გიორგი მუსხელიშვილმა კომპანია ,,GWP' - ს ანგარიში მოისმინა

გიორგი მუსხელიშვილმა კომპანია ,,GWP' - ს ანგარიში მოისმინა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი  მოადგილე კომპანია "GWP” - ს და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა და ბაგებში მდებარე კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა კორპუსებში წყლის ცენტრალური მილის მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა.

როგორც კომპანია "GWP“-ს წარმომადგენელმა განმარტა, აღნიშნულ ობიექტზე გარე სამუშაოები დასრულებულია და მომავალი კვირიდან შიდა სისტემის შეცვლა - განახლება დაიწყება.

"ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება მოვახდენოთ ამ კორპუსების მუდმივი წყალმომარაგება. ცენტრალური მილის გაყვანა უკვე დასრულებულია, მომავალი კვირიდან კი დაიწყება შიდა სამუშაოები. მოეწყობა ახალი სატუმბი სადგური და ყველა სართული უპრობლემოდ მიიღებს წყალს“, - განაცხადა "GWP’’-ს ტექნიკური დირექტორის მოადგილემ ომარ გოცირიძემ.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი მუსხელიშვილს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საკრებულოს ჩართულობამ დიდი როლი ითამაშა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში . დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, წყლის კომუნიკაციების მოწესრიგებას კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა სხვა კორპუსებიც საჭიროებენ.

"ეს პრობლემა მხოლოდ ბაგებში არ არსებობს. ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ დევნილებს და იმედი მაქვს, რომ საკრებულოს, გამგეობებისა და კომპანია " GWP“-სერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე ყველა ლტოლვილს ექნება საშუალება კომფორტულ გარემოში იცხოვროს“,- განაცხადა როსტომ კობახიძემ.

დღევანედლი შეხვედრა დადებითად შეაფასა საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი მუსხელიშვილის თქმით, საკრებულო ყოველთვის განახორციელებს ანალოგიური სამუშაოების მონიტორინგს.

"დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს მინიმუმამდე დავიყვანოთ ის პრობლემები, რაც ბაგებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებთ. პირველი ნაბიჯები გადაიდგა და მადლობას ვუხდი კომპანია ”ჯორჯიან უოთერ & ფაუერს” ოპერატიული მუშაობისთვის.

მივიღე ინფორმაცია, რომ უკვე კაპიტალურად შეკეთდა ცენტრალური მილი. შემდეგი ეტაპი კი კანალიზაციის სისტემის დამონტაჟებასა და  მის რეაბილიტაციას მოიცავს. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის პრობლემები დღეს არ უნდა არსებობდეს, ამიტომყველანაირად გვერდში დავუდგები მოსახელობას და პირადად გავაკონტოლებ მიმდინარე სამუშაოების თითოეულ დეტალს“, - განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა და აღნიშნა, რომ ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.