აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ომის დასრულების შეთანხმების ფარგლებში უკრაინას მოუწევს ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რომ რომ ამ სიტუაციას სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.
„რუსები ვერ დაიპყრობენ მთელ უკრაინას და ცხადია, უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება ნებისმიერ გონივრულ ვადაში რუსების იძულება, დაბრუნდნენ 2014 წლის პოზიციებზე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიომ დასძინა, რომ მოსკოვთან მომავალ მოლაპარაკებებში აუცილებელი იქნება იმის დადგენა, თუ რის დათმობას აპირებს რუსეთი.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არ გავუწევთ სამხედრო დახმარებას რუსებს“, - დასძინა მან.