ირაკლი კირცხალია: ის საქმე, რომელსაც ოპოზიცია პიარულად ფუთავდა, როგორც „პიჯაკების საქმეს“, რეალურად არის „9 მილიონის საქმე“

ირაკლი კირცხალია: ის საქმე, რომელსაც ოპოზიცია პიარულად ფუთავდა, როგორც „პიჯაკების საქმეს“, რეალურად არის „9 მილიონის საქმე“

ის საქმე, რომელსაც ოპოზიცია პიარულად ფუთავდა, როგორც „პიჯაკების საქმეს“, რეალურად არის „9 მილიონის საქმე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა ის პროცესი, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია საზოგადოება ადევნებს თვალყურს.

„რაც შეეხება იმ საქმეს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო შეფასებული, როგორც „პიჯაკების საქმე" - თვითონ ეს ფორმულირებაც იყო ქართული საზოგადოების დიდი შეურაცხყოფა, ვინაიდან, რეალურად, საუბარი იყო 9 მილიონ ლარზე. ყველამ კარგად ნახა, საჯარო წყაროებშიც შეუძლიათ მოიძიონ, იქ მასაჟები, ვიღაცისთვის ტელეფონის ყიდვა, მზარეულის ჩამოყვანა და ა.შ. მოკლედ, ის საქმე, რომელსაც ესენი პიარულად ფუთავდნენ როგორც „პიჯაკების საქმეს, რეალურად არის „9 მილიონის საქმე“, რომელიც მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე. 9 მილიონის პიჯაკი არა მგონია, სააკაშვილს ეყიდა. ასე რომ ეს იყო ის ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალყურს“, - განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თომა მერე? დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობს ვივამედში, კარგად შეინახეთ ბიუჯეტის ხარჯზე არ გაფუჭდეს სმეტანსკი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღმდგენი მოღალატე.
5 საათის უკან