უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება: უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება: უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - ნათქვამია უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში.

„უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განახლდება და რომელიც რუსეთის მიერ მიღებასა და თანმიმდევრულ განხორციელებას ექვემდებარება. აშშ რუსეთს აცნობებს, რომ რუსეთის საპასუხო ნაბიჯი მშვიდობის მიღწევის გასაღებია“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აშშ დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე დაწესებულ პაუზას და განაახლებს უკრაინისათვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევას.