უსახლკარომ 2 მილიონი დოლარი მოიგო და თანხა გაჭირვებულებს დაურიგა

უსახლკარომ 2 მილიონი დოლარი მოიგო და თანხა გაჭირვებულებს დაურიგა

55 წლის უნგრელი ლასზლო ანდრასჩეკი გუშინ უსახლკარო იყო და საკვებს ნაგავსაყრელზე ეძებდა, დღეს კი მილიონერია და მდიდრული აპარტამენტის შეძენა შეუძლია.

ანდრასჩეკი დიდხანს ყოყმანობდა, რა ეყიდა უკანასკნელი ხურდით - საკვები თუ ლატარეის ბილეთი. მან ბილეთი შეიძინა და ჯეკპოტის წყალობით ერთ ღამეში გამდიდრდა, 2.70 მილიონი დოლარი მოიგო. ის 7 წელი უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ამასთან, გამოუსწორებელი ლოთი იყო და სასმელი რომ ეყიდა, ფულს ხშირად სესხულობდა. 

ლასზლომ ჯეკპოტი რამდენიმე თვის წინ მოიგო, მაგრამ ჟურნალისტებმა ის მაშინ გაიცნეს, როდესაც შეიტყვეს, რომ უცნობმა მამაკაცმა დიდი რაოდენობის ფული უსახლკაროთა თავშესაფარში გადარიცხა. დღეს საკუთარ ბიზნესს ფლობს და ცოლთან ერთად იტალიაში მოგზაურობას გეგმავს.


"ამბობენ, ფული ყველას ცვლისო, მაგრამ ჩემში არაფერი შეცვლილა. გავმდიდრდი, მაგრამ ფულს შემოწირულობებში ვხარჯავ, რადგანაც ვაცნობიერებ, რომ ეს თანხა არ გამომიმუშავებია, ღვთისგან ნაბოძებია", - ამბობს ის.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.