სირიის მოქმედმა ხელისუფლებამ ლატაკიაში და ტარტუსში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა - დასავლეთით მდებარე რეგიონებში მოკლულია 1500 ადამიანი

სირიის მოქმედმა ხელისუფლებამ ლატაკიაში და ტარტუსში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა - დასავლეთით მდებარე რეგიონებში მოკლულია 1500 ადამიანი

სირიის მოქმედმა ხელისუფლებამ, ლატაკიაში და ტარტუსში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა. ქვეყნის დასავლეთით მდებარე რეგიონებში მოკლულია 1500 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები და ქალები.

ოპერაცია, რომელიც გარდამავალმა მთავრობამ ალავიტური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჩაატარა ბაშარ ალ ასადის მომხრეების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ამის ფონზე სირიაში ეთნიკურმა ქურთებმა მოქმედ მთავრობასთან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების შესაბამისად, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ყველა სამოქალაქო და სამხედრო ორგანიზაცია სახელმწიფოსთან იქნება ინტეგრირებული. შეთანხმება ასევე მოიცავს სამოქალაქო უფლებებსაც.