ნანუკა ჟორჟოლიანის და კახი კალაძის სასტუმროში შეხვედრის დეტალები

ნანუკა ჟორჟოლიანის და კახი კალაძის სასტუმროში შეხვედრის დეტალები

საქართველოში მთავრობის შეცვლისთანავე ბევრმა მაღალჩინოსანმა დატოვა ქვეყანა. ყოფილი სოდ-ის უფროსი ირაკლი კოდუა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავი საზღვარგარეთს შეაფარა და როგორც ცნობილია, პრაღაში ცხოვრობს. ბოლო დროს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავის ხელქვეითებს გვამების მოტანას თხოვს, კოდუაც ფიგურირებდა. ამ კადრების გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი კახი კალაძეს შეხვდა და როგორც ამბობენ, სწორედ ირაკლი კოდუასთან დაკავშირებით ესაუბრა.

"კვირის პალიტრა" ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა:

- კახი კალაძესთან მქონდა შეხვედრა, იმიტომ რომ მის ჩაწერას ვაპირებ და როგორც რესპონდენტს, ისე შევხვდი. სასტუმრო ,,მერიოტში", დღისით-მზისით შევხვდით და როგორც ყველა რესპოდენტთან, პუნქტები შევათანხმე.

- როგორც ვიცი, დიდხანს არ გთანხმდებოდათ ინტერვიუზე…
- როგორ გეკადრებათ, პირიქით, გვთანხმდებოდა და მისი მეუღლეც იყო ჩემთან გადაცემაში. უბრალოდ, პოლიტიკურად იყო მისთვის მოუცლელი პერიოდი, დროს ვერ ნახულობდა ამისთვის. გადაცემაში მონაწილეობა ასევე შევთავაზე ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მომწერა, რომ თუ სადმე მიიღებს მსგავსი ტიპის გადაცემაში მონაწილეობას, ეს ჩემი გადაცემა იქნება. ასევე მოვიწვიე ირაკლი ალასანია, რომელიც დამთანხმდა.

- როგორც ამბობენ, კალაძეს ირაკლი კოდუასთან დაკავშირებითაც ესაუბრეთ...
- კახი კალაძესთან ირაკლი კოდუაზე რა დამალაპარაკებდა, რაზე უნდა მქონოდა საუბარი, ხალხო, ნუ გადამრევთ! მე ვარ ჟურნალისტი და მე რომ ხვალ ღარიბაშვილს შევხვდე, რა, კოდუაზე დაველაპარაკები? კოდუაზე სალაპარაკოდ რომ მივდიოდე მაღალჩინოსანთან, "მერიოტში" კი არ დავიბარებ. სადმე ისეთ ადგილას წავალ, რომ ვერავინ გაიგოს.

- ირაკლისთან დაკავშირებით რამე პრობლემაა, თუ აპირებს ჩამოსვლას ან რატომ არ ჩამოდის საქართველოში?
- ირაკლის უბრალოდ არ უნდა ჩამოსვლა. რეალობას და ამ სიტუაციას გაერიდა.