საქართველოში მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამის შესახებ „საქსტატის“ მონაცემებიდან ირკვევა. 2024 წელს ჩვენს ქვეყანაში აღნიშნულმა რიცხვმა 74.9 წელი შეადგინა, რაც 1990 წლის მაჩვენებელს 3.5 წლით აღემატება.
ამასთან, განსხვავდება ქალისა და კაცის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და ქალბატონების მაჩვენებელი 8.8 წლით უფრო მეტია. უფრო ზუსტად, საქართველოში კაცის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 70.5 წელს შეადგენს, ხოლო ქალბატონის - 79.3 წელს.
აღსანიშნავია, რომ 1990 წლიდან მოყოლებული ქალისა და კაცის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობებს შორის სხვაობა ძირითადად 7-9 წლებს შორის მერყეობდა.