ქართველ მორაგბეებზე ფრანგულ არხ „Intérieur Sport“ მიერ მომზადებული კლიპი ვიდეოპორტალებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
კლიპში ნაჩვენებია ქართველი მორაგბეების მონდომება და ენთუზიაზმი, ჩასმულია მათი და ნაკრების მთავარი მწვრთნელის ინტერვიუები, ხოლო ქართველ „ბორჯღალოსანთა“ თამაშის ფრაგმენტებად ნაჩვენებია საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა მატჩი თბილისში.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული ტიტრებითა და ქართული აუდიო ტექსტითაა დატოვებული მიმართვა ქართველი მორაგბეებისადმი, რუსეთის ნაკრებთან სათამაშოდ მოედანზე გასვლის წინ:
„იმ გარდაცვლილი მეომრების სულები გვიყურებენ და ჩვენ ბევრად უფრო ძლიერები ვართ! ჩვენ ვიცავთ ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს მიწას ვიცავთ!.“