მე სასესიო დარბაზიდან ვუთხარი მას - თუ ვინმე მილევად რეჟიმშია ჩვენს ქვეყანაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არის ის ძალა, რომელ ძალასაც ის წარმოადგენს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ლორა თორნტონზე საუბრისას.
იგი „მაკკეინის ინსტიტუტის“ პროგრამების დირექტორის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.
„ლორა თორნტონი ამ აგენტურულ ავანსცენაზე ძალიან აქტიურად მოღვაწეობს. საზოგადოებას შევახსენებდი ღია წერილს, რომელიც აქ თავის აგენტებს მოწერა - ვინ უნდა გაფიცულიყო, ვის სად ნაგავი არ უნდა გაეტანა, მოლარე როდის არ უნდა გამოსულიყო სამსახურში, ეს ღია ინსტრუქციებია. თავხედურად მოქმედებს და ამოქმედებს თავის აგენტურულ ქსელს. მე სასესიო დარბაზიდან ვუთხარი მას - თუ ვინმე მილევად რეჟიმშია ჩვენს ქვეყანაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არის ის ძალა, რომელ ძალასაც ის წარმოადგენს“, - აღნიშნა კირცხალიამ.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში აქციის ფოტოს აზიარებს და წერს, რომ ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა.