ფსონი ისევ ზურაბიშვილზე დაიდო - წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლა ოპოზიციას უკვე ჩვევად ექცა

ფსონი ისევ ზურაბიშვილზე დაიდო - წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლა ოპოზიციას უკვე ჩვევად ექცა

რა მოხდება 31 მარტს და რატომ აჩენს საზოგადოებაში ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია განცდას, რომ ამ დღეს მოსახლეობას რაიმე მნიშვნელოვან სამოქმედო გეგმას შესთავაზებენ? რეალურად, ჯერ კიდევ არავინ იცის, რას იტყვის ზურაბიშვილი და რა სახის ერთიანობაზე მიანიშნებს. თუკი 31 მარტს რუსთაველზე არ მივიდა ბევრი ხალხი, გახდება თუ არა ეს ოპოზიციის საბოლოო კრახის მიზეზი და ისედაც დაქსაქსულ ოპოზიციას კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ შედეგს მოუტანს?

სულ ბოლოს სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერი ლიდერები 14 მარტს შეხვდნენ. 15 მარტს კი, მეხუთე პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსს, სადაც ის აღნიშნავს, რომ შეხვედრების მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა და რომ მისი მიზანია არა „ყალბი გაერთიანება“, არამედ „ძლიერი კოორდინაციაა“, რამაც ქვეყანა ახალ არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს. ამან კი ოპოზიციაში გაურკვევლობა და ზურაბიშვილის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებები გამოიწვია.

მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე. ხოლო მათი გეგმა გეგმის არარსებობა, უცხოეთიდან მიღებული დავალებები და ხალხის მოტყუებაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი კრიტიკის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილისგან 31 მარტს უკეთესი კონსტრუქციის შეთავაზებას ელის. მის მიმართ პარტიაში მეტი მოლოდინი და უკმაყოფილებაც აქვთ.

„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, 31 მარტს მისგან უკეთესი კონსტრუქციის შემოთავაზებას ველოდებით. არსებობს კონკრეტული საკითხები, რომლის მიხედვითაც მას ყოველთვის გავაკრიტიკებთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის არშეწყალებას გულისხმობს. აღმოჩნდა, რომ ამ შეწყალებას სამართლებრივად ქონია ფასი, იმიტომ რომ ამ შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდნენ. საქართველოში ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს, ამიტომ გვაქვს უფრო მეტი მოლოდინი მის მიმართ და უკმაყოფილებაც“, - განაცხადა პარტიის წევრმა ლევან სანიკიძემ.

ოპოზიციის მიერ საზოგადოებისთვის შექმნილ მოლოდინს, რომ 31 მარტს ბევრი ხალხი მივა აქციაზე და იქ ზურაბიშვილი რაღაც მნიშვნელოვანი ერთობის შესახებ განცხადებას გააკეთებს, ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძისთვის წამგებიანი სვლაა. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ მსგავსი ფუჭი იმედის მიცემა საკუთარი ამომრჩევლისთვის ოპოზიციას არაერთ მძიმე შედეგად დაუჯდა.

„ოპოზიციამ და სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყეს საზოგადოებისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, თითქოს 31 მარტს იქნება ძალიან გადამწყვეტი დღე, რაღაცა მნიშვნელოვანს გამოაცხადებენ და ძალიან ბევრი ხალხიც მივა. ეს თავშივე მცდარი სვლაა, რადგან თუ 31 მარტს აქციაზე ცოტა ხალხი მივიდა, ოპოზიციის იმიჯზე ძალიან მძიმედ იმოქმედებს, ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციისთვის ეს იქნება კიდევ ერთი დიდი კრახი, რამაც შესაძლოა, პოლიტიკურად დიდი დარტყმა მიაყენოს,

ისედაც ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციის კიდევ უფრო დაქსაქსვას გამოიწვევს და დაშლის მიზეზი გახდება. ბევრი ხალხი იმ შთაბეჭდილებას მაინც შექმნის, რომ ოპოზიციას მხარდამჭერების შეგროვება მაინც შეუძლია, მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხეს, მაშინ ოპოზიციონრები ერთმანეთის ბრალდებაზე გადავლენ და განტევების ვაცად ზურაბიშვილს გამოიყვანენ, რომლის მიმართაც შეტევა „ნაციონალების“ მხრიდან უკვე ვიხილეთ. ამიტომ მე მათ ადგილას ასეთ ილუზიას და განცდას ხალხს არ შევუქმნიდი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ

მისივე თქმით, ზურაბიშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ვერც გეგმა აღირსეს საკუთარ ელექტორატს და არც შედეგი ჩანს. ამიტომ საერთოდ გაურკვეველია ზურაბიშვილი 31 მარტს რის გამოცხადებას აპირებს.

„სამწუხაროდ, ზურაბიშვილზე ფსონის დადება და იმის მოლოდინი, რომ ის რაღაცა გეგმას წარმოადგენს, ძალიან დიდი შეცდომაა. ზურაბიშვილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის იმ დონის ფიგურა და ლიდერი, რომლის სიტყვასაც ფასი აქვს. მან წლების წინ სააკაშვილის ხელისუფლებაზე გაბრაზებულმა თქვა, ქაჯები კი არ მიდიან, მოდიანო, და მეორე დღეს ნახევარი თბილისი იპოდრომზე, მის გვერდით დადგა. ეგ იყო და ეგ... იმ დღეს რა რაოდენობის ხალხიც გამოვიდა იპოდრომზე, იმდენიც ვეღარ შეკრიბა შემდგომ დღეებში, იმიტომ რომ არსებითი ვერაფერი შესთავაზა. მან ხალხს უთხრა, მოვიდეთ და ყვავილები მოვიტანოთო და წინააღმდეგობის მუხტი იქვე ჩაახშო. ჩვენმა პოლიტიკოსებმა ერთი რამ ვერ გაიაზრეს, რომ მხოლოდ საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება ვერ იქნება ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოყვანის მიზეზი. ჩვენმა მოსახლეობამ ამ ოპოზიციისგან ვერასდროს მოისმინა გააზრებული გეგმა, იდეები, სქემები, თუ „ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ რას აკეთებენ. ესენი ხალხს სთხოვენ ყველანაირი გეგმის გარეშე გაგვაშვებინეთ ეს ხელისუფლება და ჩვენ მოგვიყვანეთო. ხალხი ეკითხება, რატომ თქვენ რას გააკეთებთ უკეთესადო და პასუხი არა აქვთ. ასეთ ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ხალხი, მიუხედავად ხელისუფლების უკმაყოფილებისა, მათ ბრმად გაჰყვება“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, როცა დიდი საპროტესტო ტალღა ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას ძალაუფლების დათმობას აიძულებს, ხელისუფლება ფსიქოლოგიური ზემოქმედების გავლენაში ექცევა. ასეთ გავლენას კი „ოცნების“ ხელისუფლებაზე ვერ ახდენენ და ამას ვერც 31 მარტს შეძლებენ.

„თავიდან გვახსოვს როგორი ბევრი ხალხი გამოდიოდა ქუჩაში. თუმცა ეს ემოცია ნელ-0ნელა განელდა. მიზეზი არის ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდა, „ქართულ ოცნებაზე“ ფსიქოლოგიური ზეწოლა ვერ მოახდინა. თავიდან „ოცნებას“ ჰქონდა ნამდვილად მწვავე რეაქცია და გვახსოვს ეს დაპირისპირება სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის, თუმცა ნელ-ნელა საკუთარი ემოციის მართვა ხელისუფლებამ ისწავლა. რუსთაველზე ხალხი მიდის და მოდის, თუმცა არსებითად არაფერი იცვლება. ბევრს უკვე მოჰბეზრდა კიდეც უმიზნოდ სიარული და ოპოზიციის კრიტიკა მათივე ამომრჩევლებმა ღიად დაიწყეს. ერთი კაცი არ გამოჩნდა ოპოზიციურ ველზე, ვინც რამე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წარადგენდა. ზურაბიშვილის გეგმა, ქარტია და ათასი სხვა ვნახეთ, რასაც სერიოზულად ხალხი კი არა თავად ოპოზიცია არ იღებს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ზურაბიშვილმა 31 მარტს ოპოზიციური ერთობის შესახებ განცხადებაც რომ გააკეთოს, ესეც ვერაფერს შეცვლის.

„საერთოდ, არაფერ შუაშია ერთობის შექმნა იმ პრობლემებთან, რაც ახლა ოპოზიციურ ველზეა. პირიქით, შესაძლოა, მათ ამომრჩევლებს ეს არც გაუხარდეთ. განსაკუთრებული მიუღებლობა კი საზოგადოებაში „ნაციონალებს“ და მათ განშტოებებს აქვთ. ამიტომ ოპოზიცია ახლა მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც უცხოელები სთავაზობენ, კი არ ფიქრობენ, წამგებიანი იქნება თუ მომგებიანი, ბრმად ასრულებენ მითითებებს. ეს კი შესაძლოა ქართველი ხალხისთვის სრულიად მიუღებელი იყოს. მათ ისიც არ იციან, რა სურთ მათ ამომრჩეველს. საერთოდ, წინასაარჩევნო კამპანიაც კი არ ჩაუტარებიათ“, - ამბობს საყვარელიძე.

თომა სანიკიძის ნაბუშარო მიაფსი მამაშენს.
1 დღის უკან
Gami " ბრძენი" მამისაც არ ჯერა, ამ უხეიროდ გაკეთებულს.
22 საათის უკან
Gami ახლა ყველამ წარმოვისახვოთ სალომე ბაბოს შემოთავაზებული "ახალი კონსტრუქცია"-- ჩვენს მტერს და ავს...
22 საათის უკან
Gami გავარტყი ყველა ხალხს, ვინც ამ დეგენერატებისგან ილუზიას იქმნის.
22 საათის უკან