გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან

არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას.

„მაგალითად სატრანზიტო დერეფანი აკონტროლოს არა მათ, ვინ საქართველოს ხელისუფლებაშია, არამედ მათ, ვინც ამ ხელისუფლებას შეცვლის და მოიყვანს მაგალითად ალეკო ელისაშვილს, როდესაც რასაც ეტყვი იმას გააკეთებს. ვის აინტერესებს საქართველო იქნება თუ არ იქნება დედამიწაზე.

ახალა მიდის მცდელობა, რომ როგორმე მთელი საზოგადოება, ვინც ხელისუფლებას დაუჭირა მხარი, წარმოაჩინონ როგორც ცხვრის ფარა საერთაშორისო თანამეგობრობის, პოლიტიკოსების, არა პოლიტიკოსების თუ საზოგადოებების თვალში. დღეს თუ ვინმე გადმოხედავს საქართველოს ნებისმიერი ქვეყნიდან, რომელიც მოშორებულია ჩვენს ქვეყანას, წარმოიდგენს რომ საქართველოში არის ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომლებსაც თუ მიუტან ორ კილოგრამ კარტოფილს მოგცემენ ხმას, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.