მასკმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა

მასკმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ევროკავშირის დროშა საბჭოთა კავშირის სიმბოლოებთან - ნამგლისა და უროსთან ერთად - არის გამოსახული.

„წარმოიდგინეთ, იმდენად გიყვართ, რომ გმართავენ. გსურთ მთავრობა თქვენი მთავრობისთვის“, - დაწერა მასკმა.