აგრესიული ლიბერალიზმის სათავო ოფისი ბრიუსელი გახდა. აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელება უკვე ბრიუსელიდან ხდება და საშიში სახე მიიღო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიუსელის ლიბერალური ელიტა ხელისუფლებაში ვერ დარჩება და ცვლილებების გარეშე ევროპა თვალწინ დაიშლება.
„ევროკომისიას ჯორჯ სოროსის აგენტების ქსელი უნდა ჩამოაშორონ, ევროპარლამენტიდან კორუმპირებული ლობისტები უნდა გააძევონ და ევროკავშირის პოლიტიკაზე უცხოური ფულის გავლენა უნდა აღკვეთონ. ევროკავშირი არ შეიძლება იყოს ფინანსური ქსელი, რომელიც შექმნილია ეროვნული მთავრობების დასუსტებისთვის. ბრიუსელში პროგრესული ეპოქა დასრულდა. ატლანტიკის გასწვრივ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში პატრიოტული გარდაქმნა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
გლობალურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპას დღეს ახალი პატიროტული ლიდერი სჭირდება. დღეს არსებულ ევროპასთან მოლაპარაკების განახლებას არ გეგმავს საქართველო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ უთხრა ქართველ ამომრჩეველს, რომ თუ გაიმარჯვებდა „ქართული ოცნება“ და ხელისუფლებაში არ დაბრუნდებოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ევროინტეგრაცია იქნებოდა შეჩერებული.
„მან თქვა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში იყო შეჩერებული ევროინტეგრაცია. მან აქვე დაამატა, რომ უნდა იაქტიუროთ არჩევნების დღეს იმისათვის, რომ შეცვალოთ ეს მოცემულობა. ანუ, პირდაპირ უთხრა ამომრჩეველს, რომ თუ „ქართული ოცნება“ დარჩებოდა ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში, დარჩებოდა შეჩერებულ მდგომარეობაში ევროინტეგრაციის პროცესი და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა აღდგენილიყო ეს შეჩერებული პროცესი, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისგან ითხოვს სამართლიან მიდგომას და იმ პრობლემების, მუქარების, რისკების გაანალიზებას, რომლებიც ქვეყანას აქვს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებიც რეგიონში ვითარდება. სამხარაძის თქმით, საქართველოს მხრიდან არის სრული მზაობა, იმუშაოს ევროკავშირში სრულფასოვან ინტეგრაციაზე.
„სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან კეთდება ხოლმე ხანდახან არაერთგვაროვანი განცხადებები, თუნდაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომ, ერთი მხრივ, როდესაც შენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას ეძახი, მაგალითად, მაშხალების სროლას, პოლიციელებზე შეტევას და პარლამენტის შენობის დაზიანებას, მეორე მხრივ, ბევრად უფრო ნაკლები ხარისხის შეტევა იყო ევროკავშირის ოფისზე სოფიაში და ეს წარმოჩენილია, როგორც ვანდალიზმი.
ეს არის ორმაგი სტანდარტების გამოვლინება. შესაბამისად, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ფაქტების სწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. მას შემდეგ, რაც „ფარას“ მივიღებთ მესამე და საბოლოო მოსმენით, გამჭვირვალობის კანონი უქმდება. „ფარასთან“ დაკავშირებით ჩვენ ვერავისგან ვერ მოვისმინეთ, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო აქვთ. ახლა უკვე საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რადგან თუ ისინი გულწრფელად მხოლოდ ამ კანონის გამო იყვნენ აღშფოთებული და ამ კანონის გამო იყო ეს პროცესი შეჩერებული, მაშინ ეს კანონი აღარ იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის დავით კუხალაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნების სამხედრო და პოლიტიკური დაზვერვის ინტერესებში შედის თავდაცვის სამინისტროს, სპეციალური სამსახურების, პოლიციურ, პროკურატურის და სხვა უწყებებში დასაქმებულთა გადაბირება; მაკომპრომეტირებელი მასალებით შანტაჟი, უკანონო გადაწყვეტილებების მისაღებად, სამუშაო პროცესის საბოტაჟირებისათვის; სადაზვერვო შეღწევადობით ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ორგანიზებულ პროცესებში ჩართვა.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედებების განხორციელების ხელშემწყობ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, სამიზნე ქვეყნის, ობიექტი სტრუქტურის თანამშრომელთა მხრიდან უარყოფითი განწყობები ხელისუფლების წევრებისადმი; ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკური კურსისადმი უარყოფითი განწყობები; ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში პირდაპირი ან ფარული მონაწილება.
„სამიზნე ქვეყნის სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყების მხრიდან ჩამოთვლილი პროცესების ირგვლივ დროულობით, სანდოობით და სრულყოფილებით გამორჩეული აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობის და სამართლებრივი რეაგირების პროცესების შეფერხებით წარმოება საერთოდ გამორიცხვა პოლიტიკური და სამხედრო დესტაბილიზაციის პროცესების მოხდენაზე ხელშეწყობას ნიშნავს. უმეტეს შემთხვევაში ამ მოცემულობის არსებობისას ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა დაინტერესებული უცხო ქვეყნის სადაზვერვო ორგანიზების ქვეშ მიმდინარეობს.
იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის ძირითადი ელიტა, ვინც არის მართვის ვერტიკალში, მტრულ განწყობაშია საქართველოსთან, ახორციელებს და აგრძელებს მტრული აქციების განხორციელებას. შესაბამისად, ეს ძალები წარმოადგენენ იმ ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც ასევე მტრულად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ და აქიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საფრთხე“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია და მას დახურული წყაროების მეშვეობით აქვს ამის საშუალება, რომ მისი ინფორმაციის ნეიტრალიზაცია განახორიციელოს, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც ქვეყნის ეროვნული უსაფრხოებისათვის არის მიზანშეწონილი.
„მე რა ინფორმაციაც მაქვს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ ამ შემთხვევაში, მაღალი რისკის შემცველია ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკება. ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - ევროპისათვის იმდენად კრიზისულია ვითარება, რომ უკრაინის მსგავსი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, რაღაცა მაღალი დონის პერსპექტივებზე ევროკავშირთან საუბრის და ურთიერთობის განახლების კონტექსტში ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან დიდი პერსპექტივა არ გააჩნია. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმ ძირითად და მნიშვნელოვან ინფორმაციებზე, რომელიც „საიდუმლო“ გრიფით უნდა გააჩნდეს ხელისუფლებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ასე ხდებოდა ისტორიულად - კვდება ერთი და მოდის მეორე. მისი თქმით, მომაკვდავი იდეოლოგია ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს იდეოლოგიას, რომელიც შემოდის.
„სხვათა შორის, ლიბერალიზმი თავის დროზე პროგრესული იდეოლოგია იყო, მაგრამ როგორც ადამიანი იბადება, ბერდება და კვდება, ასევე არის ნებისმიერი იდეოლოგია. ნებისმიერმა იდეოლოგიამ იცის გაფეტიშება და შემდეგ ხდება ის, რაც მოხდა. ნახეთ, რაც დაემართა ფაშიზმს და კომუნიზმს, იგივე ემართება ლიბერალურ ფაშიზმს. ლიბერალიზმი გადაიქცა ლიბერალურ ფაშიზმად და ამის დამადასტურებელი არაერთი მაგალითი გვაქვს.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება აშშ-ში მოვლენები. დღეს ტრამპის გუნდს უკან დასახევი არ აქვს, დაიხევს და გაანადგურებენ. მართალია ეს დროებითი იქნება და ვერც ერთ შემთხვევაში „დიფ სთეითის“ იდეოლოგია მომავლის იდეოლოგია ვერ იქნება, მაგრამ ეს გამოიწვევს ძალიან დიდ მსხვერპლს. ამიტომ, ტრამპის გუნდმა უძლიერსი დატყმები განახორციელა და ჩანს, რომ ამაზე არც შეჩერდება.
ისინი უპირველესად შეუტევენ იმ უზარმაზარ მონსტრებს, რომლებიც აქაც არიან. აგერ, რუსთაველზე არიან, დაძრწიან ყოველ საღამოს, იფურთხებიან, იგინებიან, ბილწსიტყვაობენ, ხტიან, რას აკეთებენ თავადაც არ იციან და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, როდესაც სწორედ იმ ბრიუსელში მოიყარა იმ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ნაგავმა თავი, რომლებიც წარმოადგენდნენ ამ კოლექტიურ „დიფ სთეითს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.