პაატა მანჯგალაძე: ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება, გამარჯვებისთვის უკეთესი იქნებოდა ერთიანობა

პაატა მანჯგალაძე: ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება, გამარჯვებისთვის უკეთესი იქნებოდა ერთიანობა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანობის მხარდამჭერებად ვრჩებით, კოორდინაცია კარგია, მაგრამ ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენებაა საჭირო.

„ერთ მხარეს არიან „ქოცები“ და მეორე მხარეს საქართველოს პატრიოტები. ჩვენ ასეთ ერთიანობას ვუჭერთ მხარს, თუმცა, რა თქმა უნდა, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. კოორდინაცია ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტია თავისი ბრენდით, სახელით პოზიციონირებს, მაგრამ კოორდინაციაში არიან რაღაც საკითხებში ერთმანეთში. არის რაღაც საკითხები, რაშიც შეიძლება, კოორდინაცია არ იყოს. ბევრი საკითხია, მაგალითად, საერთო ბრიფინგის ჩატარება რაღაც საკითხზე ან ერთიანად განცხადების გავრცელება, არიან პარტიები, რომელიც ამას არ ეთანხმებიან. ამიტომ კოორდინაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამარჯვებისთვის უკეთესი იქნებოდა ერთიანობა. ერთიანობაში ვგულისხმობ, რომ ჩვენ და ისინი, ანუ „ქართული ოცნება“ და ყველა პარტია, რომელიც არის პროქართული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ვამზადებ ძლიერ კოორდინაციას, რაც უძლებს ყველაფერს, ყალბი გაერთიანება კი არის ყველაზე მოწყვლადი“.

მარბიელი ფუნა ერთი კგ იქნება თუ 30, რა მნ აქვს?
3 საათის უკან