ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის ჯორჯ სორისის მარიონეტი უწოდა

ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის ჯორჯ სორისის მარიონეტი უწოდა

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის, ჯორჯ სორისის მარიონეტი უწოდა.

ამერიკელი მილიარდერი ამგვარად გამოეხმაურა სოციალსური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ რადოსლავ სიკორსკი ჯორჯ სოროსის შვილის, ალექს სორისოს მეგობარია.

მანამდე, ილონ მასკმა სიკოსრსკის „პატარა ადამიანი“ უწოდა.

უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ილონ მასკმა აღნიშნა, რომ „სტარლინკის“ ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში, უკრაინის ფრონტი ჩამოიშლება.

ამ განცხადებას სიკორსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის „სტარლიკის“ მომსახურებისთვის ფულს პოლონეთი იხდის და და ამგვარი საფრთხეები მომსახურების მიმწოდებლის საიმედოობაზე აჩენს კითხვებს.