მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის „კავშირების აღდგენის“ საკითხი განიხილეს. სახელმწიფო მდივანმა რუსეთს მიაწოდა ინფორმაცია ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ ამერიკის სამხედრო ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰუსიტების შემდგომი თავდასხმები ამერიკულ სამხედრო და კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში არ დარჩება პასუხ გაუცემელი.

რუბიომ და ლავროვმა ასევე განიხილეს შემდეგი ნაბიჯები საუდის არაბეთში მათი ბოლო შეხვედრების კონტექსტში და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კავშირების აღსადგენად.