დიდუბის რაიონის გამგეობა ეთერ ბოცვაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელს ამონტაჟებს.
სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, უხვი ნალექის დროს იტბორებოდა სადარბაზოები, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.
პროექტის ღირებულება 44 000 ლარია.
სანიაღვრე ქსელის მოწყობის შემდეგ, ტერიტორიაზე დაიგება ასფალტის საფარი და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.