Bloomberg: რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდება უკრაინასთან 30-დღიან ზავს, თუმცა მანამდე შეეცდება ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე მომგებიანი პირობები მიიღოს

Bloomberg: რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდება უკრაინასთან 30-დღიან ზავს, თუმცა მანამდე შეეცდება ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე მომგებიანი პირობები მიიღოს

რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდება უკრაინასთან 30-დღიან ზავს, თუმცა მანამდე შეეცდება ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე მომგებიანი პირობები მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, უკრაინელებთან გუშინდელ მოლაპარაკებებამდე ამერიკელებს არ განუხილავთ რუსებთან ზავის იდეა და კრემლი თავისთვის მიუღებლად მიიჩნევს გამოცხადებულ ჩარჩოს.

„ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მიღწეული შეთანხმება დილემას უქმნის პუტინს, რომელიც აქამდე ახერხებდა თავიდან აეცილებინა ის ზეწოლა, რომელსაც კიევი ექვემდებარებოდა თეთრი სახლის მხრიდან“, - ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შეიცავს არცერთ მოთხოვნას, რომელიც რუსეთმა ადრე დააფიქსირა. კერძოდ, ომის გრძელვადიანი დარეგულირების მკაფიო პარამეტრების არსებობა.

კრემლთან დაახლოებული წყარო მიიჩნევს, რომ კრემლი ცეცხლის შეწყვეტის პირობად უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვს.