“მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ.
ანალიტიკოსის თქმით, ამ უმნიშნელოვანეს პროცესში ყველას ვალია, რომ ჩავერთოთ და ვებრძოლოთ საწამლავის ე.წ. იდეალიზირებას, წავაქეზოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობოთ სამართალდამცველებს ნარკობარიგებზე და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც მდიდრდებიან ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლით და ჯანმრთელობით.
“საქართველოსთვისაც დამანგრეველ ნარკომანიასთან გამკლავება ნიშნავს დიდ ბრძოლას ნარკომოვაჭრეებთან, მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს.
მონიშნულია ის მნიშვნელოვანი სამიზნეები, რომელთა აღსრულება ხელისუფლების და საზოგადოების ვალია, კერძოდ - ბრძოლა ე.წ. ,,ლიბერალურ ნარკოიდეოლოგიასთან” და ნარკოშხამის რომანტიზირებასთან (ყველანი); ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია (ყველანი); საკანონმდებლო გამკაცრება და მისი სრულყოფილი აღსრულება (სახელმწიფო).
სამართლებრივი მიმართულებით იცვლება შემდეგი:
1. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
2. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
3. 2025 წლის პირველი ივნისიდან - იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
ამ უმნიშნელოვანეს პროცესში ყველას ვალია, რომ ჩავერთოთ და ვებრძოლოთ საწამლავის ე.წ. იდეალიზირებას, წავაქეზოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობოთ სამართალდამცველებს ნარკობარიგებზე და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც მდიდრდებიან ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლით და ჯანმრთელობით.”- წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.