ტულსი გაბარდმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება გაუუქმა ენტონი ბლინკენსა და ჯეიკ სალივანს

ტულსი გაბარდმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება გაუუქმა ენტონი ბლინკენსა და ჯეიკ სალივანს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება გაუუქმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილ მრჩეველს, ჯეიკ სალივანსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებს.

„აშშ-ის პრეზიდენტის [დონალდ ტრამპის] დირექტივის შესაბამისად, მე გავაუქმე საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების უფლება და ავკრძალე საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ენტონი ბლინკენისთვის, ჯეიკ სალივანისთვის, ლიზა მონაკოსა და სხვებისთვის“, - აღნიშნა ტულსი გაბარდმა.

გაბარდმა დასძინა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აღარ მიეწოდება ყოველდღიური სადაზვერვო მონაცემები.