საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩევა განათლება და მეცნიერება. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყოველი ახალი განათლების მინისტრი აანონსებს რეფორმებს, რომელიც მორგებული იქნება საქართველოზე, მაგრამ დაპირება ამ დრომდე დაპირებად რჩება. ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ 21-ე საუკუნის უმთავრეს გამოწვევად რჩება განათლება და მეცნიერება.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ბატონო რამაზ, როდესაც ვასუბრობთ განათლების სისტემის შეცვლაზე, ვიცით როგორი განათლების სიტემა გვინდა?
რამაზ საყვარელიძე: პირველი, რაზედაც ვლაპარაკობთ, გასარკვევია, რად გვინდა განათლება. როდესაც საბჭოთა სისტემაზე ვლაპარაკობთ, ევროპას ჰქონდა მიდრეკილება, რომ მთავარია, ზოგადი განათლება და საბჭოთა სისტემასაც ზოგად განათლებაზე ჰქონდა აქცენტი, როგორც სკოლაში, ისე უმაღლეს სასაწავლებლებში - უფრო სკოლაში და ნაკლებად უმაღლესში. ამავე დროს საბჭოთა სისტემას ვიწრო სპეციალისტი არ გამოსდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ რაკეტების ქვეყანა გახდა საბჭოთა კავშირი, მას მერე, რაც მოიშალა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მოიშალა განათლების სისტემაც რამდენიმე წერტილში.
როგორ შეეხო საბჭოთა კავშირის მოშლა განათლების სისტემას?
- საერთო განათლების თემისა და გარდა ამ ევროპული ტრადიციისა, ამოტივტივდა კიდევ ვიწრო სპეციალიზაცია სხვა ტრადიციიდან, კერძოდ იაპონიიდან. მათთან იყო ძალიან ვიწრო სპეციალიზაცია და აღმოჩინეს, რომ ვიწრო სპეციალიზაციის პირობებში ინტელექტი არ მუშაობს. შემოქმედებითი აზროვნება არ აქვს ადამიანს და ამ ხარვეზის აღმოფხვრისთვის შემოიტანეს მკაცრი განათლება. ანუ, ერთი კუთხიდან ყურება კი არა, მათ შორის ბევრი სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის ჰუმანიტარული კუთხეებიდან პრობლემის ანალიზი უფრო შედეგიანია, ვიდრე სიახლის დამნახავი ინტელექტის კომფორმიზმი. ეს შემოვიდა იაპონელების მხრიდან.
ჩვენ არც ერთი გვაქვს, არც მეორე და არც მესამე დღეისთვის. არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენთან ძალიან თვალში საცემია და მსოფლიოში მეტ-ნაკლებად. კერძოდ, მეცნიერების დასუსტება ამ ყველაფერში. მეცნიერება მიაწებეს უმაღლესებს. ამ დროს უმაღლესს თავისი ინტერესი აქვს, ასწავლოს, გადასახადი გაუზარდოს კარგი სწავლების ხარჯზე სტუდენტს და ა.შ. თუკი ეს ინტერესი არ დაიკმაყოფილა, პირველი, რასაც ურტყამს უმაღლესი სასწავლებელი, არის მეცნიერული დაწესებულება.
თავის დროზე სააკაშვილმა ილიაუნში 4 თუ 5 სამეცნიერო ინსტიტუტი გადაიყვანა და მათ შორის ფსიქოლოგიის. მაშინ გათბობა არ ჰქონდა და ფული დასჭირდათ გათბობის შესაყვანად. ამიტომ ადგა და გაუშვა ამ ინსტიტუტების ხალხი უხელფასოში და მათი ფულით მერე რაღაცები აკეთა. აი, ეს არის მაგალითი იმისა, რომ მეცნიერება განწირული იქნება თუკი უმაღლესებს მიაწებებ.
ბატონო რამაზ, დასავლეთში როგორ არის? მაშინ ხომ ყველაფერი თითქოს დასავლეთის სტანდარტით გავაკეთეთ...
- დასაველეთში ასე არ არის. მეცნიერებას, როგორც სასწავლო პროცესში, ისე საზოგადოებრივში, თავისი დამკვეთები ყავს, გრანტები აქვს და მეტ-ნაკლებად, უმაღლესები ინარჩუნებენ მეცნიერებას. თუმცა, არ ვიცი, იქ შეძლება კრიტერიუმიც კი არის ჩადებული, რომ მეცნიერება განავითაროს უმაღლესმა. ყოველ შემთხვევაში, თუ ასეთი დამატებითი მექანიზმი არ იქნა, უმაღლესი მეცნიერებას ქათამივით პირველი გაჭირვების შემთხვევაში კისერს წააგლეჯენ და არასოდეს არ იქნება მეცნიერება. არ იქნება მეცნიერება და არ იქნება უმაღლესებში მასწავლებლები.
ახლაც უმაღლესებში უმეტესწილად, ენჯეოები ჰყავთ მასწავლებლად. ენჯეო სექტორი არ არის აკადემიური დაწესებულება, შეიძლება რაღაცებს იკვლევს, მაგრამ არაკადემიურად იკვლევს. გენდერული განსხვავებები, ქალი იჩაგრება თუ კაცი და ა.შ. აკადემიური მხარე ამას არ აქვს. უფრო პოპულარული მხარე აქვს.
ენჯეოების აკადემიურ პერსონალში გადადინება რა შედეგს იძლევა სრულფასოვანი განათლების კუთხით?
- არაფერს. შეიძლება ძალიან დაბალი შედეგი მოგვცეს, რაც უკვე გვაქვს მეტ-ნაკლებად. დღეს, რა დისერტაციებიც კეთდება, თავის დროზე დიპლომებად არ კეთდებოდა ასეთი დონის ნაშრომები. ძალიან დაეცა მეცნიერების დონე - ყოველ შემთხვევაში ჰუმანიტარულებში. აი, ეს თუ არ ამოიქაჩა, ვიმეორებ, ნორამლური მასწავლებელი აღარ ეყოლება ქვეყანას, მით უმეტეს ჰუმანიტარულებში. რატომ მოვიყვანე იაპონიის მაგალითი? - იაპონიამ ყველა სპეციალობაზე ჰუმანიტარული განათლება გახადა სავალდებულო. იაპონიის მიბაძვით ანალოგიური რამ სხვა ქვეყნებმაც გააკეთეს.
ახლა ჩვენთან სამედიცინოზე არის ექიმების მომზადების ამერიკული კურსი, იქ პირველიყოფილი ადამიანებიდან დაწყებული, ორი წელიწადი ისტორიის და კულტურის სწავლება მიდის ინტენსიურად. მერე შეაქვთ უკვე სამედიციონო დარგი და რატომ? ისევ და ისევ იმიტომ, რომ გაფართოვდეს საგნის აღქმის ჰორიზონტი, რომ კბილის ექიმმა მთელი კბილი იცოდეს და არა ერთი კბილი, რომელსაც უტრიალებს. ამიტომ, ზოგადობის დანახვა ძალიან ძნელია დღევანდელ პირობებში უცხოეთშიც კი, ხოლო საქართველოზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
შესაბამისად, ასეთი ჰუმანიტარული ამბების დაკოჭლებით ჩვენ ევრისტულობასაც დავკარგავთ საზოგადოებაში. იმიტომ, რომ ჰუმანიტარული განათლება კარგი გაგებით იძლევა დილეტანტურ ცოდნას ბევრ სფეროში. წაიკითხავს ისტორიულ რომანს და იმ ისტორიულ მოვლენაზე ადამიანს წარმოდენა აქვს. არ არის აუცილებელი დაამუშაოს ისტორიული ნაშრომები. შესაბამისად, კარგი გაგებით, დილეტანტური ცოდნა უგროვდება ჰუმანიტარული განათლების მქონე ადამიანს, რაც მერე ხელს უწობს ევრისტულ აზროვნებას. საუაბრია ზოგად ცოდნაზე და აი, ამ ზოგადი ცოდნის დეფიციტი არის. თუკი არ გექნება ჰუმანიტარული განათლება, ყოველთვის კრიზისი გექნება საქართველოში.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჰუმანიტარული განათლების კრიზისი გვაქვს საქართველოში?
- რა თქმა უნდა, ისევე როგორც ფიზიკა-მათემატიკის პროფილშიც. ადგილები რჩება კონსკურსების დროს. ეს ორივე მხარე უკვე ამწიფებს შემდეგ საკითხებს - მეცნიერება გჭირდება, რომ ლექტორები გყავდეს; ლექტორები გჭირდება, რომ უმაღლესი სწავლება იყოს; უმაღლესი სწავლება გჭირდება, რომ მერე მასწავლებლები გყავდეს და ეს მასწავლებლები საიდანაც ხომ უნდა გაჩნდნენ? თუკი ეს ყველაფერი გჭირდება ე.ი. მეცნიერების საკითხი არის საკვანძო, თორემ მერე რგოლები ჩაგეშლება ჯაჭვში.
თუკი მეცნიერების საკითხი საკვანძოა, მაშინ საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე, რა ადგილი უნდა მიაკუთვნოს მეცნიერებს, რომ გაიზარდოს მეცნიერების სტატუსი და ახალგაზრდა კადრები მიდიოდნენ მეცნიერებაში. ომი რომ დაიწყო, სტალინმა აღმოაჩინა, არ ყავდა მეცნიერები და ახალგაზრდებიც არ იყვნენ მეცნიერებაში წასული. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება და გაზარდა ხელფასები და შეუქმნა პირობები. ადრე იძახდნენ „პროფესორის ხელფასი“, „პროფესორის ბინა“, ეს პროფესორი იყო უკვე სხვა რანგის მოვლენა, საზოგადოებაზე ერთი თავით უფრო ამაღლებული და მერე უკვე ამან გააკეთა კადრების მობილიზაცია მეცნიერებაში ისეთი, რომ საბჭოთა კავშირმა ბირთვული თუ სხვა ტიპის ტექნოლოგიები გაქაჩა მსოფლიო დონეზე.
ანუ, იმისთვის, რომ მეცნიერება გქონდეს, უნდა აწიო მეცნიერის სტატუსი. თუ მეცნიერის სტატუსს აწევ და მეცნიერება გექნება, ეს მეცნიერები მერე უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიან როგორც მაღალი დონის მასწავლებლები და ასეთი მაღალი დონის მასწავლებლებით მომზადდება მერე სკოლის მასწავლებლები. ამიტომ, საკვანძო არის მეცნიერება და არა მარტო ის, რომ მეცნიერებას პირობები ჰქონდეს. მნიშვნელოვანია სოციალური სტატუსი იყოს, რაც შეიძლება მაღალი მეცნიერებისთვის, რომ ახალგაზრდები წავიდნენ მეცნიერებაში და არა ბიზნესში.
როგორ ფიქრობთ, მიზანიმართულად მოხდა მეცნიერების როლის დაკნინება, ჩამოშლა?
- ვერ ვიტყვი. ლუარსაბ თათქარიძის ქვეყანაში ვცხოვრობთ. შემთხვევითი ხომ არის ლუარსაბის ტიპი, მართლაც, როგორც კი დაიშალა საბჭოთა კავშირი და ჭკუის მომკითხავი არავინ იყო, ვნახეთ, რომ ყველამ უარი თქვა ინტელექტუალურ საქმეზე. სხვათა შორის 90-იანებში საქართველოში ჩამოსულმა ფრანგებმა, რომლებიც სწავლობდნენ ამ ქართულ პროცესებს, თქვეს, რომ უვიცობა ელოდება საქართველოსო.
რატომ მივიდნენ ამ დასკვნამდე?
- ეს კითხვა რომ გაჩნდა, მათ გასცეს შემდეგი პასუხი - იმიტომ, რომ ძირითადი ლიტერატურა, რაზედაც ხელი მიუწვდება ქართულ ახალგაზრდებს არის რუსული, ახალგაზრდებმა არ იციან რუსული. დავუშვათ, იციან ინგლისური, ისიც საეჭვოდ, მაგრამ ინგლისური ლიტერატურა არ აქვთ. ასე რომ, ენისდა მიუხედავად ლიტერატურის გაცნობის საშუალება მათ არ აქვთ. აი, რუსულ ენაზე უარის თქმა მარტო იმიტომ, რომ ეს მტრის ენაა, ეს ხომ საბაბი იყო. მტრის ენა არაა ინგლისური, მაგრამ იციან? მტრის ენა არაა თურქულ-აზერბაიჯანული, მაგრამ იციან? ასე რომ, ენაზე უარის თქმა უფრო საბაბი იყო - რატომ უნდა ვიცოდე.
ქართველი ხომ იმაზე ოცნებობს, როგორ არ უნდა იცოდეს, ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვიყავით - ვამაყოფდით თუკი უცოდინრად მიიღებდა ადამაინი დიპლომს. სტუდენტი ხომ მაგას ცდილობდა, რომ მოეტყუებინა ლექტორი, რომ იცის და რეალურად არ ცოდნოდა, რაც აზიის ქვეყნებში იშვიათი არ არის, ხშირია. ყველას არ ვგულისხმობ. მთელმა რიგმა აზიურმა ქვეყნებმა, ინდოეთმა და ჩინეთმა სწორედ ის პროგრესი განიცადეს, რომ განათლების ხარისხი აიწია მათთან. განათლებაზე ორიენტაცია გახდა ძალიან ძლიერი.
ყველა ამტკიცებს, რომ ბოლონიის პროცესიდან უნდა გამოვიდეთ და ალბათ, მიზანინამრთულად შემოვიდა ჩვენთნ ბოლონიის პროცესი, მაგრამ არაერთი მინისტრი შეიცვალა და რეალურად არაფერი შეცვლილა. არ ვსაუბრობ კახა ლომაიაზე რომლის მინისტრობის დროს მოხდა საშინელი რეფორმა განათლების კუთხით და, რომელმაც ჩამოშალა სტრუქტურა და შედეგად მივიღეთ გაუნათლებელი თაობის ნაკადი. დღესაც იგივე პრობლემაა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ უმაღლესი სასწავლებელი არ უშვებს პროფესიონალს, ანუ სპეცლიასტიც კი არ გამოდის. რატომ ვერ ვაგვარებთ ამ პრობლემას, მით უფრო როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არის ყავდეს განათლებული თაობა?
- არ ვიცი არის თუ არა მნიშვნელოვანი, მაგას ვამბობ, რომ სახელმწიფომ რეალურად უნდა გაარკვიოს რაში უნდა ეს განათლებული თაობა. სტალინის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მას ომმა დაუყენა ეს ამოცანა, რომ განათლებული თაობა ყოლოდა, იარაღი გაკეთებულიყო უმაღლესი დონის. შენ რაში გინდა განათლებული თაობა? ჩვენ დეკლარაციულად ვამბობთ, რომ განათლებული თაობა გვინდა, რა იგულისხმება ამაში, ვერ ვაკონკრეტებთ, რადგან ჩვენ თვითონ არ გვაქვს კონკრეტული აზრი, რაში გვინდა განათლებული თაობა.
პირველ რიგში დაეტაკნენ იმას, რაც საუკეთესოდ იყო აწყობილი საბჭოთა კავშირში- განათლებას. განათლება ეფუძნებოდა მეცნიერებას, რომელიც სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი იყო. ბაკალავრიატის შემოღებამ სრულიად გაუგებარი გახადა მისი ფუნქცია, რადგან ის სრულყოფილი სპეციალისტის მომზადებას არც კი ისახავს მიზნად, მაგრამ რა ფუნქცია აქვს დღემდე გაურკვეველია.
მეცნერების გაპარტახება თავისთავად მოხდა მატერიალური წარმოების სფეროს სრული გაჩანაგებით. მოიშალა არსებული საწარმოო კავშირები, რამაც საწარმოთა გაჩანაგება გამოიწვია.
აზრი დაკარგა ტექნიკური განათლების მიღებამ. შესაბამისად გამოუსადეგარი გახდა საბუნებისმეტყველო მაცნიერებების დაუფლება.
მოთხოვნადი გახდა იურისტობა და ბიზნესის ადმისტრირება, მაშინ როცა ქვეყანაში არ არსებობს რეალური ბიზნესი. იურისტები საქმდებიან უსაქმურ არასამთავრობოებში, საკმაოდ მსუყე ხელფასებით. ე.წ. ბიზნეს ადმინისტრატორები კი ყველგან, ბენზოგასამართი სადგურებიდან დაწყებული ბანკების ჩათვლით, მწირ ხელფასებზე ან დგანან სავაჭრო დახლებთან.
მეცნიერება რომ განავითარო, მეცნიერი უნდა გჭირდებოდეს. ქარხანა უნდა მუშაობდეს, სადაც ლაბორატორიებში იმუშავებენ მეცნიერები.
მეცნიერება მეცნიერებისათვის არ არსებობს. არ იქნება მატერიალური წარმოება, არ იქნება მეცნიერება. არ იქნება მეცნიერება, არ იქნება ფუნდამენტალური განათლება. მას ვერაინირი განათლების რეფორმა ვერ უშველის. ხშირად გაიგონებთ, უმაღლესი სასწავლებლებიმჭიდრო კავშირში უნდა იყვნენ საწარმოებთანო. რომელ საწარმოებთან, რომლებიც არ არსებობენ?
პატარ-პატარა, უცხოური საწარმოების ფილიალ ცეხებს მეცნიერება არ სჭირდებათ. ის კი არა სტუდენტები საწარმოო პარაქტიკაზე რომ გაუშვას უმაღლესმა საწავლებელმა, დამოუკიდებელ რეალურ საწარმოს ვერ იპოვის.
ყველაფრის საფუძველი ეკონომიკის სტრუქტურაა. როცა ეკონომიკის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმია, იქ ვერც მაცნიერება იქნება, ვერც განათლება და ვერც შემდგარი, სხვათაგან ანგარიშგასაწევი სახელმწიფო.
ეს არის მწარე სიმართლე და უპერსპექტივო მომავალი, მატერიალური წარმოების გარეშე.