დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას. ისინი პირდაპირ წარმოადგენენ აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც იღებენ დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას. ისინი პირდაპირ წარმოადგენენ აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც იღებენ დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „იმედის კვირა“ ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა რა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას და პირდაპირ წარმოადგენენ აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც იღებენ დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან.

„რადიკალური ოპოზიცია, ე.წ. „კოლექტიური ნაც. მოძრაობა“ თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას. ისინი არ არიან დამოუკიდებელნი საკუთარ გადაწყვეტილებაში, რადგან პირდაპირ წარმოადგენენ აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც იღებენ დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან. იქნება ეს „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“ თუ ის ძალები, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო არ წავიდეს პროგრესის და განვითარების გზაზე.

თუკი რაღაცა მომენტში ამ ვითომ „პრინციპულ“ გადაწყვეტილებას შეიცვლიან და მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ესეც იქნება პირდაპირ დასტური იმის, რომ მათზე დავალების მიმცემმა ძალებმა შეიცვალეს მიდგომები და დაავალეს საკუთარ აგენტურას საქართველოში, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.