არაერთხელ გვინახავს, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფოების, ელჩების თუ შესაბამისი მთავრობების პირდაპირი თუ ირები წახალისების შედეგად, ეს სიძულვილის ენა, გაშავების კამპანიები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით წარმოებულა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, რომელიც ე.წ. უფლებადამცველის მხრიდან მაკა ბოჭორიშვილის შეურაცხმყოფელ პოსტს ეხმიანება.
„არაერთხელ გვინახავს, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფოების, ელჩების თუ შესაბამისი მთავრობების პირდაპირი თუ ირები წახალისების შედეგად, ეს სიძულვილის ენა, შესაბამისი გაშავების კამპანიები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით წარმოებულა. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ჩვენ რომ დავრწმუნდეთ შესაბამისი სახელმწიფოს წარმომადგენლის კეთილსინდისიერებაში, ბუნებრივია, ნებისმიერ მსგავს ქმედებაზე საჭირო არის ადეკვატური რეაგირება“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
ე.წ. უფლებადამცველი საგარეო საქმეთა მინისტრს შეურაცხყოფას აყენებს. პარალელურად კი საფრანგეთის ელჩს მასპინძლობს. ბაია პატარაიას მიერ საქართველოს პირველი დიპლომატის საჯაროდ ლანძღვა რატომღაც დიპლომატის ყურადღების მიღმა დარჩა. ისევე, როგორც ფრანგი მინისტრის ქართულ პოლიტიკაში ჩარევა.