The New York Times-ის ცნობით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოუწევს.
რუბიომ ეს განცხადება საუდის არაბეთში უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებებზე გამგზავრებამდე გააკეთა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ მთავარია საუდის არაბეთში დისკუსიისას ვაშინგტონი დარწმუნდეს, რომ ომის დასასრულებლად მოსკოვსაც და კიევსაც შეუძლიათ მძიმე გადაწყვეტილებები მიიღონ და დათმობებზე წავიდნენ.
საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა უკვე მიმდინარეობს. რუბიოს თქმით, სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული, აღუდგენს თუ არა დონალდ ტრამპი უკრაინას სამხედრო დახმარებას.