დავით ქართველიშვილი: ვიქტორ ორბანის

დავით ქართველიშვილი: ვიქტორ ორბანის "ულტიმატუმი" - მან ევროკავშირს 12 მოთხოვნა წარუდგინა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში იმ მოთხოვნების შესახებ წერს, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის მიმართ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.

„კინაღამ გამომრჩა ვიქტორ ორბანის "ულტიმატუმი" - მან ევროკავშირს 12 მოთხოვნა წარუდგინა. „რას ითხოვს უნგრელი ხალხი ბრიუსელისგან? იყოს მშვიდობა, თავისუფლება და ერთიანობა“, - ამით დაიწყო მან X-ში გამოქვეყნებული თავისი ჩამონათვალი:

✅ ჩვენ ვითხოვთ ერების ევროპას;

✅ ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას კანონის წინაშე ყველა წევრი სახელმწიფოსთვის;

✅ დაუბრუნდეთ წევრ-სახელმწიფოებს უკანონოდ ჩამორთმეული კომპეტენციების აღდგენა;

✅ ვითხოვთ ნაციონალურ სუვერენიტეტს და ძლიერი ვეტოს უფლებას ეროვნული მთავრობებისთვის;

✅ ევროკომისიიდან უნდა მოხდეს სოროსის აგენტების, ხოლო ევროპარლამენტიდან კორუმპირებული ლობისტების განდევნა;

✅ შეეშვით ჩვენი შვილიშვილების მომავლის "დაგირავებას" და მოახდინეთ ევროკავშირის ვალების ლიკვიდაცია;

✅ არ ჩაერიოთ უნგრეთის ეროვნული გვარდიის უფლებამოსილებაში საკუთარი ქვეყნის საზღვრების დაცვის კუთხით;

✅ შეჩერდეს მიგრანტების „იმპორტი“ და დაიწყოს ევროკავშირში არალეგალურად ჩასული პირების გაძევება;

✅ კორუფციით მიღებული დოლარი და ევრო ევროკავშირის ქვეყნებში არ უნდა შემოვიდეს;

✅ აიკრძალოს ჩვენი შვილების გაუკუღმართებული არაბუნებრივი განათლება;

✅ დაცული იქნას ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა;

✅ ვითხოვთ მშვიდობას ევროპაში და ევროკავშირს - უკრაინის გარეშე“, - წერს დავით ქართველიშვილი.