„ფონდები დაყადაღდა, რომლებიც ამ აქციებს აფინანსებდნენ - ჯერ შემორჩენილი აქვთ ცოტაოდენი თანხები, როგორც კი ესეც ამოიწურება, მაშინვე დასრულდება ეს პროტესტიც“

„ფონდები დაყადაღდა, რომლებიც ამ აქციებს აფინანსებდნენ - ჯერ შემორჩენილი აქვთ ცოტაოდენი თანხები, როგორც კი ესეც ამოიწურება, მაშინვე დასრულდება ეს პროტესტიც“

უკვე 112 დღეა, რაც პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მომიტინგეთა მოთხოვები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებული პირები. ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი მიმდინარე საპროტესტო აქციებს უპერსპექტივოს უწოდებს და ამბობს, რომ საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში მინავლებულია. ამასთან, ფონდების დაყადაღების შედეგად, დაფინანსების წყაროს გაქრობა, რომელიც მათი მტკიცებით, სწორედ ამ ფონდებიდან მოდიოდა, ხელს შეუწყობს ამ პროცესის დასრულებას. შესაბამისად, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა რეალობისგან შორს არის.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს არ არსებობს პროტესტის ის მუხტი, რომელიც ქართულ ოცნებას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აიძულებდა. მისი შეფასებით, მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან რეალურად ოპოზიციური, პოლიტიკური პარტიები დგანან:

ამ აქციების შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მრავალრიცხოვანი იქნება ეს აქციები, რამდენად მოიცავს სრულად ჩვენი საზოგადოების ანგარიშგასაწევ სეგმენ, რომ შემდეგ ეს ფაქტორი ხელისუფლებისთვის გახდეს ანგარიშგასაწევი გარება იმისათვის, რომ განსჯის საგნად აქციოს მონაწილეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ჯერჯერობით, თუ ვისმჯელებთ აქციის მონაწილეთა რაოდენობით, ასევე ჩვენი საზოგადოების რა ჯგუფები და სეგმენტი მონაწილეობ მასში, როგორი არის აქციების მხარდაჭერის ხარისხი - ვხედავ, ეს ხელისუფლებას არ უჩენს იმის მოტივაციას, რომ სერიოზულად დაფიქრდეს აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესრულებაზე, ან სულ მცირე, დაჯდეს მოლაპაკების მაგიდასთან, რომ განიხილონ ვარიანტები.

ფონდების დაყადაღების შედეგად, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ დაფინანსება, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, პოლიტიკური უზრუნველყოფა, საზღვარგარეთ მხარდაჭერის მოპოვება - ეს ყველაფერი პოლიტიკური ოპოზიციის მხრებზეა. ის, რომ ისინი უშუალოდ არ ჩანან აქციაზე, არ ნიშნავს, რომ არ დგანან ამ აქციების უკან.

უახლოეს მომავალში, თუ ყველაფერი ისე შენარჩუნდა, როგორც ახლა არის, წნეხი არ გაიზარდა და ეს აქციები არ გახდა სერიოზული მოივატორი, არ მგონია, რომ არსებული სტატუს- შეიცვალოს. საკმაოდ მოწყვლად მდგომარეობაშია ოპოზიცია, რომელიც ჯერჯერობით ვერ ახერხებს ვერც საზოგადოების ფართო მხარდაჭერის მობილიზებას და ვერც დასავლეთთან იმ შედეგის გამოვაჭრებას, რასაც ის ბოლო პერიოდში ცდილობდა, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ მიმდინარე აქციები გარედან არის მართული, თუმცა, მისი შეფასებით, მალე ის დაფინანსება, რასაც აქციის მონაწილეები იღებენ, სრულად შეწყდება და შესაბამისად, საპროტესტო აქციებიც საბოლოოდ დასრულდება.

ეს არის მინავლებული პროტესტი, რომელიც თავის დროზეც არააობას წარმოადგენდა, რადგან ეს იყო არა ქვეყნის შიგნით ქართველი ხალხის მოთხოვნა, არამედ გარედან დაკვეთა - დიფ სთეითის ძალის დაკვეთა, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან შეუწყდათ ის დახმარებები, რომლის მეშვეობითაც ახერხებდნენ ჩაეტარებინათ პოლიტიკური აქციები - ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო გარედან მართული პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარება.

ფონდები დაყადაღდა, რომლებიც ამ აქციებს აფინანსებდნენ - ჯერ შემორჩენილი აქვთ ცოტაოდენი თანხები, როგორც კი ესეც ამოიწურება, მაშინვე დასრულდება ეს პროტესტიც. ეს ადამიანები მოითხოვენ პოტენციურ ომს ნოემბრიდან დაწყებული დღემდე. ყველამ კარგად ვიცით რატომ უნდოდათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა - იმისათვის, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ომში, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

ქართული ოცნების დეპუტატის, ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქციები არ იყო არც მაშინ და არც ახლა სპონტანური. მისივე შეფასებით, აქციები არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული. როგორც ბოჟაძემ აღნინა, „ფონდები აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ფორმით ახალისებდნენ“.

სხვადასხვა ფორმით ახალისებდნენ იმ ადამიანებს, ვინც აქციებში მონაწილეობს. როდესაც ასეთი ფონდები ახდენენ იმ რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას, აღჭურვას, შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას, მათ შორის, გახსოვთ თქვენ, გამოყენებული იყო პიროტექნიკა, ლაზერები, ნიღბები და .. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქციები არ იყო არც მაშინ და არც ახლა სპონტანური. აქციები არის ორგანიზებული, დაფინანსებული სწორედ იმ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით, ვგულისხმობ, კოლექტიურნაცმოძრაობას“, - განაცხადა ბოჟაძემ.