„ჩვენი მრავალნატანჯი "ოპოზიციის" ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება "რუსული ოცნება" საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის "მოთხოვნებს": დღემდე არაა გათავისუფლებული არც ერთი "პოლიტპატიმარი" და არაა გამოცხადებული "ვადამდელი არჩევნების" ჩატარების თარიღი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, აღარც აშშ-ის საელჩო ავრცელებს თავის "მოკლემეტრაჟიან" ქარდებს, ტექსტებით: "რა ვერ გაიგეთ?" ან "დიდხანს გელოდოთ?" და ა.შ., რაც ოპოზიციისთვის კარგის მაჩვენებელი არაა.
„ჩვენი საპირისპირო ვერსია, რომ მაკა ბოჭორიშვილთან ქალბატონი ელჩი უკვე "გაროზგილი" მივიდა თავისი ნების საწინააღმდეგოდ - "მშვიდობის" დამყარების გზაზე "სამართლის" მაძიებელ ბანაკში აღარც განიხილება. არც საელჩოდან გვაწევენ თავის "მოკლემეტრაჟიან" ქარდებს, ტექსტებით: "რა ვერ გაიგეთ?" ან "დიდხანს გელოდოთ?" და ა.შ.
როდესაც ვეცნობით ნაც-სექტის პოლიტიკური "სურდო-თარგმანის" სპეციალისტებს, მათი "ნათელმხილველების" ფსიქიატრიულ დასკვნებს და "სხეულის ენის" პირიქითა წამკითხველებს, დროთა განმავლობაში იმის ახსნაც მიაყოლონ ხოლმე, რატომ არ შედგა, არ განხორციელდა, რამ შეუშალა ხელი... საზოგადოება "ნერვიულობს", - წერს დავით ქართველიშვილი.