40 პროცენტის ირგვლივ, რომლებიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული ჩვენს გალაქტიკაში, ბრუნავენ ეგრეთ წოდებული „ზედედამიწები“, ესე იგი, პლანეტები.

ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი განლაგებულნი არიან კომფორტულ მანძილებზე თავისი ვარსკვლავიდან, რომელიც სიცოცხლისთვის საჭირო პირობებს უზრუნველყოფს და, რაც მთავარია, უშვებს შესაძლებლობას, იქ წყალი თხევად მდგომარეობაში არსებობდეს.

პირველად „ზედედამიწების” რაოდენობის დათვლა შეძლო გრენობლის პლანეტოლოგიისა და ასტროფიზიკის ინსტიტუტის სწავლულთა ჯგუფმა, ფრანგი ასტროფიზიკოსის, კსაფიე ბონფისის ხელმძღვანელობით.

ჩილეში, ლა-სილიეში, ევროპულ სამხრეთ ობსერვატორიაში, სამხრეთი ცის 102 ვარსკვლავის შესწავლის შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს კლდოვანი პლანეტების დიდი რაოდენობა, რომლებიც აღემატებიან ისეთ მასიურ გაზურ გიგანტებს, როგორიც ჩვენს მზის სისტემაში, იუპიტერი და სატურნია.

ყოველივე ამის მიუხედავად, კლდოვანი სამყარო, რომელიც ბრუნავს „წითელი ჯუჯების” ირგვლივ, აუცილებელი არაა, გამოსადეგი იყოს სიცოცხლისთვის. საქმე ისაა, რომ ეს ვარსკვლავები მნიშვნელოვნად ცივია, ვიდრე მზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პლანეტა, თხევადი წყლით, უნდა ბრუნავდეს ვარსკვლავთან უფრო ახლოს, ვიდრე დედამიწა - მზის გარშემო.

ამავე დროს, ვარსკვლავთან უშუალო სიახლოვე შეიძლება ძალზე სახიფათო იყოს, ვინაიდან პლანეტის ზედაპირს შეუძლია, შთანთქას დამანგრეველი რენტგენისა და ულტრაიისფერი გამოსხივების დიდი რაოდენობა.

თუმცა, სწავლულები, როგორც ყოველთვის, ოპტიმისტები არიან: თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 160 მილიარდი „წითელი ჯუჯაა”, პოტენციური დასახლებული სამყაროების რაოდენობა ძალზე დიდია.