დეკანოზი იოანე (გორელიშვილი): მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომების გატარება

დეკანოზი იოანე (გორელიშვილი): მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომების გატარება

მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომები, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა იოანემ (გორელიშვილი) ქვეყანაში ანტინარკოტიკული რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ანტინარკოტიკული რეფორმის განხორციელება დროულია, რადგან ამ სენისგან ქვეყანაში უამრავი ადამიანი იღუპება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა.

„სამწუხაროდ, ნარკოტიკის შოვნა დღეს ძალიან მარტივი გახდა და მასთან წვდომა აქვს სკოლის მოსწავლეებსაც კი, რაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. ამიტომაც, მასთან ბრძოლა უნდა იყოს პრიორიტეტი.

მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ, რადგანაც საჭიროა პრევენციის ზომები, რათა მომავალი თაობა იყოს დაცული და ასევე, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება“, - განაცხადა მამა იოანემ.

პარლამენტში ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობს გრძელდება. ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ხვალ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.

კანონი განსაკუთრებით მკაცრი იქნება ნარკორეალიზატორების მიმართ - მათთვის სასჯელი 12 წლიდან იწყება და უვადო პატიმრობამდე მიდის.

დოკუმენტის მიხედვით, რეალიზატორებს ჩამოერთმევათ ქონება, რომელიც სწორედ ნარკოტიკების გაყიდვით დააგროვეს. ცვლილებები მკაცრად მიჯნავს მომხმარებლებს და რეალიზატორებს.